მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524001.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი და უსქესო გამრავლების შედარება.
Comparison of Asexual and Sexual Reproduction.
524002.
ბიოლოგია | თავი XIII
საკუთარი თავის ზუსტ ასლებს მხოლოდ ის ორგანიზმები ქმნიან, რომლებიც უსქესოდ მრავლდებიან.
Only organisms that reproduce asexually produce offspring that are exact copies of themselves.
524003.
ბიოლოგია | თავი XIII
უსქესო გამრავლებისას ინდივიდი ერთადერთი მშობელია, რომელიც საკუთარი გენების ყველა ასლს შთამომავალს გადასცემს.
In asexual reproduction, a single individual is the sole parent and passes copies of all its genes to its offspring.
524004.
ბიოლოგია | თავი XIII
მაგალითად, ერთუჯრედიან ევკარიოტულ ორგანიზმებს უსქესოდ გამრავლება უჯრედების მიტოზური დაყოფით შეუძლია, რომლის დროსაც მიმდინარეობს დნმ-ის კოპირება და ორ შვილეულ უჯრედს შორის თანაბარი განაწილება.
For example, single-celled eukaryotic organisms can reproduce asexually by mitotic cell division, in which DNA is copied and allocated equally to two daughter cells.
524005.
ბიოლოგია | თავი XIII
შთამომავალთა გენომები ფაქტობრივად მშობლის გენომის ზუსტი ასლებია.
The genomes of the offspring are virtually exact copies of the parent's genome.
524006.
ბიოლოგია | თავი XIII
ზოგიერთ მრავალუჯრედიან ორგანიზმს ასევე შეუძლია უსქესო გზით გამრავლება.
Some multicellular organisms are also capable of reproducing asexually.
524007.
ბიოლოგია | თავი XIII
მედუზას მონათესავე სახეობა - ჰიდრა, დაკვირტვით მრავლდება.
A hydra, which is related to the jellies (jellyfishes), can reproduce by budding.
524008.
ბიოლოგია | თავი XIII
მშობელი ჰიდრას კვირტის უჯრედები მიტოზის გზით წარმოიქმნა, ამიტომ შთამომავალი გენეტიკურად მშობლის იდენტურია.
Because the cells of a bud are derived by mitosis in the parent, the "chip off the old block" is usually genetically identical to its parent.
524009.
ბიოლოგია | თავი XIII
უსქესოდ გამრავლებული ინდივიდი დასაბამს აძლევს კლონს, გენეტიკურად იდენტური ინდივიდების ჯგუფს.
An individual that reproduces asexually gives rise to a clone, a group of genetically identical individuals.
524010.
ბიოლოგია | თავი XIII
უსქესო გამრავლების მქონე ორგანიზმებში ხანდახან გენეტიკური სხვაობაც არსებობს, რაც დნმ-ში მომხდარი ცვლილებების – მუტაციების შედეგია (ამას მე-17 თავში განვიხილავთ).
Genetic differences occasionally arise in asexually reproducing organisms as a result of changes in the DNA called mutations, which we will discuss in Chapter 17.
524011.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი გამრავლების დროს ორი მშობელი დასაბამს აძლევს შთამომავლობას, რომელსაც აქვს მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენების უნიკალური ნაკრები.
In sexual reproduction, two parents give rise to offspring that have unique combinations of genes inherited from the two parents.
524012.
ბიოლოგია | თავი XIII
კლონისგან განსხვავებით, სქესობრივი გამრავლების გზით მიღებული შთამომავალი თავისი დედმამიშვილებისა და მშობლებისგან გენეტიკურად განსხვავდება. ეს ოჯახურ მსგავსებებზე დამყარებული ერთი საერთო თემის მქონე ვარიაციაა, და არა ზუსტი ასლი.
In contrast to a clone, offspring of sexual reproduction vary genetically from their siblings and both parents: They are variations on a common theme of family resemblance, not exact replicas.
524013.
ბიოლოგია | თავი XIII
13.1 სურათზე ნაჩვენებია გენეტიკური ცვალებადობა, რომელიც სქესობრივი გამრავლების მნიშვნელობას ადასტურებს.
Genetic variation like that shown in Figure 13.1 is an important consequence of sexual reproduction.
524014.
ბიოლოგია | თავი XIII
რა მექანიზმები განაპირობებს გენეტიკურ ცვალებადობას?
What mechanisms generate this genetic variation?
524015.
ბიოლოგია | თავი XIII
საკვანძო როლი აქ მიუძღვის ქრომოსომების ქცევას სქესობრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
The key is the behavior of chromosomes during the sexual life cycle.
524016.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივ სასიცოცხლო ციკლში განაყოფიერება და მეიოზი მონაცვლეობს.
Fertilization and meiosis alternate in sexual life cycles.
524017.
ბიოლოგია | თავი XIII
სასიცოცხლო ციკლი ორგანიზმის რეპროდუქციულ ისტორიის მანძილზე, განაყოფიერებიდან საკუთარი შთამომავლობის წარმოქმნამდე, თაობიდან თაობამდე განმეორებადი სტადიების თანმიმდევრობაა.
A life cycle is the generation-to-generation sequence of stages in the reproductive history of an organism, from conception to production of its own offspring.
524018.
ბიოლოგია | თავი XIII
ამავე ჭრილში განვიხილავთ ადამიანს, რომლის მაგალითზე გავეცნობით ქრომოსომების ქცევას სქესობრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
In this section, we use humans as an example to track the behavior of chromosomes through sexual life cycles.
524019.
ბიოლოგია | თავი XIII
დავიწყებთ ადამიანის სომატურ უჯრედებსა და გამეტებში ქრომოსომების რიცხვის განხილვით; შემდეგ გავეცნობით ადამიანის სასიცოცხლო ციკლში და სქესობრივი ციკლების სხვა ტიპებში მიმდინარე ქრომოსომების ქცევას.
We begin by considering the chromosome count in human somatic cells and gametes; we will then explore how the behavior of chromosomes relates to the human life cycle and other types of sexual life cycles.
524020.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის უჯრედების ქრომოსომების ნაკრებები.
Sets of Chromosomes in Human Cells.