მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52441.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსნულ მოძრაობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქალაქებმა (განსაკუთრებით იტალიის ქალაქებმა: გენუამ, პიზამ, ვენეციამ და სხვ.), რომელთათვისაც თურქ-სელჩუკების დაპყრობები მომაკვდინებელი იყო – შეწყდა ვაჭრობა აღმოსავლეთთან.
A significant role in the crusade movement was played by cities (especially Italian ones: Genoa, Pisa, Venice, etc.), for the conquests of the Seljuks were tantamount to death - trade with the East, came to a standstill.
52442.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ამიტომ ისინი ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს აღმოსავლეთში ექსპედიციის მოწყობას.
Therefore, they gave all-out support to arranging an expedition to the East.
52443.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან.
Georgia’s attitude to the Crusades.
52444.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
როგორი იყო XI საუკუნის მიწურულს საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესები ევროპელთა წამოწყებას, გაეთავისუფლებინათ ქრისტეს საფლავი?
What was the attitude of the Georgian state of the end of the 11<sup>th</sup> century to the crusades like? To what extent did Georgian interests correspond to the European undertaking to liberate the Holy Sepulcher?
52445.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
დავით აღმაშენებლისათვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ჯვაროსანთა ომების რეალური მიზნები.
The real objectives of the crusades must have been well known to David the Builder.
52446.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ამასთან, სამეფო კარისათვის არსებითი საკითხი იყო ურთიერთობის გარკვევა ბიზანტიის იმპერიასთან, რომლის გავლენის ქვეშაც საქართველო იმყოფებოდა.
At the same time it was essential for the royal court to clarify the relations with the Byzantine Empire, under whose influence Georgia was.
52447.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ერთი რამ ცხადია: დავით აღმაშენებლის ხელისუფლება ინტენსიურად აკვირდებოდა საერთაშორისო ვითარებას, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ჯვაროსანთა მარშრუტები, მათი ბრძოლების შედეგები.
One thing is clear: the administration of David the Builder kept a close watch on the international situation: the routes of the crusaders, must have been known to him as well as the outcomes of their battles.
52448.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
უფრო მეტიც, საქართველოს მეფემ გარკვეულ კონკრეტულ ვითარებაში ქვეყნის პოლიტიკა შექმნილ საერთაშორისო კონიუნქტურაზე გათვალა.
Furthermore, the King of Georgia timed the country's policy to the current state of international affairs.
52449.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ნიშანდობლივია, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ საქართველოს სამეფოს წარმატებებს ქართლის მოშენებას და ხარკის შეწყვეტას, უშუალოდ აკავშირებს ჯვაროსანთა მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებასთან.
It is noteworthy that David's historian directly links the successes of the Georgian kingdom against the Seljuks, the upbuilding of Kartli and discontinuing the payment of tribute to them to the capture of Antioch and Jerusalem by the crusaders.
52450.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
„ამას ჟამსა გამოვიდნენ ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი, და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“.
"The Franks came over at that time and took Jerusalem and Antioch, and with God's help the land of Kartli was restored, while David gained in power and enlarged his fighting forces. He paid no further Kharaj to the sultan and the Turks were no longer able to winter in Kartli''.
52451.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
„ფრანგნი“ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსისათვის ჯვაროსნები არიან.
To David's historian the "Franks" were the crusaders.
52452.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ასე უწოდებდნენ მათ იმ დროს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მახლობელ აღმოსავლეთშიც.
This was their appellation not only in Georgia but in the entire Near East as well.
52453.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ჯვაროსანთა გამოჩენა თავისთავად მსოფლიო მასშტაბის მოვლენა იყო.
The advent of the crusaders was per se a development of world scale.
52454.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
მათი ყოველი ნაბიჯი „ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად“ თანამედროვეთა ყურადღების ცენტრში იყო.
Their each step towards ''liberating Christ's Sepulcher" was at the centre of contemporary attention.
52455.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ზურაბ ავალიშვილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ საქართველო ჯვაროსანთაგან არ საჭიროებდა და არც მოელოდა დახმარებას და არც მათთან კავშირზე ფიქრობდა.
In Zurab Avalishvili's view, Georgia did not need aid from the crusaders, nor did she expect such aid, or contemplate an alliance with them.
52456.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
მეცნიერის აზრით, საქართველო ნაწილი იყო იმ აღმოსავლეთისა, რომლის დაპყრობასაც ჯვაროსნები ლამობდნენ.
In the scholar's opinion, Georgia was part of the East whose conquest the crusaders intended.
52457.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ეს იქნებ მართლაც ასე იყო და ჯვაროსანთა მიზანს საქართველოს დახმარება არ შეადგენდა, მაგრამ ჯვაროსანთა ლაშქრობებმა რომ თურქ-სელჩუკთა ძლიერება გატეხა, ეს აშკარაა.
This may have been the case, and the crusaders did not aim to help Georgia, but it is clear that the expeditions of the crusaders broke the power of the Seljuks.
52458.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ფაქტია, რომ ამან დავით აღმაშენებლის პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი.
This, for its part facilitated the implementation of David the Builder's policy.
52459.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
საქართველოს მეფის წარმატებული ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ჯვაროსნებისთვის ხელსაყრელი იყო.
The successful struggle of the Georgian king with the Seljuks played into the hands of the crusaders.
52460.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | საქართველოს დამოკიდებულება ჯვაროსნულ ომებთან
ამიტომაც ჯვაროსნების მიერ ახლად დაარსებული სამთავროები საქართველოს თავიანთ მეგობრად თვლიდნენ.
Hence the principalities set up by the crusaders considered Georgia their friend.