მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518761.
ბიოლოგია | თავი XII
უჯრედის სასიცოცხლო ციკლის საათის მექანიზმი: ციკლინიდა ციკინ-დამოკიდებული კინაზები.
The Cell Cycle Clock: Cyclins and Cyclin-Dependent Kinases.
518762.
ბიოლოგია | თავი XII
ეს მარეგულირებელი მოლეკულები არის ორი ძირითადი ტიპის ცილები: კინაზები და ციკლინები.
These regulatory molecules are proteins of two main types: kinases and cyclins.
518763.
ბიოლოგია | თავი XII
კინაზები არის ფერმენტები, რომლებიც ფოსფორილირების გზით ახდენს სხვა ცილების აქტივაციას ან ინაქტივაციას.
Protein kinases are enzymes that activate or inactivate other proteins by phosphorylating them.
518764.
ბიოლოგია | თავი XII
სპეციფიკური კინაზები ქმნის გაგრძელების სიგნალებს G1 და G2 საკონტროლო წერტილებში.
Particular protein kinases give the go-ahead signals at the G1 and G2 checkpoints.
518765.
ბიოლოგია | თავი XII
კინაზები, რომლებიც მართავს უჯრედის სასიცოცხლო ციკლს, უჯრედში სტაბილური კონცენტრაციით არის, მაგრამ უმეტესი დროის განმავლობაში არააქტიურ მდგომარეობაშია.
The kinases that drive the cell cycle are actually present at a constant concentration in the growing cell, but much of the time they are in an inactive form.
518766.
ბიოლოგია | თავი XII
გააქტიურებისთვის კინაზა უნდა დაუკავშირდეს ციკლინს - ცილას, რომელსაც ეს ახალი სახელი დაერქვა უჯრედში მისი კონცენტრაციის ციკლური ცვლილების გამო.
To be active, such a kinase must be attached to a cyclin, a protein that gets its name from its cyclically fluctuating concentration in the cell.
518767.
ბიოლოგია | თავი XII
12.16-ა სურათზე ნაჩვენებია ციკლინ-ცდკ კომპლექსის (რომელიც პირველად იქნა შესწავლილი და მმფ ეწოდა აქტივობის მერყეობა.
Figure 12.16a shows the fluctuating activity of the cyclin-Cdk complex that was discovered first, called MPF.
518768.
ბიოლოგია | თავი XII
მიაქციეთ ყურადღება, რომ მმფ-ს აქტივობის პიკები შეესაბამება ციკლინის კონცენტრაციის პიკებს.
Note that the peaks of MPF activity correspond to the peaks of cyclin concentration.
518769.
ბიოლოგია | თავი XII
ციკლინის კონცენტრაცია მატულობს S და G2 ფაზაში, შემდეგ მკვეთრად ეცემა მიტოზის განმავლობაში.
The cyclin level rises during the S and G2 phases, then falls abruptly during mitosis (M).
518770.
ბიოლოგია | თავი XII
აბრევიატურა მმფ - ნიშნავს მომწიფების მასტიმულირებელ ფაქტორს, მაგრამ შეგვიძლია მივიჩნიოთ M-ფაზის მასტიმულირებელი ფაქტორად, რადგან ის იწვევს უჯრედის გადასვლას M ფაზაში G2 ფაზის საკონტროლო მომენტის გამოტოვებით.
The initials MPF stand for "maturation-promoting factor," but we can think of MPF as "M-phase-promoting factor" because it triggers the cell's passage past the G2 checkpoint into M phase.
518771.
ბიოლოგია | თავი XII
როდესაც G2 ფაზაში დაგროვილი ციკლინი უკავშირდება ცდკ-ს, მიღებული მმფ კომპლექსი იწყებს მიტოზს, ახდენს სხვადასხვა ცილის ფოსფორილირებას.
When cyclins that accumulate during G2 associate with Cdk molecules, the resulting MPF complex initiates mitosis, phosphorylating a variety of proteins.
518772.
ბიოლოგია | თავი XII
მმფ-ს ახასიათებს ორგვარი მოქმედება _ პირდაპირი, უშუალოდ როგორც კინაზისა და არაპირდაპირი, სხვა კინაზების გააქტიურების გზით.
MPF acts both directly as a kinase and indirectly by activating other kinases.
518773.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, მმფ იწვევს ბირთვის მემბრანის სხვადასხვა ცილის ფოსფორილირებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ბირთვის გარსის ფრაგმენტაციას მიტოზის პრომეტაფაზაში.
For example, MPF causes phosphorylation of various proteins of the nuclear lamina, which promotes fragmentation of the nuclear envelope during prometaphase of mitosis.
518774.
ბიოლოგია | თავი XII
არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ მმფ მონაწილეობს მოლეკულურ პროცესებში, რომლებიც საჭიროა პროფაზაში ქრომოსომების კონდენსაციისა და თითისტარას ჩამოყალიბებისთვის.
There is also evidence that MPF contributes to molecular events required for chromosome condensation and spindle formation during prophase.
518775.
ბიოლოგია | თავი XII
ანაფაზაში მმფ იწყებს თავისი თავის ინაქტივაციას, რადგან ააქტიურებს პროცესს, რომელიც იწვევს საკუთარი ციკლინის დაშლას.
During anaphase, MPF helps switch itself off by initiating a process that leads to the destruction of its own cyclin.
518776.
ბიოლოგია | თავი XII
რა შეიძლება ითქვას G1 საკონტროლო წერტილის შესახებ?
What about the G1 checkpoint?
518777.
ბიოლოგია | თავი XII
ბოლო გამოკვლევებით დადგინდა, სულ მცირე, სამი ცდკ-სა და რამდენიმე სხვადასხვა ციკლინის მონაწილეობა ამ საკონტროლო პუნქტში.
Recent research suggests the involvement of at least three Cdk proteins and several different cyclins at this checkpoint.
518778.
ბიოლოგია | თავი XII
როგორც ჩანს, სხვადასხვა ციკლინ-ცდკ კომპლექსების ცვალებადი აქტივობა აკონტროლებს უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადიას.
The fluctuating activities of different cyclin-Cdk complexes seem to control all the stages of the cell cycle.
518779.
ბიოლოგია | თავი XII
შეჩერებისა და გაშვების ნიშნები: შინაგანი და გარეგანი სიგნალები საკონტროლო წერტილებში.
Stop and Go Signs: Internal and External Signals at the Checkpoints.
518780.
ბიოლოგია | თავი XII
მაგალითად, ცნობილია, რომ აქტიური ცდკ-ს ფუნქცია ზოგადად იმ სუბსტრატი ცილების ფოსფორილირებაა, რომლებიც ზემოქმედებენ უჯრედის სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრულ ეტაპებზე.
For example, they know that in general, active Cdks function by phosphorylating substrate proteins that affect particular steps in the cell cycle.