მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518501.
ბიოლოგია | თავი XI
გააქტიურებული სტეროიდული რეცეპტორის მსგავსად, სასიგნალო გზის ბოლო გააქტიურებული მოლეკულა შეიძლება მოქმედებდეს როგორც ტრანსკრიფციის ფაქტორი.
Like an activated steroid receptor, the final activated molecule in a signaling pathway may function as a transcription factor.
518502.
ბიოლოგია | თავი XI
სურათი 11.14 ნაჩვენებია მაგალითი, რომელშიც სასიგნალო გზა ააქტიურებს გენის ჩამრთველ ტრანსკრიფციის ფაქტორს: ზრდის ფაქტორის სიგნალზე პასუხია მ-რნმ-ის სინთეზი, რომელიც ციტოპლაზმაში სპეციფიკურ ცილად ტრანსლირდება.
Figure 11.14 shows an example in which a signaling pathway activates a transcription factor that turns a gene on: The response to the growth factor signal is the synthesis of mRNA, which will be translated in the cytoplasm into a specific protein.
518503.
ბიოლოგია | თავი XI
სხვა შემთხვევებში, ტრანსკრიფციის ფაქტორი გენს მისი მისი გამორთვით არეგულირებს.
In other cases, the transcription factor might regulate a gene by turning it off.
518504.
ბიოლოგია | თავი XI
ხშირად, ერთი ტრანსკრიფციის ფაქტორი მრავალ განსხვავებულ გენს არეგულირებს.
Often a transcription factor regulates several different genes.
518505.
ბიოლოგია | თავი XI
ამ თავში წარმოდგენილი Gგანსხვავებული ტიპის ყველა სასიგნალო და გადამცემი მოლეკულა სხვადასხვა გენის მარეგულირებელ გზებში და სხვა სახის პასუხების გამომწვევ მომიცვლის გზებში მონაწილეობს.
All the different kinds of signal receptors and relay molecules introduced in this chapter participate in various gene-regulating pathways, as well as in pathways leading to other kinds of responses.
518506.
ბიოლოგია | თავი XI
მოლეკულური შუამავლები, რომლებიც საპასუხოდ გენთა რეგულაციას იწვევენ, ზრდის ფაქტორები და გარკვეული მცენარეული და ცხოველური ჰორმონებია.
The molecular messengers that produce gene regulation responses include growth factors and certain plant and animal hormones.
518507.
ბიოლოგია | თავი XI
სურათ 11.14-ზე გამოსახულის მსგავსი ზრდის ფაქტორის ავადმოქმედი სასიგნალო გზა შეიძლება ჩართული იყოს კიბოს განვითარებაში, როგორც ამას ვნახავთ მე-19 თავში.
Malfunctioning of growth factor pathways like the one in Figure 11.14 can contribute to the development of cancer, as we will see in Chapter 19.
518508.
ბიოლოგია | თავი XI
პასუხის ნატიფი რეგულაცია.
Fine-Tuning of the Response.
518509.
ბიოლოგია | თავი XI
რატომ არის ასე ხშირად ამდენი საფეხური უჯრედის ზედაპირის სასიგნალო მოვლენებსა და უჯრედის საბოლოო პასუხს შორის?
Why are there often so many steps between a signaling event at the cell surface and the cell's response?
518510.
ბიოლოგია | თავი XI
როგორც ადრე აღვნიშნეთ, მრავალსაფეხურიან სასიგნალო გზას ორი მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს: იგი აძლიერებს სიგნალს (ასე რომ, პასუხსაც) და ასევე მონაწილეობას იღებს პასუხის სპეციფიკურობაში.
As mentioned earlier, signaling pathways with a multiplicity of steps have two important benefits: They amplify the signal (and thus the response), and they contribute to the specificity of response.
518511.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის გაძლიერება.
Signal Amplification.
518512.
ბიოლოგია | თავი XI
რთული ფერმენტული კასკადები აძლიერებენ უჯრედის პასუხს სიგნალზე.
Elaborate enzyme cascades amplify the cell's response to a signal.
518513.
ბიოლოგია | თავი XI
კასკადის თითოეულ კატალიზურ საფეხურზე, გააქტიურებული პროდუქტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე წინა საფეხურზე.
At each catalytic step in the cascade, the number of activated products is much greater than in the preceding step.
518514.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად, ეპინეფრინით გამოწვეულ სასიგნალო გზაში სურათ 11.13-ზე, ადენილილ ციკლაზას თითოეული მოლეკულა აკატალიზებს მრავალი ცამფ-ის წარმოქმნას, პროტეინკინაზა A-ს თითოეული მოლეკულა აფოსფორილირებს გზის მომდევნო საფეხურზე მყოფ კინაზას მოლეკულებს და ასე შემდეგ.
For example, in the epinephrine-triggered pathway in Figure 11.13, each adenylyl cyclase molecule catalyzes the formation of many cAMP molecules, each molecule of protein kinase A phosphorylates many molecules of the next kinase in the pathway, and so on.
518515.
ბიოლოგია | თავი XI
გაძლიერების ეფექტი წარმოიშობა იქიდან, რომ ეს ცილები აქტიურ მდგომარეობაში საკმაოდ ხანგრძლივად ინახება იმისთვის, რომ სუბსტრატის მრავალი მოლეკულა დაამუშაონ მანამდე, ვიდრე ისევ არააქტიურები გახდებოდნენ.
The amplification effect stems from the fact that these proteins persist in the active form long enough to process numerous molecules of substrate before they become inactive again.
518516.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის გაძლიერების ეფექტის წყალობით, ეპინეფრინის მცირე რაოდენობის მოლეკულებს, უკავშირდებიან რა ღვიძლის ან კუნთოვანი უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს, შეუძლიათ ასობით მილიონი გლუკოზის მოლეკულის გამოყოფა გლიკოგენიდან.
As a result of the signal's amplification, a small number of epinephrine molecules binding to receptors on the surface of a liver cell or muscle cell can lead to the release of hundreds of millions of glucose molecules from glycogen.
518517.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედის სასიგნალო გზის სპეციფიკურობა.
The Specificity of Cell Signaling.
518518.
ბიოლოგია | თავი XI
განიხილეთ თქვენი სხეულის ორი განსხვავებული ტიპის უჯრედი, მაგალითად, ღვიძლის უჯრედი და გულის კუნთის უჯრედი.
Consider two different cells in your body-a liver cell and a heart muscle cell, for example.
518519.
ბიოლოგია | თავი XI
ორივე მათგანი კონტაქტშია თქვენი სისხლის ნაკადთან და ამის გამო, მუდმივად მისაწვდომები არიან როგორც მრავალი ჰორმონული მოლეკულისთვის, ასევე მეზობელი უჯრედებიდან გამოყოფილი ლოკალური რეგულატორებისთვისაც.
Both are in contact with your bloodstream and are therefore constantly exposed to many different hormone molecules, as well as to local regulators secreted by nearby cells.
518520.
ბიოლოგია | თავი XI
მაგრამ ღვიძლის უჯრედები პასუხობენ გარკვეულ სიგნალებზე და იგნორირებას უკეთებენ სხვებს და ასევე იქცევიან გულის უჯრედებიც.
Yet the liver cell responds to some signals but ignores others, and the same is true for the heart cell.