მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518561.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო მოლეკულების რეცეპტორებთან დაკავშირება შექცევადია, რაც უფრო დაბალია სასიგნალო მოლეკულების კონცენტრაცია, მით სუსტია დაკავშირება ნებისმიერ მოცემულ მომენტში.
The binding of signal molecules to receptors is reversible, with the result that the lower the concentration of signal molecules, the fewer will be bound at any given moment.
518562.
ბიოლოგია | თავი XI
როდესაც სასიგნალო მოლეკულა ტოვებს რეცეპტორს, რეცეპტორი უბრუნდება თავის არააქტიურ მდგომარეობას.
When signal molecules leave the receptor, the receptor reverts to its inactive form.
518563.
ბიოლოგია | თავი XI
შემდეგ, სხვადასხვა გარემოების გამო, გადამცემი მოლეკულა ბრუნდება თავის არააქტიურ ფორმაში: G-ცილა დამახასიათებელი გტფაზური აქტივობის შედეგად ახდენს მასთან ბმული გტფ-ის ჰიდროლიზს; ფერმენტი ფოსფოდიესთერაზა ციკლურ ამფ-ს გარდაქმნის ამფ-ად; პროტეინ ფოსფატაზები ახდენენ ფოსფორილებული კინაზებისა და სხვა ცილების ინაქტივაციას და ასე შემდეგ.
Then, by a variety of means, the relay molecules return to their inactive forms: The GTPase activity intrinsic to a G protein hydrolyzes its bound GTP; the enzyme phosphodiesterase converts CAMP to AMP; protein phosphatases inactivate phosphorylated kinases and other proteins; and so forth.
518564.
ბიოლოგია | თავი XI
საბოლოოდ, უჯრედი სწრაფადვე მზად არის ახალი სიგნალის საპასუხოდ.
As a result, the cell is soon ready to respond to a fresh signal.
518565.
ბიოლოგია | თავი XI
ამ თავში თქვენ წარმოგიდგინეთ უჯრედული კომუნიკაციის ძირითადი მექანიზმები, როგორიცაა ლიგანდის დაკავშირება, კონფორმაციული ცვლილებები, ურთიერთმოქმედების კასკადები და ცილის ფოსფორილირება.
This chapter has introduced you to many of the general mechanisms of cell communication, such as ligand binding, conformational changes, cascades of interactions, and protein phosphorylation.
518566.
ბიოლოგია | თავი XI
მიყვებით რა ტექსტს, თქვენ შეხვდებით უჯრედული სასიგნალო გზის მრავალ მაგალითს.
As you continue through the text, you will encounter numerous examples of cell signaling.
518567.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლი.
The Cell Cycle.
518568.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გამრავლების მნიშვნელობა.
The Key Roles of Cell Division.
518569.
ბიოლოგია | თავი XII
ორგანიზმის უნარი, წარმოქმნას თავისი მსგავსი, არის ერთ-ერთი თვისება, რომელიც ყველაზე მეტად განასხვავებს ცოცხალ ორგანიზმს არაცოცხალი მატერიისაგან.
The ability of organisms to reproduce their own kind is the one characteristic that best distinguishes living things from nonliving matter.
518570.
ბიოლოგია | თავი XII
კვლავწარმოქმნის ამ უნიკალურ თვისებას, როგორც ყოველ ბიოლოგიურ ფუნქციას, აქვს უჯრედული საწყისი.
This unique capacity to procreate, like all biological functions, has a cellular basis.
518571.
ბიოლოგია | თავი XII
გერმანელმა ექიმმა რუდოლფ ვირხოვმა სწორედ ეს დებულება დაუდო საფუძვლად თავის თეორიას 1855 წელს: ‚ „იქ, სადაც არსებობს ცოცხალი უჯრედი, უნდა ყოფილიყო წინამორბედი უჯრედი, სწორედ ისე, როგორც ცხოველი წარმოიქმნება მხოლოდ ცხოველისაგან და მცენარე მხოლოდ მცენარისაგან“.
Rudolf Virchow, a German physician, put it this way in 1855: "Where a cell exists, there must have been a preexisting cell, just as the animal arises only from an animal and the plant only from a plant."
518572.
ბიოლოგია | თავი XII
მან ეს თეორია მიუსადაგა ლათინურ აქსიომას - „Omnis cellula e cellula,“ რაც ნიშნავს „ყოველი უჯრედი უჯრედისაგან„.
He summarized this concept with the Latin axiom "Omnis cellula e cellula," meaning "Every cell from a cell."
518573.
ბიოლოგია | თავი XII
სიცოცხლის უწყვეტობა (განგრძობადობა) დამყარებულია უჯრედის გამრავლების უნარზე ანუ უჯრედის გაყოფაზე.
The continuity of life is based on the reproduction of cells, or cell division.
518574.
ბიოლოგია | თავი XII
ცხოველური უჯრედის ქრომოსომების ფლუორესცენციური მიკროგრაფიის სერია სურათზე 12.1 (ქვედა მარცხენა კუთხიდან მარჯვენა კუთხისკენ) გვიჩვენებს როგორ წარმოიქმნება ერთი უჯრედიდან ორი.
The series of fluorescence micrographs in Figure 12.1 follows an animal cell's chromosomes, from lower left to lower right, as one cell divides into two.
518575.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გაყოფა რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედების პროცესში.
Cell division plays several important roles in the life of an organism.
518576.
ბიოლოგია | თავი XII
როდესაც ამებას მსგავსი ერთუჯრედიანი ორგანიზმი იყოფა და იძლევა ორმაგ შთამომავლობას, ამ გზით წარმოიქმნება დამოუკიდებელი ორგანიზმი.
When a unicellular organism, such as an amoeba, divides and forms duplicate offspring, the division of one cell reproduces an entire organism.
518577.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედების უფრო მასშტაბურმა გამრავლებამ შესაძლოა წარმოქმნას ზოგიერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის შთამომავლობა (მაგალითად, მცენარეებისა, რომლებიც კალმით მრავლდებიან).
Cell division on a larger scale can produce progeny from some multicellular organisms (such as plants that grow from cuttings).
518578.
ბიოლოგია | თავი XII
ორგანიზმები, რომლებიც მრავლდებიან სქესობრივი გზით, შესაძლებელია განვითარდნენ ერთადერთი უჯრედიდან – განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ანუ ზიგოტიდან უჯრედის გაყოფითაც.
Cell division also enables sexually reproducing organisms to develop from a single cell-the fertilized egg, or zygote.
518579.
ბიოლოგია | თავი XII
მას შემდეგ, რაც ორგანიზმი მიაღწევს ზრდასრულ მდგომარეობას, უჯრედი აგრძელებს ფუნქციონირებას ცხოველქმედების პროცესში ბუნებრივი გზით დაღუპული ან შემთხვევით დაზიანებული უჯრედების განახლებისა და აღდგენისათვის.
And after an organism is fully grown, cell division continues to function in renewal and repair, replacing cells that die from normal wear and tear or accidents.
518580.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, უჯრედების დაყოფის შედეგად, თქვენს ძვლის ტვინში განუწყვეტლივ წარმოიქმნება სისხლის ახალი უჯრედები.
For example, dividing cells in your bone marrow continuously make new blood cells.