მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518681.
ბიოლოგია | თავი XII
რამდენადაც მიკრომილაკები უბიძგებენ ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით, პოლუსები ასევე გადაადგილდება ურთიერთსაპირისპიროდ და უჯრედი იზრდება სიგრძეში.
As the microtubules push apart from each other, their spindle poles are pushed apart, elongating the cell.
518682.
ბიოლოგია | თავი XII
ამავე დროს მიკრომილაკები გრძელდება მათ დაბოლოებაზე ტუბულინის სუბერთეულების დამატებით.
At the same time, the microtubules lengthen somewhat by the addition of tubulin subunits to their overlapping ends.
518683.
ბიოლოგია | თავი XII
შედეგად მიკრომილაკები კვლავ ნაწილობრივ გადაფარავენ ერთმანეთს.
As a result, the microtubules continue to overlap.
518684.
ბიოლოგია | თავი XII
ანაფაზის ბოლოს ქრომოსომების ორი ჯგუფი აღწევს დაგრძელებული დედისეული უჯრედის მოპირდაპირე ბოლოებს.
At the end of anaphase, duplicate groups of chromosomes have arrived at opposite ends of the elongated parent cell.
518685.
ბიოლოგია | თავი XII
ბირთვები ყალიბდება ტელოფაზაში.
Nuclei re-form during telophase.
518686.
ბიოლოგია | თავი XII
ციტოკინეზი იწყება მიტოზის ამ ბოლო სტადიებში და თითისტარა საბოლოოდ იშლება.
Cytokinesis generally begins during these later stages of mitosis, and the spindle eventually disassembles.
518687.
ბიოლოგია | თავი XII
ციტოკინეზი: დაწვრილებითი განხილვა.
Cytokinesis: A Closer Look.
518688.
ბიოლოგია | თავი XII
ცხოველურ უჯრედებში ციტოკინეზი არის პროცესი, რომელსაც გაყოფას უწოდებენ.
In animal cells, cytokinesis occurs by a process known as cleavage.
518689.
ბიოლოგია | თავი XII
გაყოფის პირველი ნიშანი არის გაყოფის ღარის - ვიწრო არხის გაჩენა უჯრედის ზედაპირზე უწინდელი მეტაფაზური ფირფიტის ახლოს.
The first sign of cleavage is the appearance of a cleavage furrow, a shallow groove in the cell surface near the old metaphase plate.
518690.
ბიოლოგია | თავი XII
არხის ციტოპლაზმურ ზედაპირზე განლაგებულია აქტინის მიკრობოჭკოების კონტრაქტული რკალი, რომელიც დაკავშირებულია ცილა მიოზინის მოლეკულებთან.
On the cytoplasmic side of the furrow is a contractile ring of actin microfilaments associated with molecules of the protein myosin.
518691.
ბიოლოგია | თავი XII
აქტინი და მიოზინი იგივე ცილებია, რომლებიც განაპირობებენ კუნთების შეკუმშვას, ისევე, როგორც უჯრედში განხორციელებულ სხვადასხვა სახის მოძრაობას.
Actin and myosin are the same proteins that are responsible for muscle contraction as well as many other kinds of cell movement.
518692.
ბიოლოგია | თავი XII
აქტინის მიკრობოჭკოები ურთიერთქმედებს მიოზინის მოლეკულებთან, რაც იწვევს რკალის შეკვრას.
The actin microfilaments interact with the myosin molecules, causing the ring to contract.
518693.
ბიოლოგია | თავი XII
გაყოფის პროცესში მყოფი უჯრედის მიკრობოჭკოების რგოლის შეკუმშვა ქისის შეკვრას ჰგავს.
The contraction of the dividing cell's ring of microfilaments is like the pulling of drawstrings.
518694.
ბიოლოგია | თავი XII
გაყოფის ღარი ღრმავდება, სანამ დედისეული უჯრედი იმდენად არ გადაიჭიმება, რომ გაიყოს ორ ნაწილად ორი დამოუკიდებელ უჯრედად - საკუთარი ბირთვით, თავისი წილი ციტოზოლითა და ორგანელებით.
The cleavage furrow deepens until the parent cell is pinched in two, producing two completely separated cells, each with its own nucleus and share of cytosol and organelles.
518695.
ბიოლოგია | თავი XII
მცენარეულ უჯრედებში, რომელთაც უჯრედის კედელი აქვს ციტოკინეზი, გამოხატულად განსხვავებულია.
Cytokinesis in plant cells, which have cell walls, is markedly different.
518696.
ბიოლოგია | თავი XII
აქ გაყოფის ღარი არ ვითარდება.
There is no cleavage furrow.
518697.
ბიოლოგია | თავი XII
სამაგიეროდ ტელოფაზაში გოლჯის აპარატში წარმოქმნილი ბუშტუკები უჯრედის ცენტრისაკენ მიკრომილაკების გასწვრივ გადაადგილდება, ერთიანდება და წარმოქმნის უჯრედის ფირფიტას.
Instead, during telophase, vesicles derived from the Golgi apparatus move along microtubules to the middle of the cell, where they coalesce, producing a cell plate.
518698.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის ფირფიტა იზრდება, მასზე ერთიანდება უჯრედის კედლის მასალა, რომლის გადატანა ხდება ბუშტუკებით.
Cell wall materials carried in the vesicles collect in the cell plate as it grows.
518699.
ბიოლოგია | თავი XII
იგი მატულობს მანამ, სანამ გარემომცველი მემბრანა არ შეერწყმება პლაზმურ მემბრანას უჯრედის მთელს პერიმეტრზე.
The cell plate enlarges until its surrounding membrane fuses with the plasma membrane along the perimeter of the cell.
518700.
ბიოლოგია | თავი XII
შედეგად მიიღება ორი დამოუკიდებელი შვილეული უჯრედი საკუთარი პლაზმური მემბრანით, რადგან ამასობაში უჯრედის ფირფიტის შემადგენელი ნაწილებისგან განვითარებული ახალი უჯრედის კედელი ჩამოყალიბებულია ორ შვილეულ უჯრედს შორის.
Two daughter cells result, each with its own plasma membrane. Meanwhile, a new cell wall arising from the contents of the cell plate has formed between the daughter cells.