მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518821.
ბიოლოგია | თავი XII
ნორმალურ და კიბოს უჯრედებს შორის არსებობს სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებაც, რომლებიც ასახავს უჯრედის სასიცოცხლო ციკლის დარღვევებს.
There are other important differences between normal cells and cancer cells that reflect derangements of the cell cycle.
518822.
ბიოლოგია | თავი XII
როდესაც სიმსივნური უჯრედები წყვეტენ გამრავლებას, ეს ხდება ციკლის შემთხვევით მომენტებში და არა ჩვეულებრივ ნორმალურ საკონტროლო წერილებში.
If and when they stop dividing, cancer cells do so at random points in the cycle, rather than at the normal checkpoints.
518823.
ბიოლოგია | თავი XII
უფრო მეტიც, კულტურაში საკვები ნივთიერებების უწყვეტი მიწოდების პირობებში კიბოს უჯრედებს შეუძლიათ გამრავლება უსასრულოდ, შეიძლება ითქვას, „უკვდავნი“ არიან.
Moreover, in culture, cancer cells can go on dividing indefinitely if they are given a continual supply of nutrients; they are said to be "immortal."
518824.
ბიოლოგია | თავი XII
განსაცვიფრებელი მაგალითია უჯრედთა თაობა, რომელიც მრავლდება კულტურაში 1951 წლიდან.
A striking example is a cell line that has been reproducing in culture since 1951.
518825.
ბიოლოგია | თავი XII
საპირისპიროდ ამისა, ძუძუმწოვართა ყველა ნორმალური, კულტურაში მზარდი უჯრედი იყოფა დაახლოებით 20-50-ჯერ, რის შემდეგაც წყვეტს გამრავლებას, ბერდება და კვდება.
By contrast, nearly all normal mammalian cells growing in culture divide only about 20 to 50 times before they stop dividing, age, and die.
518826.
ბიოლოგია | თავი XII
ჩვენ გავეცანით ამ ფენომენის შესაძლო მიზეზებს მე-16 თავში, როდესაც განვიხილავთ ქრომოსომების რეპლიკაციას.
We'll see a possible reason for this phenomenon when we discuss chromosome replication in Chapter 16.
518827.
ბიოლოგია | თავი XII
ორგანიზმში კიბოს უჯრედების პათოლოგიური ქცევა შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს.
The abnormal behavior of cancer cells can be catastrophic when it occurs in the body.
518828.
ბიოლოგია | თავი XII
პრობლემა იწყება, როდესაც ქსოვილის ერთი უჯრედი განიცდის ტრანსფორმაციას _ პროცესს, რომელიც ნორმალურ უჯრედს გარდაქმნის კიბოს უჯრედად.
The problem begins when a single cell in a tissue undergoes transformation, the process that converts a normal cell to a cancer cell.
518829.
ბიოლოგია | თავი XII
ჩვეულებრივ, ორგანიზმის იმუნური სისტემა, ტრანსფორმირებულ უჯრედს აფასებს, როგორც უცხო აგენტს და ანადგურებს მას.
The body's immune system normally recognizes a transformed cell as an insurgent and destroys it.
518830.
ბიოლოგია | თავი XII
თუ უჯრედი გადაურჩა განადგურებას, იგი სწრაფად მრავლდება და წარმოქმნის სიმსივნეს _ პათოლოგიური უჯრედების მასას ნორმალური ქსოვილის სიღრმეში.
However, if the cell evades destruction, it may proliferate and form a tumor, a mass of abnormal cells within otherwise normal tissue.
518831.
ბიოლოგია | თავი XII
თუ პათოლოგიური უჯრედები ინარჩუნებს თავიანთ პირველად ადგილმდებარეობას, სიმსივნეს უწოდებენ კეთილთვისებიანს.
If the abnormal cells remain at the original site, the lump is called a benign tumor.
518832.
ბიოლოგია | თავი XII
კეთილთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა არ ქმნის სერიოზულ პრობლემას და შესაძლებელია მთლიანად იქნეს მოცილებული ქირურგიული გზით.
Most benign tumors do not cause serious problems and can be completely removed by surgery.
518833.
ბიოლოგია | თავი XII
ამისგან განსხვავებით, ავთვისებიანი სიმსივნე არის საკმაოდ ინვაზიური იმისთვის, რომ გამოიწვიოს ერთი ან რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევა.
In contrast, a malignant tumor becomes invasive enough to impair the functions of one or more organs.
518834.
ბიოლოგია | თავი XII
თუ ინდივიდს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, ამბობენ, რომ მას აქვს კიბო.
An individual with a malignant tumor is said to have cancer.
518835.
ბიოლოგია | თავი XII
სიმსივნურ უჯრედებს შეუძლია აგრეთვე სასიგნალო მოლეკულების სეკრეცია, რომლებიც იწვევს სისხლძარღვების ზრდას სიმსივნის მიმართულებით.
Cancer cells may also secrete signal molecules that cause blood vessels to grow toward the tumor.
518836.
ბიოლოგია | თავი XII
რამდენიმე სიმსივნური უჯრედი შეიძლება მოწყდეს ძირითად სიმსივნეს, მოხვდეს სისხლძარღვში ან ლიმფურ სადინარში, აქედან კი - სხეულის სხვა ნაწილებში, სადაც მას შეუძლია გამრავლდეს და წარმოქმნას ახალი სიმსივნე.
A few tumor cells may separate from the original tumor, enter blood vessels and lymph vessels, and travel to other parts of the body. There, they may proliferate and form a new tumor.
518837.
ბიოლოგია | თავი XII
სიმსივნური უჯრედების საწყისი ლოკალიზაციიდან დაშორებულ ადგილებში ამგვარ გავრცელებას მეტასტაზებს უწოდებენ.
This spread of cancer cells to locations distant from their original site is called metastasis.
518838.
ბიოლოგია | თავი XII
ერთ ადგილას ლოკალიზებული სიმსივნის მკურნალობა შესაძლებელია მაღალენერგეტიკული რადიაციით, რომელიც აზიანებს კიბოს უჯრედების დნმ-ს მეტად, ვიდრე ნორმალური უჯრედებისას; საფიქრებელია, რომ კიბოს უჯრედებს დაკარგული აქვს ამგვარი დაზიანებისგან თავდაცვის უნარი.
A tumor that appears to be localized may be treated with high-energy radiation, which damages DNA in cancer cells much more than it does in normal cells, apparently because cancer cells have lost the ability to repair such damage.
518839.
ბიოლოგია | თავი XII
ცნობილი ან სავარაუდო მეტასტაზური სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ტოქსიკურია იმ უჯრედების მიმართ, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან. მათი შეყვანა ხდება სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით.
To treat known or suspected metastatic tumors, chemotherapy is used, in which drugs that are toxic to actively dividing cells are administered through the circulatory system.
518840.
ბიოლოგია | თავი XII
ქიმიოთერაპიული მედიკამენტები ერევა უჯრედის სასიცოცხლო ციკლის სპეციფიკურ ეტაპებში.
Chemotherapeutic drugs interfere with specific. steps in the cell cycle.