მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518701.
ბიოლოგია | თავი XII
12.10 სურათზე მოცემულია გაყოფის პროცესში მყოფი მცენარეული უჯრედის მიკროფოტოები.
Figure 12.10 is a series of micrographs of a dividing plant cell.
518702.
ბიოლოგია | თავი XII
სურათის შესწავლა დაგეხმარებათ მიტოზისა და ციტოკინეზის გამეორებაში.
Examining this figure will help you review mitosis and cytokinesis.
518703.
ბიოლოგია | თავი XII
ბინარული გაყოფა (ორად გაყოფა).
Binary Fission.
518704.
ბიოლოგია | თავი XII
პროკარიოტები (ბაქტერიები) მრავლდება უჯრედის გაყოფის ტიპით, რომელსაც ბინარული გაყოფა ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს შუაზე გაყოფას.
Prokaryotes (bacteria) reproduce by a type of cell division called binary fission, meaning literally "division in half."
518705.
ბიოლოგია | თავი XII
ბაქტერიათა გენების უმრავლესობა განლაგებულია ბაქტერიის ერთადერთ ქრომოსომაზე, რომელიც შედგება წრიული (ცირკულარული) დნმ-ის მოლეკულისა და მასთან დაკავშირებული ცილებისაგან.
Most bacterial genes are carried on a single bacterial chromosome that consists of a circular DNA molecule and associated proteins.
518706.
ბიოლოგია | თავი XII
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერია უფრო პატარა და მარტივია, ვიდრე ევკარიოტული უჯრედი, გენომის ორგანიზებული რეპლიკაციისა და შვილეულ უჯრედებში მისი თანაბრად განაწილების მნიშვნელობა ძალიან დიდია.
Although bacteria are smaller and simpler than eukaryotic cells, the problem of replicating their genomes in an orderly fashion and distributing the copies equally to two daughter cells is still formidable.
518707.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად ბაქტერია Escherichia coli-ის სრულად გაშლილი ქრომოსომა უჯრედის სიგრძეზე 500-ჯერ მეტია.
The chromosome of the bacterium Escherichia coli, for example, when it is fully stretched out, is about 500 times longer than the length of the cell.
518708.
ბიოლოგია | თავი XII
ცხადია, ასეთი გრძელი ქრომოსომა მჭიდროდ უნდა იყოს დახვეული და კომპაქტურად მოთავსებული უჯრედში და ეს ასეცაა.
Clearly, such a long chromosome must be highly coiled and folded within the cell and it is.
518709.
ბიოლოგია | თავი XII
Escherichia coli-ის უჯრედის გაყოფის პროცესი იწყება როდესაც ბაქტერიის დნმ-ი იწყებს რეპლიკაციას ქრომოსომის სპეციფიკურ ადგილზე - რეპლიკატორზე და წარმოქმნის ორ საწყის წერტილს.
In E. coli, the process of cell division begins when the DNA of the bacterial chromosome begins to replicate at a specific place on the chromosome called the origin of replication, producing two origins.
518710.
ბიოლოგია | თავი XII
რადგან ქრომოსომა აგრძელებს რეპლიკაციას, ერთ-ერთი მათგანი გადაადგილდება უჯრედის საპირისპირო მხარეს.
As the chromosome continues to replicate, one origin moves rapidly toward the opposite end of the cell.
518711.
ბიოლოგია | თავი XII
რეპლიკაციის დამთავრებისთვის ბაქტერიის უჯრედი საწყის ზომასთან შედარებით ორჯერ მატულობს, მისი პლაზმური მემბრანა ჩაიზრდება შიგნითკენ და დედისეულ უჯრედს ყოფს ორ შვილეულ უჯრედად.
When replication is complete and the bacterium has reached about twice its initial size, its plasma membrane grows inward, dividing the parent E. coli cell into two daughter cells.
518712.
ბიოლოგია | თავი XII
ყოველი მათგანი მემკვიდრეობით იღებს სრულ გენომს.
Each cell inherits a complete genome.
518713.
ბიოლოგია | თავი XII
თანამედროვე დნმ-ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით შესაძლებელი ხდება რეპლიკატორების მონიშვნა მოლეკულებით, რომლებიც ფლუორესცენციურ მიკროსკოპიაში მწვანე ნათებას იძლევა, მკვლევრებს საშუალება მისცა უშუალოდ დაჰკვირვებოდნენ ბაქტერიული ქრომოსომის მოძრაობას.
Using the techniques of modern DNA technology to tag the origins of replication with molecules that glow green in fluorescence microscopy, researchers have directly observed the movement of bacterial chromosomes.
518714.
ბიოლოგია | თავი XII
ეს მოძრაობა ჰგავს ევკარიოტული ქრომოსომების ცენტრომერების ნაწილების გადაადგილებას პოლუსებისკენ მიტოზის ანაფაზაში. მაგრამ ბაქტერიებს არა აქვს ხილული მიტოზური თითისტარა, არც მიკრომილაკები.
This movement is reminiscent of the poleward movements of the centromere regions of eukaryotic chromosomes during anaphase of mitosis, but bacteria don't have visible mitotic spindles or even microtubules.
518715.
ბიოლოგია | თავი XII
შესწავლილი ბაქტერიების სახეობების უმრავლესობაში ორი რეპლიკატორი გადაადგილებას ამთავრებს უჯრედის საპირისპირო ბოლოებთან ან სხვა სპეციფიკურ ადგილას და, შესაძლოა, ფიქსირდებოდეს ერთი ან რამდენიმე ცილის მიერ.
In most bacterial species studied, the two origins of replication end up at opposite ends of the cell or in some other very specific location, possibly anchored there by one or more proteins.
518716.
ბიოლოგია | თავი XII
როგორ გადაადგილდება ბაქტერიული ქრომოსომა და როგორ არის განსაზღვრული და ორგანიზებული მათი სპეციფიკური ლოკალიზაცია, თანდათან ნათელი ხდება, მაგრამ ბოლომდე გარკვეული არ არის.
How bacterial chromosomes move and how their specific location is established and maintained are becoming clearer but are still not fully understood.
518717.
ბიოლოგია | თავი XII
რამდენიმე ცილა იდენტიფიცირებულია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრობლემის გადაჭრაში.
Several proteins have been identified that play important roles.
518718.
ბიოლოგია | თავი XII
მიტოზის ევოლუცია.
The Evolution of Mitosis.
518719.
ბიოლოგია | თავი XII
როგორ ვითარდებოდა მიტოზი?
How did mitosis evolve?
518720.
ბიოლოგია | თავი XII
თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიარდობით წლის წინ პროკარიოტები უძღოდნენ ევკარიოტებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიტოზი საწყისს უჯრედის გამრავლების მარტივი ბაქტერიული მექანიზმიდან იღებს.
Given that prokaryotes preceded eukaryotes on Earth by billions of years, we might hypothesize that mitosis had its origins in simpler bacterial mechanisms of cell reproduction.