მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518801.
ბიოლოგია | თავი XII
სხვადასხვა უჯრედი რეაგირებს განსაზღვრულ სპეციფიკურ ზრდის ფაქტორზე ან ზრდის ფაქტორთა კომბინაციაზე.
Different cell types respond specifically to a certain growth factor or combination of growth factors.
518802.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის გაყოფის გარეგანი ფიზიკური ფაქტორის ეფექტი ნათლად ჩანს სიმკვრივე (სიმჭიდროვე)- დამოკიდებული დათრგუნვის ფენომენის მაგალითზე, როდესაც დიდი რაოდენობით დაგროვილი უჯრედები, წყვეტენ გამრავლებას.
The effect of an external physical factor on cell division is clearly seen in density-dependent inhibition, a phenomenon in which crowded cells stop dividing.
518803.
ბიოლოგია | თავი XII
მრავალი წლის წინათ პირველად იქნა ნანახი, რომ უჯრედები კულტურაში ნორმალურად მრავლდება, სანამ კულტურის კონტეინერის შიდა ზედაპირზე არ წარმოიქმნება უჯრედთა ერთი შრე. შემდეგ უჯრედები წყვეტენ გაყოფას.
As first observed many years ago, cultured cells normally divide until they form a single layer of cells on the inner surface of the culture container, at which point the cells stop dividing.
518804.
ბიოლოგია | თავი XII
თუ უჯრედთა ჯგუფი მოშორებითაა განლაგებული და გარშემორტყმულია თავისუფალი სივრცით, ისინი იწყებენ გამრავლებას და მრავლდებიან მანამ, სანამ არ შეავსებენ თავისუფალ არეს.
If some cells are removed, those bordering the open space begin dividing again and continue until the vacancy is filled.
518805.
ბიოლოგია | თავი XII
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მეზობელი უჯრედების ფიზიკური კონტაქტი სიგნალია გამრავლების შეწყვეტისათვის.
It was originally thought that a cell's physical contact with neighboring cells signaled it to stop dividing.
518806.
ბიოლოგია | თავი XII
ცხოველურ უჯრედთა უმრავლესობას ახასიათებს მიმაგრების დამოკიდებულება.
Most animal cells also exhibit anchorage dependence.
518807.
ბიოლოგია | თავი XII
გამრავლებისათვის საჭიროა მათი მიმაგრება სუბსტრატზე, როგორიცაა უჯრედული კულტურის შემცველი ფინჯანი, ან ქსოვილის არაუჯრედული მატრიცა.
To divide, they must be attached to a substratum, such as the inside of a culture jar or the extracellular matrix of a tissue.
518808.
ბიოლოგია | თავი XII
ექსპერიმენტები ამტკიცებს, რომ მიმაგრების შესახებ სიგნალი უჯრედის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის სისტემას გადაეცემა გამტარი გზებით პლაზმური მემბრანის ცილებისა და მასთან დაკავშირებული უჯრედის ჩონჩხის ელემენტების მონაწილეობით.
Experiments suggest that anchorage is signaled to the cell cycle control system via pathways involving plasma membrane proteins and elements of the cytoskeleton linked to them.
518809.
ბიოლოგია | თავი XII
სიმჭიდროვე-დამოკიდებული დათრგუნვა და მიმაგრების დამოკიდებულება ორგანიზმის ქსოვილებში მოქმედებს ისევე, როგორც კულტურაში აკონტროლებს უჯრედების ზრდის გარკვეულ ოპტიმალურ სიმკვრივესა და ადგილმდებარეობას.
Density-dependent inhibition and anchorage dependence appear to function in the body's tissues as well as in cell culture, checking the growth of cells at some optimal density and location.
518810.
ბიოლოგია | თავი XII
კიბოს უჯრედები, რომელთაც ამის შემდეგ განვიხილავთ, არ ავლენენ არც სიმკვრივე-დამოკიდებულ დათრგუნვას და არც მიმაგრების დამოკიდებულებას.
Cancer cells, which we discuss next, exhibit neither density-dependent inhibition nor anchorage dependence.
518811.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის მექანიზმების დაკარგვა კიბოს უჯრედებში.
Loss of Cell Cycle Controls in Cancer Cells.
518812.
ბიოლოგია | თავი XII
კიბოს უჯრედები, ჩვეულებრივ, არ პასუხობს ორგანიზმის კონტროლის მექანიზმებს.
Cancer cells do not respond normally to the body's control mechanisms.
518813.
ბიოლოგია | თავი XII
ისინი ჭარბად მრავლდება და იჭრება სხვა ქსოვილებში.
They divide excessively and invade other tissues.
518814.
ბიოლოგია | თავი XII
დაუბრკოლებელი ზრდის პირობებში შეიძლება ორგანიზმის სიკვდილი გამოიწვიოს.
If unchecked, they can kill the organism.
518815.
ბიოლოგია | თავი XII
კულტურაში უჯრედების ზრდის შესწავლისას მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბოს უჯრედები არ რეაგირებენ უჯრედის ციკლის მარეგულირებელ ნორმალურ სიგნალებზე.
By studying cells growing in culture, researchers have learned that cancer cells do not heed the normal signals that regulate the cell cycle.
518816.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, 12.18-ბ სურათი გვიჩვენებს, რომ კიბოს უჯრედი არ ავლენს სიმკვრივე-დამოკიდებული დათრგუნვის ფენომენს კულტურაში ზრდისას; უჯრედები არ წყვეტენ გამრავლებას მაშინაც კი როცა ზრდის ფაქტორები ამოწურულია.
For example, as Figure 12.18b shows, cancer cells do not exhibit density-dependent inhibition when growing in culture; they do not stop dividing when growth factors are depleted.
518817.
ბიოლოგია | თავი XII
ამ მოვლენის ასახსნელი ლოგიკური ჰიპოთეზა არის ის რომ კიბოს უჯრედები ზრდისა და გამრავლებისთვის არ საჭიროებენ საკვებ არეში ზრდის ფაქტორების არსებობას.
A logical hypothesis to explain this behavior is that cancer cells do not need growth factors in their culture medium in order to grow and divide.
518818.
ბიოლოგია | თავი XII
ისინი ან თავად წარმოქმნიან მათთვის საჭირო ზრდის ფაქტორებს, ან შესაძლოა, მათში აღინიშნება დარღვევა სიგნალების გადაცემის სისტემაში, რომელიც გადასცემს ზრდის ფაქტორის სიგნალს უჯრედის სასიცოცხლო ციკლის მართვის მექანიზმებს ამ ფაქტორის არარსებობის პირობებშიც.
They may make a required growth factor themselves, or they may have an abnormality in the signaling pathway that conveys the growth factor's signal to the cell cycle control system even in the absence of that factor.
518819.
ბიოლოგია | თავი XII
სხვა შესაძლო ვარიანტია დარღვევა უჯრედის სასიცოცხლო ციკლის მართვის სისტემაში.
Another possibility is an abnormal cell cycle control system.
518820.
ბიოლოგია | თავი XII
ფაქტობრივად, როგორც მე-19 თავში შეისწავლით, ყოველი მათგანი შეიძლება იყოს კიბოს განვითარების მიზეზი.
In fact, as you will learn in Chapter 19, these are all conditions that may lead to cancer.