მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518641.
ბიოლოგია | თავი XII
მაგრამ აღწერისთვის პირობითად მიტოზი იყოფა ხუთ სტადიად, ესენია: პროფაზა, პრომეტაფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა.
For purposes of description, however, mitosis is conventionally broken down into five stages: prophase, prometaphase, metaphase, anaphase, and telophase.
518642.
ბიოლოგია | თავი XII
ციტოკინეზი ერთვის ბოლო ქვეფაზებს და ასრულებს მიტოზს.
Overlapping with the latter stages of mitosis, cytokinesis completes the mitotic phase.
518643.
ბიოლოგია | თავი XII
შემდეგ გვერდებზე 12.6 სურათზე ასახულია ეს ფაზები ცხოველურ უჯრედში.
Figure 12.6, on the next two pages, describes these stages in an animal cell.
518644.
ბიოლოგია | თავი XII
შემდეგ ორ პარაგრაფზე გადასვლამდე, სადაც დაწვრილებით იქნება განხილული მიტოზი და ციტოკინეზი, დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეისწავლეთ აღნიშნული სურათი.
Be sure to study this figure thoroughly before progressing to the next two sections, which examine mitosis and cytokinesis more closely.
518645.
ბიოლოგია | თავი XII
მიტოზური თითისტარა: დაწვრილებითი განხილვა.
The Mitotic Spindle: A Closer Look.
518646.
ბიოლოგია | თავი XII
მიტოზის პროცესში მრავალი მოვლენა დამოკიდებულია მიტოზურ თითისტარაზე, რომელიც პროფაზის განმავლობაში იწყებს ციტოპლაზმაში ფორმირებას.
Many of the events of mitosis depend on the mitotic spindle, which begins to form in the cytoplasm during prophase.
518647.
ბიოლოგია | თავი XII
ეს სტრუქტურა მიკრომილაკებისა (მიკროტუბულებისა) და მათთან დაკავშირებული ცილების ბოჭკოებისაგან შედგება.
This structure consists of fibers made of microtubules and associated proteins.
518648.
ბიოლოგია | თავი XII
სანამ მიტოზური თითისტარა ყალიბდება, უჯრედის ჩონჩხის სხვა მიკრომილაკები ნაწილობრივ იშლება, სავარაუდოდ თითისტარას შესაქმნელ მასალად.
While the mitotic spindle assembles, the other microtubules of the cytoskeleton partially disassemble, probably providing the material used to construct the spindle.
518649.
ბიოლოგია | თავი XII
თითისტარას მიკრომილაკები იზრდება სიგრძეში ცილა ტუბულინის დამატებითი სუბერთეულების გაერთიანების შედეგად.
The spindle microtubules elongate by incorporating more subunits of the protein tubulin.
518650.
ბიოლოგია | თავი XII
ცხოველურ უჯრედში ცენტროსომის ცენტრში განლაგებულია წყვილი ცენტრიოლა, მაგრამ ისინი არ ასრულებენ მნიშვნელოვან როლს უჯრედის გაყოფაში.
In animal cells, a pair of centrioles is located at the center of the centrosome, but the centrioles are not essential for cell division.
518651.
ბიოლოგია | თავი XII
მცენარეული უჯრედების უმრავლესობის ცენტრომერებს არა აქვს ცენტრიოლები, ცხოველურ უჯრედში კი მიტოზის დროს თითისტარი ჩვეულებრივად წარმოიქმნება ცენტრიოლების ლაზერული სხივებით დაშლის შემდეგაც.
In fact, the centrosomes of most plants lack centrioles, and if the centrioles of an animal cell are destroyed with a laser microbeam, a spindle nevertheless forms during mitosis.
518652.
ბიოლოგია | თავი XII
ინტერფაზის განმავლობაში ზოგიერთი ცენტროსომა განიცდის რეპლიკაციას და წარმოიქმნება ორი ცენტროსომა, რომლებიც რჩებიან ერთად უჯრედის ბირთვთან ახლოს.
During interphase, the single centrosome replicates, forming two centrosomes, which remain together near the nucleus.
518653.
ბიოლოგია | თავი XII
შემდეგ, პროფაზისა და პრომეტაფაზის განმავლობაში, ცენტროსომები წყვილ-წყვილად შორდებიან ერთმანეთს, რამდენადაც მათგან თითისტარას მიკრომილაკები იზრდება.
The two centrosomes move apart from each other during prophase and prometaphase of mitosis, as spindle microtubules grow out from them.
518654.
ბიოლოგია | თავი XII
პრომეტაფაზის ბოლოს წყვილი ცენტროსომა აღმოჩნდება თითისტარას პოლუსებზე, უჯრედის ორ მოპირდაპირე მხარეს.
By the end of prometaphase, the two centrosomes, one at each pole of the spindle, are at opposite ends of the cell.
518655.
ბიოლოგია | თავი XII
ცენტროსომებისაგან გამომავალი მიკრომილაკების მოკლე, რადიალური სხივები ქმნის ვარსკვლავს.
An aster, a radial array of short microtubules, extends from each centrosome.
518656.
ბიოლოგია | თავი XII
თითისტარა შედგება ცენტროსომების, თითისტარის მიკრომილაკებისა და ვარსკვლავებისაგან.
The spindle includes the centrosomes, the spindle microtubules, and the asters.
518657.
ბიოლოგია | თავი XII
ქრომოსომის ყოველ ტყუპ ქრომატიდს აქვს კინეტოქორი, სტრუქტურა, რომელიც იქმნება ცენტრომერაში ცილისა და ქრომოსომური დნმ-ის სპეციფიკური სეგმენტის დაკავშირებით.
Each of the two sister chromatids of a chromosome has a kinetochore, a structure of proteins associated with specific sections of chromosomal DNA at the centromere.
518658.
ბიოლოგია | თავი XII
ქრომოსომებში ორი კინეტოქორი მიმართულია საპირისპირო მხარეს.
The chromosome's two kinetochores face in opposite directions.
518659.
ბიოლოგია | თავი XII
პრომეტაფაზაში თითისტარას ზოგიერთი მიკრომილაკი ემაგრება კინეტოქორს; მათ კინეტოქორის მიკრომილაკები ეწოდება.
During prometaphase, some of the spindle microtubules attach to the kinetochores; these are called kinetochore microtubules.
518660.
ბიოლოგია | თავი XII
კინეტოქორთან მიმაგრებული მიკრომილაკების რაოდენობა ცვალებადია სხვადასხვა სახეობისთვის - საფუვრის უჯრედების ერთი მიკრომილაკიდან, ზოგიერთი ძუძუმწოვრის 40 მიკრომილაკამდე.
The number of microtubules attached to a kinetochore varies among species, from one microtubule in yeast cells to 40 or so in some mammalian cells.