მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518741.
ბიოლოგია | თავი XII
მაგრამ, მიუხედავად აშკარა ლოგიკურობისა, ჰიპოთეზა სინამდვილეში არ არის სწორი.
However, this apparently logical hypothesis is not in fact correct.
518742.
ბიოლოგია | თავი XII
მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მრავალფეროვანი ექსპერიმენტების შედეგად შემოთავაზებულ იქნა ალტერნატიული ჰიპოთეზა: უჯრედის სასიცოცხლო ციკლს მამოძრავებელია ციტოპლაზმაში არსებული სპეციფიკური მოლეკულური სიგნალები.
In the early 1970s, a variety of experiments suggested an alternative hypothesis: that the cell cycle is driven by specific molecular signals present in the cytoplasm.
518743.
ბიოლოგია | თავი XII
პირველი დამაჯერებელი ფაქტები ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ, მიღებულ იქნა ძუძუმწოვრების უჯრედთა კულტურაზე ექსპერიმენტების შედეგად.
Some of the first strong evidence for this hypothesis came from experiments with mammalian cells grown in culture.
518744.
ბიოლოგია | თავი XII
ამ ექსპერიმენტის დროს ხდებოდა უჯრედის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზაში მყოფი უჯრედების გაერთიანება ერთ ორბირთვიან უჯრედად.
In these experiments, two cells in different phases of the cell cycle were fused to form a single cell with two nuclei.
518745.
ბიოლოგია | თავი XII
მაშინ, როდესაც ერთი საწყისი უჯრედი იყო S, ხოლო მეორე - G1 ფაზაში, ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გადადიოდა S ფაზაში პირველი უჯრედის ციტოპლაზმაში არსებული ქიმიური აგენტებით სტიმულაციის შედეგად.
If one of the original cells was in the S phase and the other was in G1, the G1 nucleus immediately entered the S phase, as though stimulated by chemicals present in the cytoplasm of the first cell.
518746.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის სისტემა.
The Cell Cycle Control System.
518747.
ბიოლოგია | თავი XII
კონტროლის ეს სისტემა ავტომატური სარეცხი მანქანების მართვის მოწყობილობის მსგავსია.
The cell cycle control system has been compared to the control device of an automatic washing machine.
518748.
ბიოლოგია | თავი XII
როგორც სარეცხი მანქანის დროის რეგულირების მოწყობილობა, უჯრედის კონტროლის სისტემაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს საკუთარი საათის მექანიზმის საშუალებით.
Like the washer's timing device, the cell cycle control system proceeds on its own, driven by a built-in clock.
518749.
ბიოლოგია | თავი XII
ამასთანავე როგორც სარეცხი მანქანაა შიდა კონტროლისა (მაგალითად, სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ ავზის წყლით გავსებას), და გარე რეგულირების (მუშაობის დაწყების მექანიზმის აქტივაცია) ობიექტი, ასევე უჯრედის სასიცოცხლო ციკლიც განსაზღვრულ მომენტებში რეგულირდება როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი კონტროლის მექანიზმებით.
However, just as a washer's cycle is subject to both internal control (such as the sensor that detects when the tub is filled with water) and external adjustment (such as activation of the start mechanism), the cell cycle is regulated at certain checkpoints by both internal and external controls.
518750.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლში ასეთი საკონტროლო წერტილი არის განსაზღვრული საკონტროლო მომენტები, რომლის დროსაც პროცესის შეჩერებისა (stop) და გაგრძელების სიგნალებს შეუძლიათ ციკლის რეგულირება.
A checkpoint in the cell cycle is a critical control point where stop and go-ahead signals can regulate the cycle.
518751.
ბიოლოგია | თავი XII
ცხოველურ უჯრედებს, როგორც წესი, აქვთ მათთვის დამახასიათებელი შეწყვეტის სიგნალები, რომელიც ასრულებს უჯრედის სასიცოცხლო ციკლს საკონტროლო წერტილში მანამ, სანამ მას არ გააუქმებს გაგრძელების სიგნალი.
Animal cells generally have built-in stop signals that halt the cell cycle at checkpoints until overridden by go-ahead signals.
518752.
ბიოლოგია | თავი XII
საკონტროლო წერტილებში დაფიქსირებული მრავალი სიგნალი უჯრედში არსებული უჯრედული მეთვალყურეობის მექანიზმებიდან მოდის; სიგნალები იტყობინება, იყო თუ არა ძირითადი უჯრედული პროცესები ამ მომენტამდე სწორად დასრულებული და ამდენად დასაშვებია თუ არა უჯრედის სასიცოცხლო ციკლის გაგრძელება.
Many signals registered at checkpoints come from cellular surveillance mechanisms inside the cell; the signals report whether crucial cellular processes up to that point have been completed correctly and thus whether or not the cell cycle should proceed.
518753.
ბიოლოგია | თავი XII
კონტროლის წერტილი აფიქსირებს სიგნალებს აგრეთვე უჯრედის გარედანაც, მათ განვიხილავთ მოგვიანებით.
Checkpoints also register signals from outside the cell, as we will discuss later.
518754.
ბიოლოგია | თავი XII
მთავარი საკონტროლო წერტილები არის ნანახი G1, G2, და M ფაზებში.
Three major checkpoints are found in the G1, G2, and M phases.
518755.
ბიოლოგია | თავი XII
თუ უჯრედი იღებს გაგრძელების სიგნალს G1 წერტილში, ის ჩვეულებრივ ასრულებს S, G2, და M ფაზებს და იყოფა.
If a cell receives a go-ahead signal at the G1 checkpoint, it will usually complete the S, G2, and M phases and divide.
518756.
ბიოლოგია | თავი XII
ფაქტობრივად, ადამიანის ორგანიზმის უჯრედების უმრავლესობა G0 ფაზაში იმყოფება.
Most cells of the human body are actually in the Go phase.
518757.
ბიოლოგია | თავი XII
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდასრული, მომწიფებული ნერვული და კუნთოვანი უჯრედები აღარ იყოფა.
As mentioned earlier, fully formed, mature nerve cells and muscle cells never divide.
518758.
ბიოლოგია | თავი XII
სხვა, მაგალითად, ღვიძლის უჯრედები, შესაძლოა „დაბრუნდნენ“ G0 ფაზიდან უჯრედის სასიცოცხლო ციკლში განსაზღვრული გარეგანი მიზეზების გამო, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, დაზიანების შედეგად გამოთავისუფლებული ზრდის ფაქტორები.
Other cells, such as liver cells, can be "called back" from the G0 phase to the cell cycle by certain external cues, such as growth factors released during injury.
518759.
ბიოლოგია | თავი XII
რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს უჯრედის ციკლის საკონტროლო წერტილები, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა სახის მოლეკულები ქმნიან უჯრედის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის სისტემას (უჯრედის სასიცოცხლო ციკლის საათის მექანიზმის მსგავსი მოლეკულური საფუძველი) და როგორ ვითარდება (პროგრესირებს) უჯრედი ციკლის განმავლობაში.
To understand how cell cycle checkpoints work, we first need to see what kinds of molecules make up the cell cycle control system (the molecular basis for the cell cycle clock) and how a cell progresses forward through the cycle.
518760.
ბიოლოგია | თავი XII
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ საკონტროლო წერტილის შინაგან და გარეგან სიგნალებს, რომლებიც აჩერებენ ან ამუშავებენ საათის მექანიზმს.
Then we will consider the internal and external checkpoint signals that can make the clock pause or continue.