მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518781.
ბიოლოგია | თავი XII
ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში მეცნიერებისთვის უცნობია ფაქტობრივად რა ფუნქციას ასრულებს ზოგიერთი ცდკ.
In many cases, though, scientists don't yet know what the various Cdks actually do.
518782.
ბიოლოგია | თავი XII
მიუხედავად ამისა, მათ მოახდინეს იმ სიგნალების გადაცემის გზის რამდენიმე ეტაპის იდენტიფიცირება, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან უჯრედის სასიცოცხლო ციკლის მექანიზმს.
However, they have identified some steps of the signaling pathways that convey information to the cell cycle machinery.
518783.
ბიოლოგია | თავი XII
შინაგანი სიგნალის გადაცემის მაგალითი გვხვდება M ფაზის საკონტროლო წერტილში.
An example of an internal signal occurs at the M phase checkpoint.
518784.
ბიოლოგია | თავი XII
ანაფაზა, ტყუპი ქრომატიდების დაცილების პროცესი, არ დაიწყება, სანამ მეტაფაზის ფირფიტაში ყველა ქრომოსომა არ იქნება მიმაგრებული თითისტარას.
Anaphase, the separation of sister chromatids, does not begin until all the chromosomes are properly attached to the spindle at the metaphase plate.
518785.
ბიოლოგია | თავი XII
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კინეტოქორები, რომლებიც არ არის ჯერ მიმაგრებული თითისტარას მიკრომილაკებს, აგზავნის მოლეკულურ სიგნალებს, რომლებიც აიძულებს ტყუპ ქრომატიდებს დარჩნენ ერთად და ახანგრძლივებს ანაფაზის დაწყებას.
Researchers have learned that kinetochores not yet attached to spindle microtubules send a molecular signal that causes the sister chromatids to remain together, delaying anaphase.
518786.
ბიოლოგია | თავი XII
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ქრომოსომის კინეტოქორი მიემაგრება თითისტარას, ტყუპი ქრომატიდები შორდება ერთმანეთს (მათი დამაკავშირებელი ცილის ინაქტივაციის გამო).
Only when the kinetochores of all the chromosomes are attached to the spindle will the sad sister chromatids separate (owing to inactivation of the proteins holding them together).
518787.
ბიოლოგია | თავი XII
ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ შვილეულმა უჯრედებმა საბოლოოდ არ მიიღონ ნაკლები ან ზედმეტი ქრომოსომა.
This mechanism ensures that daughter cells do not end up with missing or extra chromosomes.
518788.
ბიოლოგია | თავი XII
მკვებავ კულტურაში გაზრდილ ცხოველურ უჯრედებში მეცნიერებმა შეძლეს მოეხდინათ მრავალი როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელთაც შეუძლია გავლენა იქონიონ უჯრედის გაყოფის პროცესზე.
By growing animal cells in culture, researchers have been able to identify many external factors, both chemical and physical, that can influence cell division.
518789.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, უჯრედი კარგავს გაყოფის უნარს, თუ საკვები არედან მოცილებული იქნება მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება.
For example, cells fail to divide if an essential nutrient is left out of the culture medium.
518790.
ბიოლოგია | თავი XII
ეს ჰგავს ავტომატური სარეცხი მანქანის გაშვების მცდელობას წყლის გარეშე.
This is analogous to trying to run an automatic washing machine without the water supply hooked up.
518791.
ბიოლოგია | თავი XII
სხვა ყველა ხელსაყრელი პირობის არსებობის შემთხვევაშიც, ძუძუმწოვართა უმრავლესობის უჯრედები კულტურაში მრავლდება, თუ ნიადაგი შეიცავს განსაზღვრულ ზრდის ფაქტორებს.
And even if all other conditions are favorable, most types of mammalian cells divide in culture only if the growth medium includes specific growth factors.
518792.
ბიოლოგია | თავი XII
როგორც მე-11 თავშია აღნიშნული, ზრდის ფაქტორი არის გარკვეული უჯრედების მიერ გამომუშავებული ცილა, რომელიც ასტიმულირებს სხვა უჯრედების გაყოფას.
As mentioned in Chapter 11, a growth factor is a protein released by certain cells that stimulates other cells to divide.
518793.
ბიოლოგია | თავი XII
მიუხედავად იმისა, რომ ცნებას - ზრდის ფაქტორი, აქვს ისტორიული მიზეზები, ცილას, რომელიც ხელს უწყობს მიტოზის დაწყებას, მიტოგენად უფრო მოიხსენიებენ.
While called a growth factor for historical reasons, a protein that promotes mitosis is sometimes more narrowly called a mitogen.
518794.
ბიოლოგია | თავი XII
ერთ-ერთი ასეთი ზრდის ფაქტორი არის თრომბოციტული (სისხლის ფირფიტები) ზრდის ფაქტორი (თზფ), ის წარმოიქმნება სისხლის უჯრედებში, რომელთაც თრომბოციტები ან სისხლის ფირფიტები ეწოდება.
One such growth factor is platelet-derived growth factor (PDGF), which is made by blood cells called platelets.
518795.
ბიოლოგია | თავი XII
12-17 სურათზე ილუსტრირებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ თზფ-ს არსებობა საჭიროა უჯრედების კულტურაში ფიბრობლასტების გაყოფისთვის.
The experiment illustrated in Figure 12.17 demonstrates that PDGF is required for the division of fibroblasts in culture.
518796.
ბიოლოგია | თავი XII
ფიბრობლასტები შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებია, რომელთაც პლაზმურ მემბრანაზე თზფ-რეცეპტორები აქვს.
Fibroblasts, a type of connective tissue cell, have PDGF receptors on their plasma membranes.
518797.
ბიოლოგია | თავი XII
თზფ მოლეკულების მიმაგრება ამ რეცეპტორებზე (რომლებიც თიროზინკინაზა რეცეპტორებია) იწვევს სიგნალის ტრანსდუქციის მექანიზმის გაშვებას, შედეგად უჯრედი გადადის G1 საკონტროლო წერტილში და იწყებს გაყოფას.
The binding of PDGF molecules to these receptors (which are receptor tyrosine kinases;) triggers a signal transduction pathway that allows the cells to pass the G1 checkpoint and divide.
518798.
ბიოლოგია | თავი XII
თზფ ასტიმულირებს ფიბრობლასტის გაყოფას არამარტო კულტურაში, არამედ ცხოველის ორგანიზმშიც.
PDGF stimulates fibroblast division not only in the artificial conditions of cell culture, but in an animal's body as well.
518799.
ბიოლოგია | თავი XII
ქსოვილის დაზიანებისას ამ მიდამოში თრომბოციტებიდან გამოთავისუფლდება თზფ, ამის გამო ფიბრობლასტების პროლიფერაცია ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
When an injury occurs, platelets release PDGF in the vicinity. The resulting proliferation of fibroblasts helps heal the wound.
518800.
ბიოლოგია | თავი XII
მეცნიერების მიერ გამოკვლეულია სულ ცოტა 50 განსხვავებული ზრდის ფაქტორი, რომელიც იწვევს უჯრედის გაყოფის სტიმულირებას.
Researchers have discovered at least 50 different growth factors that can trigger cells to divide.