მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518581.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გამრავლების პროცესი მისი სასიცოცხლო ციკლის განუყოფელი ნაწილია.
The cell division process is an integral part of the cell cycle.
518582.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება პერიოდით დედისეული უჯრედის გაყოფის შედეგად მისი წარმოქმნიდან ორ შვილეულ უჯრედად გაყოფამდე.
The life of a cell from the time it is first formed from a dividing parent cell until its own division into two cells.
518583.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გამრავლების ძირითადი ფუნქციაა იდენტური გენეტიკური მასალის გადაცემა უჯრედული შთამომავლობისათვის.
Passing identical genetic material to cellular offspring is a crucial function of cell division.
518584.
ბიოლოგია | თავი XII
ამ თავში თქვენ შეისწავლით, როგორ ნაწილდება იდენტური გენეტიკური მასალა შვილეულ უჯრედებში უჯრედის გაყოფისას.
In this chapter, you will learn how cell division distributes identical genetic material to daughter cells.
518585.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის ბიოლოგიის ეს ასპექტი აქტიური კვლევის საგანია.
This aspect of cell biology is an active area of research.
518586.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის დაყოფა გენეტიკურად იდენტურ შვილეულ უჯრედებად.
Cell division results in genetically identical daughter cells.
518587.
ბიოლოგია | თავი XII
ისეთი რთული ორგანიზაციის მქონე სისტემის წარმოქმნა, როგორიც უჯრედია, შეუძლებელია უბრალოდ შუაში გადაჭრით; უჯრედი არ არის საპნის ბუშტი, რომელიც იზრდება და შემდეგ მარტივად იყოფა ორად.
The reproduction of an ensemble as complex as a cell cannot occur by a mere pinching in half; a cell is not like a soap bubble that simply enlarges and splits in two.
518588.
ბიოლოგია | თავი XII
ყველაზე მნიშვნელოვანი, უჯრედის გაყოფისას არის სიზუსტე, რომლითაც გადაეცემა დნმ უჯრედის ერთი გენერაციიდან მეორეს.
What is most remarkable about cell division is the fidelity with which the DNA is passed along from one generation of cells to the next.
518589.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედი, რომელიც იყოფა, ქმნის თავისი დნმ-ის ასლს, ათავსებს ორ იდენტურ ასლს უჯრედის საპირისპირო ბოლოებში და მხოლოდ ამის შემდეგ იყოფა შვილეულ უჯრედებად.
A dividing cell duplicates its DNA, allocates the two copies to opposite ends of the cell, and only then splits into daughter cells.
518590.
ბიოლოგია | თავი XII
გენეტიკური მასალის უჯრედული ორგანიზაცია.
Cellular Organization of the Genetic Material.
518591.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედში არსებული დნმ არის გენეტიკური ინფორმაცია, რომელსაც გენომი ეწოდება.
A cell's endowment of DNA, its genetic information, is called its genome.
518592.
ბიოლოგია | თავი XII
მიუხედავად იმისა, რომ პროკარიოტული გენომი ხშირად დნმ-ის ერთი გრძელი მოლეკულაა, ევკარიოტული გენომი, ჩვეულებრივ, შედგება დნმ-ის მრავალი მოლეკულისაგან.
Although a prokaryotic genome is often a single long DNA molecule, eukaryotic genomes usually consist of a number of DNA molecules.
518593.
ბიოლოგია | თავი XII
ევკარიოტულ უჯრედში დნმ-ის მოლეკულათა საერთო სიგრძე ძალიან დიდია.
The overall length of DNA in a eukaryotic cell is enormous.
518594.
ბიოლოგია | თავი XII
ადამიანის ტიპური უჯრედის დნმ-ის სიგრძე დაახლოებით 2 მეტრია, რაც 250 000-ჯერ მეტია უჯრედის დიამეტრზე.
A typical human cell, for example, has about 2 m of DNA-a length about 250,000 times greater than the cell's diameter.
518595.
ბიოლოგია | თავი XII
და მაინც, სანამ უჯრედი გაიყოფა, უნდა შეიქმნას მთელი არსებული დნმ-ის ასლი; შემდეგ ორი დამოუკიდებელი ასლი გაიყოს ისე, რომ თითოეული სრული გენომით დაკომპლექტდეს.
Yet before the cell can divide, all of this DNA must be copied and then the two copies separated so that each daughter cell ends up with a complete genome.
518596.
ბიოლოგია | თავი XII
ყოველ ევკარიოტულ სახეობას თითოეული უჯრედის ბირთვში აქვს ქრომოსომების მისთვის დამახასიათებელი რაოდენობა.
Every eukaryotic species has a characteristic number of chromosomes in each cell nucleus.
518597.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, ადამიანის ყოველი სომატური უჯრედი (მთელი სხეულის უჯრედები, რეპროდუქციული უჯრედების გარდა) შეიცავს 46 ქრომოსომას - 23 ქრომოსომისაგან შემდგარ ორ კომპლექტს - მემკვიდრეობით მიღებულს თითოეული მშობლისგან.
For example, the nuclei of human somatic cells (all body cells except the reproductive cells) each contain 46 chromosomes made up of two sets of 23, one set inherited from each parent.
518598.
ბიოლოგია | თავი XII
რეპროდუქციულ უჯრედებს ანუ გამეტებს – სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს აქვს სომატური უჯრედების ქრომოსომების რაოდენობის ნახევარი ანუ ერთი კომპლექტი, ადამიანის შემთხვევაში - 23 ქრომოსომა.
Reproductive cells, or gametes-sperm cells and egg cells have half as many chromosomes as somatic cells, or one set of 23 chromosomes in humans.
518599.
ბიოლოგია | თავი XII
ევკარიოტული ქრომოსომა შედგება ქრომატინისაგან - დნმ-ის კომპლექტისა და მასთან დაკავშირებული ცილის მოლეკულებისაგან.
Eukaryotic chromosomes are made of chromatin, a complex of DNA and associated protein molecules.
518600.
ბიოლოგია | თავი XII
ყოველი ცალკეული ქრომოსომა შეიცავს დნმ-ის ერთ ძალიან გრძელ, სწორხაზოვან მოლეკულას, რომელიც რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე გენის - ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშნების განმსაზღვრელი ერთეულის - მატარებელია.
Each single chromosome contains one very long, linear DNA molecule that carries several hundred to a few thousand genes, the units that specify an organism's inherited traits.