მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518541.
ბიოლოგია | თავი XI
თანამედროვე კვლევა ვარაუდობს, რომ სიგნალის გადაცემის ეფექტურობა მრავალ შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილი იქნას საყრდენი ცილებით, დიდი გადამტანი ცილებით, რომელსაც ერთდროულად ბევრი სხვა გადამცემი ცილა ემაგრება.
Recent research suggests that the efficiency of signal transduction may in many cases be increased by the presence of scaffolding proteins, large relay proteins to which several other relay proteins are simultaneously attached.
518542.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად, თაგვის ტვინის უჯრედებიდან გამოყოფილი ერთი საყრდენი ცილა იკავებს სამ პროტეინკინაზას და ეს პროტეინკინაზები გადააქვს, როცა ის უკავშირდება სათანადო გააქტიურებულ მემბრანულ რეცეპტორს; ის ასე აადვილებს სპეციფიკური ფოსფორილირების კასკადის ფუნქციონირებას.
For example, one scaffolding protein isolated from mouse brain cells holds three protein kinases and carries these kinases with it when it binds to an appropriately activated membrane receptor; it thus facilitates a specific phosphorylation cascade.
518543.
ბიოლოგია | თავი XI
ფაქტობრივად, მკვლევრები ტვინის უჯრედებში ეძებენ საყრდენ ცილებს, რომლებიც პერმანენტულად ერთად იჭერენ სასიგნალო გზების ცილებს სინაფსებთან ახლოს.
In fact, researchers are finding scaffolding proteins in brain cells that permanently hold together networks of signaling-pathway proteins at synapses.
518544.
ბიოლოგია | თავი XI
ეს რთული ხლართები ზრდის უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემის სიჩქარესა და სიზუსტეს.
This hardwiring enhances the speed and accuracy of signal transfer between cells.
518545.
ბიოლოგია | თავი XI
როდესაც სასიგნალო გზები პირველად აღმოაჩინეს, ფიქრობდნენ, რომ ისინი სწორხაზოვანი და დამოუკიდებლები იყვნენ.
When signaling pathways were first discovered, they were thought to be linear, independent pathways.
518546.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედული კომუნიკაციების პროცესების ჩვენეული გაგება იმის რეალიზაციიდან საზრდოობს, რომ ნივთები ასე მარტივია.
Our understanding of the processes of cellular communication has benefited from the realization that things are not that simple.
518547.
ბიოლოგია | თავი XI
ფაქტობრივად, როგორც სურათ 11.15-ზეა გამოსახული, ზოგიერთი ცილა შესაძლოა მონაწილეობდეს ერთზე მეტ სასიგნალო გზაში სხვადასხვა ტიპის უჯრედებში ან იგივე უჯრედში სხვადასხვა დროს, ან სხვადასხვა პირობების არსებობისას.
In fact, as seen in Figure 11.15, some proteins may participate in more than one pathway, either in different cell types or in the same cell at different times or under different conditions.
518548.
ბიოლოგია | თავი XI
ეს მოსაზრება ხაზს უსვამს პერმანენტული, ან ხანმოკლე ცილოვანი კომპლექსების მნიშვნელობას უჯრედის ფუნქციონირებისთვის.
This view underscores the importance of permanent or transient protein complexes in the functioning of a cell.
518549.
ბიოლოგია | თავი XI
იმ გადამცემი ცილების მნიშვნელობა, რომლებიც სასიგნალო გზებში წარმოდგენილია როგორც განტოტვის ან ურთიერთდაკავშირების წერტილებში, პირველ ადგილზეა წამოწეული იმ პრობლემის გამო, რომელიც წარმოიშობა ამ ცილების დეფექტურობის ან არარსებობის შემთხვევებში.
The importance of the relay proteins that serve as points of branching or intersection in signaling pathways is highlighted by the problems arising when these proteins are defective or missing.
518550.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად, მემკვიდრული დაავადების ვისკოტ-ალდრიჩის (WAS) სინდრომის დროს, ერთი გადამცემი ცილის არარსებობა იწვევს ისეთ განსხვავებულ ეფექტს, როგორიცაა არანორმალური სისხლდენა, ეგზემა, ინფექციებისა და ლეიკემიისადმი მიდრეკილება.
