მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518461.
ბიოლოგია | თავი XI
განვიხილოთ ქოლერა, დაავადება რომლის ეპიდემიაც დიდი სიხშირით ვლინდება იმ ადგილებში, სადაც სასმელი წყალი დაბინძურებულია ადამიანის ფეკალიებით.
Consider cholera, a disease that is frequently epidemic in places where the water supply is contaminated with human feces.
518462.
ბიოლოგია | თავი XI
ადამიანები ქოლერის ბაქტერიებს - Vibrio cholerae-ს იძენენ დაბინძურებული წყლის სმით.
People acquire the cholera bacterium, Vibrio cholerae, by drinking contaminated water.
518463.
ბიოლოგია | თავი XI
ბაქტერია სახლდება მცირე ნაწლავის ამომფენ შრეში და წარმოქმნის ტოქსინს.
The bacteria colonize the lining of the small intestine and produce a toxin.
518464.
ბიოლოგია | თავი XI
ქოლერის ტოქსინი არის ფერმენტი, რომელიც ქიმიურად ცვლის მარილებისა და წყლის გამოყოფის რეგულირებაში ჩართულ G-ცილას.
The cholera toxin is an enzyme that chemically modifies a G protein involved in regulating salt and water secretion.
518465.
ბიოლოგია | თავი XI
რადგან მოდიფიცირებულ G-ცილას არ შეუძლია გტფ-ის გდფ-ად გარდაქმნა, იგი რჩება აქტიურ ფორმაში და განუწყვეტლივ ასტიმულირებს ადენილატ ციკლაზას ცამფ-ის წარმოსაქმნელად.
Because the modified G protein is unable to hydrolyze GTP to GDP, it remains stuck in its active form, continuously stimulating adenylyl cyclase to make CAMP.
518466.
ბიოლოგია | თავი XI
შედეგად მიღებული ცამფ-ის მაღალი კონცენტრაცია იწვევს ნაწლავის უჯრედების მიერ დიდი რაოდენობებით წყლისა და მარილების გამოყოფას ნაწლავებში.
The resulting high concentration of cAMP causes the intestinal cells to secrete large amounts of water and salts into the intestines.
518467.
ბიოლოგია | თავი XI
დაავადებულ ადამიანს სწრაფად უვითარდება მწვავე დიარეა და თუ მკურნალობის გარეშე რჩება, შეიძლება სწრაფად დაიღუპოს წყლისა და მარილების ნაკლებობის გამო.
An infected person quickly develops profuse diarrhea and if left untreated can soon die from the loss of water and salts.
518468.
ბიოლოგია | თავი XI
ჩვენი წარმოდგენები ციკლური ამფ-ისა და მონათესავე შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე სასიგნალო გზებზე საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ ადამიანის გარკვეული მდგომარეობების მკურნალობა.
Our understanding of signaling pathways involving cyclic AMP or related messengers has allowed us to develop treatments for certain conditions in humans.
518469.
ბიოლოგია | თავი XI
ერთი ასეთი გზა სასიგნალო მოლეკულად იყენებს ციკლურ გმფ-ს, ანუ ცგმფ-ს; მისი ეფექტები მოიცავს არტერიების კედლების გლუვი კუნთების უჯრედების რელაქსაციას.
One such pathway uses cyclic GMP, or cGMP, as a signaling molecule; its effects include relaxation of smooth muscle cells in artery walls.
518470.
ბიოლოგია | თავი XI
ნაერთი, რომელიც აინჰიბირებს ციკლური გმფ-ის ჰიდროლიზს გმფ-ად და ასე ახანგრძლივებს სიგნალს, თავდაპირველად ინიშნებოდა გულმკერდის არეში არსებული ტკივილის სამკურნალოდ, რადგან იგი ზრდიდა გულის კუნთისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს.
A compound that inhibits the hydrolysis of cGMP to GMP, thus prolonging the signal, was originally prescribed for chest pains because it increased blood flow to the heart muscle.
518471.
ბიოლოგია | თავი XI
ეს ნაერთი, რომლის კომერციული სახელია ვიაგრა, ახლა ფართოდ გამოიყენება ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ.
