მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52381.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
იგი არის დედამიწის ჭიპი და მეორე სამოთხე.
It is the hub of the world and a second Paradise.
52382.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
გიწვევთ ის მიწა, ელოდება განთავისუფლებას და განუწყვეტლივ გემუდარებათ დახმარებისათვის.
The land invites you, awaiting to be freed and incessantly entreating you to help it.
52383.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
„ღმერთს ასე სურს“ – ამ დევიზით ასაბუთებდნენ ჯვაროსნები თავიანთი ლაშქრობის მიზანს.
"God wills it", under this motto did the crusades argue the objective of their campaign.
52384.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
გასათვალისწინებელია, რომ თურქ-სელჩუკებისა და პაჭანიკებისაგან შეწუხებულმა ალექსი კომნენოსმა სთხოვა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს, გადაერჩინათ ბიზანტიის იმპერია.
It should be borne in mind that Alexius Comnenus, beleaguered by the Seljuks and Pechenegs, asked the leaders of West European states to rescue the Byzantine empire.
52385.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
1094 წელს მან რომის პაპსაც მიმართა დახმარებისათვის.
In 1094 he addressed the pope for aid.
52386.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
1096 წელს ჯვაროსანთა დიდი ტალღა დაიძრა იერუსალიმისაკენ.
In 1096 a large wave of crusaders left for Jerusalem.
52387.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
მათი (ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მაინც) მიზანი იყო აღმოსავლეთში დამოუკიდებელი სამთავროების შექმნა, ბიზანტიის დაპყრობა და ბოლოს ბიზანტიასა და მუსლიმურ ქვეყნებთან ვაჭრობაში უპირატესობის მოპოვება.
The goal of at least a large part of them was to set up independent principalities in the East, the conquest of Byzantium, and finally, gaining superiority in trade with Byzantium and Muslim countries.
52388.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
თითქმის მთელი ევროპის ღარიბ-ღატაკთა მასები დედაწულიანად დაიძრნენ ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად.
The poverty-stricken masses of almost the entire Europe moved with their families to liberate the Holy Sepulcher.
52389.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
პილიგრიმთა მასის განსაკუთრებული სიმრავლე (ასი ათას კაცამდე) არ იქნა გათვალისწინებული.
The especially large number of the pilgrims (up to one hundred thousand) had been overlooked.
52390.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
უწესრიგობა და უდისციპლინობა, შიმშილი (ჯვაროსნები მოწყალებას გზაზე ითხოვდნენ), ამასთან, უნგრელებისა და ბულგარელების (ამ სახელმწიფოების გავლით მიემართებოდნენ) არასტუმართმოყვარული დახვედრა (ფაქტობრივად გზაზე პილიგრიმთა დიდი ნაწილი განადგურდა) იყო მიზეზი ამ პირველი ტალღის წარუმატებლობისა.
Lack of order and discipline, hunger (the crusaders begged for alms on their way), the inhospitable encounter on the part of Hungarians and Bulgarians (their route lay through these countries, and a large part of the pilgrims were actually annihilated) was the cause of the failure of the first wave.
52391.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსანთა გამოჩენა ბიზანტიელებისათვის იყო უბედურების მიზეზი.
The advent of the crusaders was the cause of disaster for the Byzantines.
52392.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ალექსი I კომნენოსმა ჯვაროსნების თხოვნა შეასრულა და ისინი გაატარა ბოსფორის სანაპიროზე.
Alexius I Comnenus granted the request of the crusaders and allowed them to move along the shores of the Bosphorus.
52393.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
აქ ჯვაროსნების მცდელობა, გადასულიყვნენ მცირე აზიაში, მარცხით დამთავრდა. დანაკარგი დიდი იყო.
Here the attempt of the crusaders to cross into Turkey failed, with considerable losses.
52394.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ცოცხლად გადარჩენილები სამშობლოში გაბრუნდნენ.
Those who survived returned home.
52395.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
1097 წლისათვის ჯვაროსანთა რაზმებმა კონსტანტინოპოლამდე მიაღწიეს.
In 1097 bands of the crusaders reached Constantinople.
52396.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ალექსი I კომნენოსი სიფრთხილით მოიქცა და მათთვის გაერთიანებისა და ბიზანტიის წინააღმდეგ გამოსვლის საშუალება რომ მოესპო, მოლაშქრეები იმპერიაში დაქსაქსა.
Alexius I Comnenus took caution and dispersed them in the Empire, so that they might not unite and attack Byzantium.
52397.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
იმპერატორმა აიძულა ევროპელი რაინდები ერთგულების ფიცი დაედოთ და თურქ-სელჩუკებისაგან დაპყრობილი მიწები დაებრუნებინათ.
He obliged the European knights to swear an oath of loyalty and to regain the lands seized by the Seljuks.
52398.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
თანაც ალექსი I კომნენოსი უნდა ეცნოთ სიუზერენად, თავად კი ვასალობას დასჯერებოდნენ.
In addition, they were to recognize Alexius I as suzerain, themselves being content with vassalage.
52399.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
1097 წლის ივნისში ბიზანტიელებმა ნიკეა დაიბრუნეს.
In June 1097 the Byzantines retrieved Nicaea.
52400.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
შემდეგ ჯვაროსნებმა ანატოლია გადაკვეთეს, მშიერ-მწყურვალები კილიკიამდე მივიდნენ.
The crusaders crossed Anatolia and, hungry and thirsty, reached Cilicia.