მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518521.
ბიოლოგია | თავი XI
ზოგიერთი ტიპის სიგნალი ორივე უჯრედში იწვევს პასუხს, მაგრამ პასუხები განსხვავებულია.
And some kinds of signals trigger responses in both cells-but different responses.
518522.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად, ეპინეფრინი ასტიმულირებს ღვიძლის უჯრედებს გლიკოგენის დასახლეჩად, ხოლო მის მიმართ გულის უჯრედების მთავარი პასუხი არის შეკუმშვა, რომელიც გულის უფრო სწრაფ შეკუმშვებს განაპირობებს.
For instance, epinephrine stimulates the liver cell to break down glycogen, but the main response of the heart cell to epinephrine is contraction, leading to a more rapid heartbeat.
518523.
ბიოლოგია | თავი XI
როგორ ავხსნათ ეს განსხვავება ?
How do we account for this difference?
518524.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალების მიმართ გამოვლენილი სპეციფიკური უჯრედული პასუხებისთვის ახსნა იგივეა, როგორიცაა უჯრედებს შორის არსებული ყველა განსხვავების ძირითად ახსნა: სხვადასხვა ტიპის უჯრედებს აქვთ ცილების სხვადასხვა ნაკრები.
The explanation for the specificity exhibited in cellular responses to signals is the same as the basic explanation for virtually all differences between cells: Different kinds of cells have different collections of proteins.
518525.
ბიოლოგია | თავი XI
განსაკუთრებული უჯრედის პასუხი სიგნალზე დამოკიდებულია სიგნალის რეცეპტორული ცილების, გადამტანი ცილებისა და პასუხის განმახორციელებელი ცილების განსაკუთრებულ ნაკრებზე.
The response of a particular cell to a signal depends on its particular collection of signal receptor proteins, relay proteins, and proteins needed to carry out the response.
518526.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად, ღვიძლის უჯრედი დაბალანსებულია სურათ 11.13-ზე წარმოდგენილი ცილების იმ ნაკრებით, რომლებიც საჭიროა როგორც ეპინეფრინის შესაბამისი პასუხისთვის, ასევე გლიკოგენის წარმოსაქმნელად.
A liver cell, for example, is poised to respond appropriately to epinephrine by having the proteins listed in Figure 11.13 as well as those needed to manufacture glycogen.
518527.
ბიოლოგია | თავი XI
ასე, ორი უჯრედი, რომლებიც განსხვავებულად პასუხობენ ერთსა და იმავე სიგნალს, განსხვავდებიან ერთი ან ორი ცილით, რომლებიც იღებენ და პასუხობენ სიგნალს.
Thus, two cells that respond differently to the same signal differ in one or more of the proteins that handle and respond to the signal.
518528.
ბიოლოგია | თავი XI
სურათ 11.15-ზე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ განსხვავებული მიმოცვლის გზები შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად ზოგიერთ მოლეკულას.
Notice in Figure 11.15 that different pathways may have some molecules in common.
518529.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად ა, ბ და გ უჯრედები ერთსა და იმავე რეცეპტორულ ცილას იყენებენ ციტრუსის სასიგნალო მოლეკულისთვის. განსხვავება არის იმ ცილებში, რომლებიც განკუთვნილია მათი განსხვავებული პასუხებისთვის.
For example, cells A, B, and C all use the same receptor protein for the orange signal molecule; differences in other proteins account for their differing responses.
518530.
ბიოლოგია | თავი XI
დ უჯრედში განსხვავებული რეცეპტორული ცილა გამოიყენება იგივე სასიგნალო მოლეკულისთვის, რომელიც უკვე სხვა პასუხს იწვევს.
In cell D, a different receptor protein is used for the same signal molecule, leading to yet another response.
518531.
ბიოლოგია | თავი XI
ბ უჯრედში, ერთი სასიგნალო მოლეკულის მიერ ჩართული სასიგნალო გზა, იყოფა და ორ პასუხს იძლევა.
In cell B, a pathway that is triggered by a single kind of signal diverges to produce two responses.
518532.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთი დატოტვილი გზა ხშირად დამახასიათებელია თიროზინკინაზული რეცეპტორების (რომლებსაც შეუძლია მრავალი გადამტანი მოლეკულის გააქტიურება), ან მეორადი შუამავლებისთვის (რომლებსაც მრავალი ცილის რეგულირება შეუძლიათ).
Such branched pathways often involve receptor tyrosine kinases (which can activate multiple relay proteins) or second messengers (which can regulate numerous proteins).
518533.
ბიოლოგია | თავი XI
გ უჯრედში სხვადასხვა სიგნალით გამოწვეული ორი სასიგნალო გზა ერთიანდება ერთი პასუხის მოდულირებისთვის.
In cell C, two pathways triggered by separate signals converge to modulate a single response.
518534.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზების დატოტვა და „გადალაპარაკება“ (ურთიერთობა) მნიშვნელოვანია სხვადასხვა წყაროდან სხეულში მომავალ ინფორმაციაზე უჯრედების პასუხების რეგულირებისა და კოორდინაციისთვის.
Branching of pathways and "cross-talk" (interaction) between pathways are important in regulating and coordinating a cell's responses to information coming in from different sources in the body.
518535.
ბიოლოგია | თავი XI
გარდა ამისა, ერთი და იგივე ცილის გამოყენება ერთზე მეტ სასიგნალო გზაში, უჯრედს მის მიერ დასასინთეზებელი განსხვავებული ცილების რაოდენობის ეკონომიის საშუალებას აძლევს.
Moreover, the use of some of the same proteins in more than one pathway allows the cell to economize on the number of different proteins it must make.
518536.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზის ეფექტურობა: საყრდენი ცილები და სასიგნალო გზების კომპლექსები.
Signaling Efficiency: Scaffolding Proteins and Signaling Complexes.
518537.
ბიოლოგია | თავი XI
სურათ 11.15-ზე გამოსახული სასიგნალო გზები (ისევე, როგორც ამ თავში აღწერილი ზოგიერთი სხვა მათგანი), ბევრად გამარტივებულია.
The signaling pathways in Figure 11.15 (as well as some of the other pathway depictions in this chapter) are greatly simplified.
518538.
ბიოლოგია | თავი XI
დიაგრამები გამოსახავენ მხოლოდ რამდენიმე გადამცემ მოლეკულას და თვალსაჩინოებისთვის ამ მოლეკულებს ციტოზოლში მიმოფანტულად გამოსახავენ.
The diagrams show only a few relay molecules and, for clarity's sake, display these molecules spread out in the cytosol.
518539.
ბიოლოგია | თავი XI
მართლაც, ასე რომ იყოს უჯრედში, სასიგნალო გზები იმუშავებდნენ ძალიან არაეფექტურად, რადგან უმეტესად, გადამცემი მოლეკულები ცილებია და ცილები საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ სწრაფად დიფუზირდნენ ვისკოზურ ციტოზოლში.
If this were true in the cell, signaling pathways would operate very inefficiently because most relay molecules are proteins, and proteins are too large to diffuse quickly through the viscous cytosol.
518540.
ბიოლოგია | თავი XI
როგორ ნახულობს მაგალითად, გარკვეული პროტეინკინაზა თავის სუბსტრატს?
How does a particular protein kinase, for instance, find its substrate?