Under the trade name Viagra, this compound is now widely used as a treatment for erectile dysfunction.
518472.
ბიოლოგია | თავი XI
ვიაგრა იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რომელიც სისხლის ნაკადის პენისისკენ წარმართვის საშუალებას იძლევა და ამით მისი ერექციისთვის საჭირო ფიზიოლოგიური პირობების ოპტიმიზაციას ახდენს.
Viagra causes dilation of blood vessels, which allows increased blood flow to the penis, optimizing physiological conditions for penile erections.
518473.
ბიოლოგია | თავი XI
კალციუმის იონები და ინოზიტოლ ტრიფოსფატი.
Calcium Ions and Inositol Trisphosphate (IP3).
518474.
ბიოლოგია | თავი XI
ცხოველებში მრავალი სასიგნალო მოლეკულა, ნეიროტრანსმიტერების, ზრდის ფაქტორების და ზოგიერთი ჰორმონის ჩათვლით, მათ სამიზნე უჯრედებში პასუხებს იწვევენ ისეთი სასიგნალო გზით, რომელიც კალციუმის იონების ციტოზოლურ კონცენტრაციას ზრდიან.
Many signal molecules in animals, including neurotransmitters, growth factors, and some hormones, induce responses in their target cells via signal transduction pathways that increase the cytosolic concentration of calcium ions.
518475.
ბიოლოგია | თავი XI
კალციუმი, როგორც მეორადი მესენჯერი, უფრო ფართოდ გამოიყენება, ვიდრე ცამფ.
Calcium is even more widely used than cAMP as a second messenger.
518476.
ბიოლოგია | თავი XI
Ca2++–ის ციტოზოლური კონცენტრაციის ზრდა მრავალ პასუხს იწვევს ცხოველურ უჯრედში.Aასეთია კუნთოვანი უჯრედის შეკუმშვა, გარკვეული ნივთიერებების გამოყოფა და უჯრედის გაყოფა.
Increasing the cytosolic concentration of Ca2++ causes many responses in animal cells, including muscle cell contraction, secretion of certain substances, and cell division.
518477.
ბიოლოგია | თავი XI
მცენარეულ უჯრედში, ფართო რიგის ჰორმონული და გარემო სტიმულები იწვევენ ციტოზოლური Ca2++–ის კონცენტრაციის სწრაფ ზრდას და ამით რთავენ მრავალ სასიგნალო გზას, მაგალითად, როგორიცაა სინათლის საპასუხოდ გამწვანების მეტაბოლური გზა.
In plant cells, a wide range of hormonal and environmental stimuli can cause brief increases in cytosolic Ca2++ concentration, triggering various signaling pathways, such as the pathway for greening in response to light.
518478.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედები Ca2++-ს მეორად შუამავლად იყენებენ როგორც G-ცილის, ასევე თიროზინკინაზული სასიგნალო გზების შემთხვევაში.
Cells use Ca2++ as a second messenger in both G-protein and receptor tyrosine kinase pathways.
518479.
ბიოლოგია | თავი XI
ფაქტობრივად, Ca2++-ის დონე ცხოველთა სისხლსა და უჯრედგარე სითხეში ხშირად 10 000-ჯერ მეტია ციტოზოლთან შედარებით.
In fact, the level of Ca2++ in the blood and extracellular fluid of an animal often exceeds that in the cytosol by more than 10,000 times.
518480.
ბიოლოგია | თავი XI
კალციუმის იონები აქტიურად ტრანსპორტირდებიან უჯრედიდან და ასევე აქტიურად იმპორტირდებიან ციტოზოლიდან ენდოპლაზმურ რეტიკულუმში (სხვა გარკვეული პირობების დროს, მიტოქონდრიებსა და ქლოროპლასტებში) სხვადასხვა იონური საქაჩავებით.
Calcium ions are actively transported out of the cell and are actively imported from the cytosol into the endoplasmic reticulum (and, under some conditions, into mitochondria and chloroplasts) by various protein pumps.