მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518621.
ბიოლოგია | თავი XII
ამ თავის ბოლოს კი ყურადღებას გავამახვილებთ მიტოზსა და უჯრედის სასიცოცხლო ციკლის დანარჩენ საკითხებზე.
In the remainder of this chapter, we focus on mitosis and the rest of the cell cycle.
518622.
ბიოლოგია | თავი XII
მიტოზისა და ინტერფაზის მონაცვლეობა უჯრედის სასიცოცხლო ციკლში.
The mitotic phase alternates with interphase in the cell cycle.
518623.
ბიოლოგია | თავი XII
1882 წელს გერმანელმა ანატომმა ვალტერ ფლემინგმა აღმოაჩინა საღებავები, რომლებიც საშუალებას აძლევდა პირველად პრაქტიკაში დაჰკვირვებოდა ქრომოსომების ქცევას მიტოზისა და ციტოკინეზის დროს.
In 1882, a German anatomist named Walther Flemming developed dyes that allowed him to observe, for the first time, the behavior of chromosomes during mitosis and cytokinesis.
518624.
ბიოლოგია | თავი XII
ფაქტობრივად, ფლემინგმა შემოიღო ტერმინები "მიტოზი" და "ქრომატინი".
In fact, Flemming coined the terms mitosis and chromatin.
518625.
ბიოლოგია | თავი XII
ფლემინგს მიაჩნდა, რომ ერთი გაყოფიდან მეორე გაყოფამდე შუალედში უჯრედის მხოლოდ იზრდებოდა ზომაში.
During the period between one cell division and the next, it appeared to Flemming that the cell was simply growing larger.
518626.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ფაზები.
Phases of the Cell Cycle.
518627.
ბიოლოგია | თავი XII
Mმიტოზი უჯრედის სასიცოცხლო ციკლის მხოლოდ ერთი ნაწილია.
Mitosis is just one part of the cell cycle.
518628.
ბიოლოგია | თავი XII
მიტოზის (M) ფაზა, რომელიც მოიცავს მიტოზსა და ციტოკინეზს, უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ყველაზე მოკლე ნაწილია.
In fact, the mitotic (M) phase, which includes both mitosis and cytokinesis, is usually the shortest part of the cell cycle.
518629.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გაყოფის მიტოზური ფაზა მონაცვლეობს ბევრად უფრო გრძელ პერიოდთან, რომელსაც ინტერფაზა ეწოდება და უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობის 90%-ს შეადგენს.
Mitotic cell division alternates with a much longer stage called interphase, which often accounts for about 90% of the cycle.
518630.
ბიოლოგია | თავი XII
სწორედ ინტერფაზის პერიოდში მიმდინარეობს ქრომოსომების ზრდა და გაორმაგება უჯრედის გაყოფისათვის მოსამზადებლად.
It is during interphase that the cell grows and copies its chromosomes in preparation for cell division.
518631.
ბიოლოგია | თავი XII
ინტერფაზა შეიძლება დავყოთ რამდენიმე ქვეფაზად: G1 ფაზა (პირველი ინტერვალი), S ფაზა, და G2 ფაზა (მეორე ინტერვალი).
Interphase can be divided into subphases: the G1 phase ("first gap"), the S phase ("synthesis"), and the G2 phase ("second gap").
518632.
ბიოლოგია | თავი XII
სამივე ქვეფაზის განმავლობაში უჯრედი იზრდება ზომაში, მიმდინარეობს ისეთი ცილებისა და ციტოპლაზმის ორგანელების სინთეზი, როგორიცაა მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე (რეტიკულუმი).
During all three subphases, the cell grows by producing proteins and cytoplasmic organelles such as mitochondria and endoplasmic reticulum.
518633.
ბიოლოგია | თავი XII
ქრომოსომების გაორმაგება ხდება მხოლოდ S ფაზის განმავლობაში.
However, chromosomes are duplicated only during the S phase.
518634.
ბიოლოგია | თავი XII
ამგვარად, უჯრედი მატულობს ზომაში (G1), აგრძელებს ზრდას, რამდენადაც აორმაგებს ქრომოსომებს (S), კვლავ იზრდება მანამდე ვიდრე ამთავრებს უჯრედის გაყოფისათვის მზადებას (G2) და იყოფა (M).
Thus, a cell grows (G1), continues to grow as it copies its chromosomes (S), grows more as it completes preparations for cell division (G2), and divides (M).
518635.
ბიოლოგია | თავი XII
შემდგომ ციკლს შვილეული უჯრედები იმეორებენ.
The daughter cells may then repeat the cycle.
518636.
ბიოლოგია | თავი XII
ადამიანის უჯრედების გაყოფის ერთი ციკლი 24 საათი მიმდინარეობს.
A typical human cell might undergo one division in 24 hours.
518637.
ბიოლოგია | თავი XII
აქედან M ფაზა 1 საათზე ნაკლებ ხანს, S ფაზა კი 10-12 საათი გრძელდება.
Of this time, the M phase would occupy less than 1 hour, while the S phase might occupy about 10-12 hours.
518638.
ბიოლოგია | თავი XII
დანარჩენი დრო განაწილებულია G1 და G2 ფაზებს შორის.
The rest of the time would be apportioned between the G1 and G2 phases.
518639.
ბიოლოგია | თავი XII
G1 ფაზის ხანგრძლივობა სხვადასხვა ტიპის უჯრედებში შესაძლოა მეტად განსხვავებული იყოს.
G1 is the most variable in length in different types of cells.
518640.
ბიოლოგია | თავი XII
გაყოფის პროცესში უჯრედის ცხოველქმედებაზე დაკვირვების შენელებული ფირები მიტოზს წარმოგვიდგენს, როგორც ცვლილებათა უწყვეტ ჯაჭვს.
Time-lapse films of living, dividing cells reveal the dynamics of mitosis as a continuum of changes.