მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518721.
ბიოლოგია | თავი XII
ფაქტობრივად ბაქტერიულ ბინარულ გაყოფაში მონაწილე რამდენიმე ცილა ევკარიოტული პროტეინების მონათესავეა, რაც ამტკიცებს უჯრედის ბაქტერიული გაყოფისგან მიტოზის ჩამოყალიბების შესახებ დებულებას.
In fact, some of the proteins involved in bacterial binary fission are related to eukaryotic proteins, strengthening the case for the evolution of mitosis from bacterial cell division.
518722.
ბიოლოგია | თავი XII
საინტერესოა, ერთ-ერთი ბოლო შრომა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ბინარულ გაყოფაში მონაწილე ორი ცილა ევკარიოტული ცილების, ტუბულინისა და აქტინის მონათესავეა.
Intriguingly, recent work has shown that two of the proteins involved in binary fission are related to eukaryotic tubulin and actin proteins.
518723.
ბიოლოგია | თავი XII
როგორც ევკარიოტები განვითარდა თავისი უფრო დიდი გენომებისა და ბირთვის გარსების წარმოქმნით, ასევე ბინარული გაყოფის მემკვიდრული პროცესიც როგორღაც გადაიზარდა მიტოზში.
As eukaryotes evolved, along with their larger genomes and nuclear envelopes, the ancestral process of binary fission somehow gave rise to mitosis.
518724.
ბიოლოგია | თავი XII
12.12 სურათზე მიტოზის საფეხურებრივი განვითარების ჰიპოთეზა.
Figure 12.12 traces a hypothesis for the stepwise evolution of mitosis.
518725.
ბიოლოგია | თავი XII
შესაძლო შუალედური ეტაპები წარმოდგენილია თანამედროვე ერთუჯრედიან მიკროორგანიზმებში აღმოჩენილი ბირთვის გაყოფის ორი უჩვეულო ტიპით.
Possible intermediate stages are represented by two unusual types of nuclear division found in certain modern unicellular protists.
518726.
ბიოლოგია | თავი XII
ბირთვის გაყოფის ეს ორი მაგალითი, სავარაუდოა ის შემთხვევა, როცა მემკვიდრული მექანიზმები ევოლუციის პროცესში შედარებით უცვლელი დარჩა.
These two examples of nuclear division are thought to be cases where ancestral mechanisms have remained relatively unchanged over evolutionary time.
518727.
ბიოლოგია | თავი XII
ორივე შემთხვევაში ბირთვის გარსი ინტაქტური რჩება.
In both types, the nuclear envelope remains intact.
518728.
ბიოლოგია | თავი XII
დინოფლაგელატებში გაორმაგებული ქრომოსომები მიმაგრებულია ბირთვის გარსთან და შორდება ერთმანეთს, რამდენადაც ბირთვის სიგრძე იზრდება უჯრედის გაყოფის წინ.
In dinoflagellates, replicated chromosomes are attached to the nuclear envelope and separate as the nucleus elongates prior to cell division.
518729.
ბიოლოგია | თავი XII
დიატომეის (წყალმცენარის) ქრომოსომებს ერთმანეთს აშორებს თითისტარა უჯრედის ბირთვის ფარგლებში.
In diatoms, a spindle within the nucleus separates the chromosomes.
518730.
ბიოლოგია | თავი XII
ევკარიოტების უმრავლესობაში თითისტარა ყოფს ქრომოსომებს ბირთვის გარსის დაშლის შემდეგ.
In most eukaryotic cells, the nuclear envelope breaks down and a spindle separates the chromosomes.
518731.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლი რეგულირდება მოლეკულური კონტროლის სისტემის საშუალებით.
The cell cycle is regulated by a molecular control system.
518732.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედების გაყოფის დრო და ხარისხი მცენარისა თუ ცხოველის სხვადასხვა ნაწილში გადამწყვეტია ნორმალური ზრდის, განვითარებისა და ცხოველქმედებისათვის.
The timing and rate of cell division in different parts of a plant or animal are crucial to normal growth, development, and maintenance.
518733.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გაყოფის სიხშირე განსხვავებულია სხვადასხვა ტიპის უჯრედებისთვის.
The frequency of cell division varies with the type of cell.
518734.
ბიოლოგია | თავი XII
ზოგიერთი განსაკუთრებული უჯრედი, როგორიცაა მომწიფებული, სრულად განვითარებული ნერვული ან კუნთოვანი უჯრედი, საერთოდ არ იყოფა ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში.
Some of the most specialized cells, such as mature, fully formed nerve cells and muscle cells, do not divide at all in a mature human.
518735.
ბიოლოგია | თავი XII
ამგვარი განსხვავებები უჯრედთა სასიცოცხლო ციკლში მოლეკულურ დონეზე რეგულაციის შედეგია.
These cell cycle differences result from regulation at the molecular level.
518736.
ბიოლოგია | თავი XII
ამ რეგულაციის მექანიზმები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს არამარტო ნორმალური უჯრედების სასიცოცხლო ციკლის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ გავიგოთ, როგორ ახერხებს კიბოს უჯრედები გვერდი აუაროს კონტროლის არსებულ სისტემას.
The mechanisms of this regulation are of intense interest, not only for understanding the life cycles of normal cells but also for understanding how cancer cells manage to escape the usual controls.
518737.
ბიოლოგია | თავი XII
ციტოპლაზმური სიგნალების ჰიპოთეზის დამაჯერებლობა.
Evidence for Cytoplasmic Signals.
518738.
ბიოლოგია | თავი XII
რა ამოძრავებს უჯრედის ციკლს?
What drives the cell cycle?
518739.
ბიოლოგია | თავი XII
შესაძლო მისაღები ჰიპოთეზა ყოფილიყო ის, რომ ციკლში ერთი მოვლენა იწვევს მეორეს.
One reasonable hypothesis might be that each event in the cycle triggers the next.
518740.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, ამ ჰიპოთეზის თანახმად, ქრომოსომების გაორმაგება S ფაზაში შესაძლოა იწვევდეს უჯრედის გადიდებას G2 ფაზაში, რაც უშუალოდ უბიძგებს მიტოზის დაწყებას.
According to this hypothesis, for example, the replication of chromosomes in the S phase might cause cell growth during the G2 phase, which might in turn directly trigger the onset of mitosis.