For instance, in an inherited disorder called Wiskott-Aldrich syndrome (WAS), the absence of a single relay protein leads to such diverse effects as abnormal bleeding, eczema, and a predisposition to infections and leukemia.
518551.
ბიოლოგია | თავი XI
ფიქრობენ, რომ ეს სიმპტომები წარმოიშობა პირველ რიგში, იმუნური სისტემის უჯრედებში ცილის არარსებობით.
These symptoms are thought to arise primarily from the absence of the protein in cells of the immune system.
518552.
ბიოლოგია | თავი XI
ნორმალური უჯრედების შესწავლისას მეცნიერებმა ნახეს, რომ WAS ცილა ლოკალიზებულია უშუალოდ უჯრედის ზედაპირის ქვევით.
By studying normal cells, scientists found that the WAS protein is located just beneath the cell surface.
518553.
ბიოლოგია | თავი XI
ცილა ურთიერთმოქმედებს როგორც ციტოჩონჩხის მიკროფილამენტებთან, ასევე იმ სასიგნალო გზების მრავალ განსხვავებულ კომპონენტთან, რომლებსაც ინფორმაცია გადააქვთ უჯრედის ზედაპირიდან შიგნით, მათ შორის არის იმუნური უჯრედების პროლიფერაციის სასიგნალო გზებიც.
The protein interacts both with microfilaments of the cytoskeleton and with several different components of signaling pathways that relay information from the cell surface, including pathways regulating immune cell proliferation.
518554.
ბიოლოგია | თავი XI
ეს მრავალფუნქციური გადამცემი ცილა არის როგორც დატოტვის წერტილი, ასევე მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი, იმუნური უჯრედების ქცევის მაკონტროლებელ სასიგნალო გზების რთულ ქსელში.
This multifunctional relay protein is thus both a branch point and an important intersection point in a complex signal transduction network that controls immune cell behavior.
518555.
ბიოლოგია | თავი XI
როდესაც WAS ცილა არ არსებობს, ციტოჩონჩხი სათანადოდ არ არის ორგანიზებული და სასიგნალო გზები წყდება, რაც WAS სიმპტომებს იწვევს.
When the WAS protein is absent, the cytoskeleton is not properly organized and signaling pathways are disrupted, leading to the WAS symptoms.
518556.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის ტერმინაცია.
Termination of the Signal.
518557.
ბიოლოგია | თავი XI
თუკი სურათ 11.15-ს ასეთი მარტივი სახით შევინარჩუნებთ, ჩვენ ვერ მივუთითებთ ინაქტივაციის იმ მექანიზმზე, რომელიც სასიგნალო პროცესების არსებითი საკითხია.
To keep Figure 11.15 simple, we have not indicated the inactivation mechanisms that are an essential aspect of cell signaling.
518558.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის უჯრედისთვის, განგაშის შესანარჩუნებლად და შემოსულ სიგნალზე პასუხის გასაცემად, თითოეული მოლეკულური ცვლილება მის სასიგნალო გზაში მხოლოდ მცირე ხნით უნდა გრძელდებოდეს.
For a cell of a multicellular organism to remain alert and capable of responding to incoming signals, each molecular change in its signaling pathways must last only a short time.
518559.
ბიოლოგია | თავი XI
როგორც ქოლერის მაგალითში ვნახეთ, თუ სასიგნალო გზის კომპონენტი ნარჩუნდება ერთ მდგომარეობაში, ან აქტიურში ან არააქტიურში, ამას შეიძლება ორგანიზმისთვის საზარელი შედეგი მოჰყვეს.
As we saw in the cholera example, if a signaling pathway component becomes locked into one state, whether active or inactive, dire consequences for the organism can result.
518560.
ბიოლოგია | თავი XI
ასე რომ, რეგულაციისადმი უჯრედების უწყვეტი შეთვისების გასაღები არის სიგნალის წარმომშობი ცვლილებების შექცევადობა.
Thus, a key to a cell's continuing receptiveness to regulation is the reversibility of the changes that signals produce.