მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518601.
ბიოლოგია | თავი XII
თანმხლები ცილის მოლეკულები ემსახურება ქრომოსომის სტრუქტურის შექმნასა და გენების აქტივობაზე კონტროლის განხორციელებას.
The associated proteins maintain the structure of the chromosome and help control the activity of the genes.
518602.
ბიოლოგია | თავი XII
ქრომოსომების განაწილება უჯრედის გაყოფის პროცესში.
Distribution of Chromosomes During Cell Division.
518603.
ბიოლოგია | თავი XII
როდესაც უჯრედი არ იყოფა ან მხოლოდ აორმაგებს დნმ-ს და ემზადება გაყოფისთვის, ყოველი ქრომოსომას აქვს გრძელი გაშლილი ქრომატინის ძაფების ფორმა.
When a cell is not dividing, and even as it duplicates its DNA in preparation for cell division, each chromosome is in the form of a long, thin chromatin fiber.
518604.
ბიოლოგია | თავი XII
მაგრამ დნმ-ის დუბლირების შემდეგ ქრომოსომები იკუმშება: ქრომატინის ყოველი ძაფი მჭიდროდ იხვევა და იკვრება. ქრომოსომები იმდენად მოკლდება და სქელდება, რომ შესაძლებელია მათი სინათლის მიკროსკოპით დანახვა.
After DNA duplication, however, the chromosomes condense: Each chromatin fiber becomes densely coiled and folded, making the chromosomes much shorter and so thick that we can see them with a light microscope.
518605.
ბიოლოგია | თავი XII
ყოველი გაორმაგებული ქრომოსომა შედგება ტყუპი ქრომატიდისაგან.
Each duplicated chromosome has two sister chromatids.
518606.
ბიოლოგია | თავი XII
ორივე ქრომატიდი, რომელთაგან თითოეული შეიცავს დნმ-ის იდენტურ მოლეკულას, მთელ სიგრძეზე მიწებებულია ცილის მოლეკულებთან.
The two chromatids, each containing an identical DNA molecule, are initially attached by adhesive proteins all along their lengths.
518607.
ბიოლოგია | თავი XII
გაორმაგებული ქრომოსომის შეკუმშული ფორმა შევიწროებულია განსაკუთრებულ ადგილას, რომელსაც ცენტრომერა ეწოდება. აქ ორი ქრომატიდი განსაკუთრებით მჭიდროდაა მიერთებული.
In its condensed form, the duplicated chromosome has a narrow "waist" at a specialized region called the centromere where the two chromatids are most closely attached.
518608.
ბიოლოგია | თავი XII
მოგვიანებით, უჯრედის გაყოფის პროცესში ყოველი გაორმაგებული ქრომოსომიდან გამოიყოფა ორი ტყუპი ქრომატიდი და გადაადგილდება ორ ახალ ბირთვში, უჯრედის საპირისპირო ბოლოებში.
Later in the cell division process, the two sister chromatids of each duplicated chromosome separate and move into two new nuclei, one at each end of the cell.
518609.
ბიოლოგია | თავი XII
უკვე გაყოფილი ტყუპი ქრომატიდი განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ქრომოსომა.
Once the sister chromatids separate, they are considered individual chromosomes.
518610.
ბიოლოგია | თავი XII
ამგვარად, თითოეული ახალი ბირთვი იღებს დედისეული უჯრედის პირველადი ქრომოსომების ნაკრების იდენტურ კომპლექტს.
Thus, each new nucleus receives a group of chromosomes identical to the original group in the parent cell.
518611.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გაყოფა - მიტოზი, ჩვეულებრივ, დაუყოვნებლივ მოსდევს ციტოკინეზს - ციტოპლაზმის გაყოფას.
Mitosis, the division of the nucleus, is usually followed immediately by cytokinesis, the division of the cytoplasm.
518612.
ბიოლოგია | თავი XII
ერთი უჯრედის ნაცვლად ჩნდება ორი, თითოეული _ დედისეული უჯრედის გენეტიკური ეკვივალენტი.
Where there was one cell, there are now two, each the genetic equivalent of the parent cell.
518613.
ბიოლოგია | თავი XII
როგორ შეიცვლება ქრომოსომების რაოდენობას, თუ მივყვებით ადამიანის სასიცოცხლო ციკლს თაობიდან თაობამდე?
What happens to chromosome number as we follow the human life cycle through the generations?
518614.
ბიოლოგია | თავი XII
თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ 46 ქრომოსომა - 23 ქრომოსომისაგან შემდგარი კომპლექტი თითოეული მშობლისგან.
You inherited 46 chromosomes, one set of 23 from each parent.
518615.
ბიოლოგია | თავი XII
ისინი გაერთიანდნენ ერთი უჯრედის ბირთვში, როდესაც მამის სპერმატოზოიდი შეერწყა დედის კვერცხუჯრედს და წარმოქმნა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ანუ ზიგოტა.
They were cell combined in the nucleus of a single cell when a sperm from your father united with an egg cell from your mother, forming a fertilized egg, or zygote.
518616.
ბიოლოგია | თავი XII
მიტოზისა და ციტოკინეზის მეშვეობით ახლა 200 ტრილიონი სომატური უჯრედი ქმნის თქვენს სხეულს და იგივე პროცესები აგრძელებს ახალი უჯრედების წარმოქმნას დაზიანებული ან დაღუპული უჯრედების შესაცვლელად.
Mitosis and cytokinesis produced the 200 trillion somatic cells that now make up your body, and the same processes continue to generate new cells to replace dead and damaged ones.
518617.
ბიოლოგია | თავი XII
მეიოზი აღინიშნება მხოლოდ თქვენს გონადებში (საკვერცხეებსა და სათესლე ჯირკვლებში).
Meiosis occurs half as many chromosomes as the parent only in your gonads (ovaries or testes).
518618.
ბიოლოგია | თავი XII
ადამიანების ყოველ თაობაში მეიოზი ყოფს ქრომოსომების რაოდენობას 46-დან (ქრომოსომების ორი ნაკრები) 23-ად (ერთი ნაკრები).
In each generation of humans, meiosis reduces the chromosome number from 46 (two sets of chromosomes) to 23 (one set).
518619.
ბიოლოგია | თავი XII
განაყოფიერება აერთებს ორ გამეტას და აღადგენს ქრომოსომების პირვანდელ რაოდენობას - 46-ს, მიტოზი კი ინარჩუნებს ამ რაოდენობას ახალი ინდივიდის ყოველი სომატური უჯრედის ბირთვში.
Fertilization fuses two gametes together and returns the chromosome number very somatic to 46, and mitosis conserves that number in every cell nucleus of the new individual.
518620.
ბიოლოგია | თავი XII
მე-13 თავში უფრო დაწვრილებით შევისწავლით მეიოზის როლს გამრავლებასა და მემკვიდრეობითობაში.
In Chapter 13, we will examine the role of meiosis in reproduction and inheritance in more detail.