მოიძებნა 669200 ჩანაწერი
523981.
ბიოლოგია | თავი XIII
სწორედ მშობლებთან არსებული გენეტიკური კავშირი განაპირობებს ოჯახურ მსგავსებას, მაგალითად თვალის ფერსა ან ჭორფლის არსებობას.
This genetic link to our parents accounts for family resemblances such as shared eye color or freckles.
523982.
ბიოლოგია | თავი XIII
ჩვენი გენები სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს აპროგრამებს, რომლებიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან განვითარების დასაწყისიდან, ზრდასრულ ასაკამდე ვლინდება.
Our genes program the specific traits that emerge as we develop from fertilized eggs into adults.
523983.
ბიოლოგია | თავი XIII
გენები დნმ-ის სეგმენტებია.
Genes are segments of DNA.
523984.
ბიოლოგია | თავი XIII
1 და 5 თავებში წაიკითხეთ, რომ დნმ ნუკლეოტიდებად წოდებული ოთხი სხვადასხვა მონომერის პოლიმერია.
You learned in Chapters 1 and 5 that DNA is a polymer of four different kinds of monomers called nucleotides.
523985.
ბიოლოგია | თავი XIII
მემკვიდრეობითი ინფორმაცია თითქმის ისევე გადადის თითოეული გენისთვის სპეციფიკური ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის საშუალებით, როგორც ნაბეჭდი ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული მნიშვნელობის მქონე ასოების თანმიმდევრობიდან ვიღებთ.
Inherited information is passed on in the form of each gene's specific sequence of nucleotides, much as printed information is communicated in the form of meaningful sequences of letters.
523986.
ბიოლოგია | თავი XIII
ენა სიმბოლურია.
Language is symbolic.
523987.
ბიოლოგია | თავი XIII
ტვინი სიტყვებს გონებრივ გამოსახულებებად და აზრებად თარგმნის; მაგალითად, საგანი, რომელსაც სიტყვა „ვაშლი“-ს კითხვისას წარმოიდგენთ, ამ სიტყვის მოხაზულობას არაფრით არ ჰგავს.
The brain translates words and sentences into mental images and ideas; for example, the object you imagine when you read "apple" looks nothing like the word itself.
523988.
ბიოლოგია | თავი XIII
ანალოგიურად, უჯრედები გენეტიკურ „წინადადებებს“ ჭორფლებად და სხვა ნიშან-თვისებებად თარგმნიან, რომლებიც თვით გენებს საერთოდ არ ჰგვანან.
Analogously, cells translate genetic "sentences" into freckles and other features that bear no resemblance to genes.
523989.
ბიოლოგია | თავი XIII
გენების უმრავლესობა უჯრედებში სპეციფიკური ფერმენტებისა და სხვა ცილების სინთეზს აპროგრამებს, რომელთა ერთობლივი მოქმედება ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით ნიშან-თვისებებს.
Most genes program cells to synthesize specific enzymes and other proteins whose cumulative action produces an organism's inherited traits.
523990.
ბიოლოგია | თავი XIII
დნმ-ის სახით ნიშან-თვისებების დაპროგრამება ბიოლოგიის დარგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.
The programming of these traits in the form of DNA is one of the unifying themes of biology.
523991.
ბიოლოგია | თავი XIII
მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების გადაცემის მოლეკულური საფუძველია დნმ-ს დუპლიკაცია ანუ გენების ასლების შექმნა, რომლებიც მშობლიდან შვილს გადაეცემა.
The transmission of hereditary traits has its molecular basis in the precise replication of DNA, which produces copies of genes that can be passed along from parents to offspring.
523992.
ბიოლოგია | თავი XIII
ცხოველებისა და მცენარეების სასქესო უჯრედებს, რომლებიც ერთი თაობიდან მეორეზე გენების გადამტანების ანუ ტრანსპორტის როლს ასრულებენ, გამეტები ეწოდება.
In animals and plants, reproductive cells called gametes are the vehicles that transmit genes from one generation to the next.
523993.
ბიოლოგია | თავი XIII
მდედრობითი და მამრობითი გამეტები (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი) განაყოფიერებისას ერთმანეთს ერწყმის და ორივე მშობლის გენებს მემკვიდრეს გადასცემს.
During fertilization, male and female gametes (sperm and eggs) unite, thereby passing on the genes of both parents to their offspring.
523994.
ბიოლოგია | თავი XIII
მიტოქონდრიებსა და ქლოროპლასტებში დნმ-ის მცირე რაოდენობაა, ევკარიოტული უჯრედის დნმ ძირითადი ნაწილი უჯრედის ბირთვში არსებულ ქრომოსომებშია განაწილებული.
Except for tiny amounts of DNA in mitochondria and chloroplasts, the DNA of a eukaryotic cell is subdivided into chromosomes within the nucleus.
523995.
ბიოლოგია | თავი XIII
ყველა ცოცხალ სახეობას ქრომოსომების დამახასიათებელი რაოდენობა აქვს.
Every living species has a characteristic number of chromosomes.
523996.
ბიოლოგია | თავი XIII
მაგალითად, ადამიანს თითქმის ყველა უჯრედში 46 ქრომოსომა აქვს.
For example, humans have 46 chromosomes in almost all of their cells.
523997.
ბიოლოგია | თავი XIII
თითოეული ქრომოსომა ერთი გრძელი დნმ-ის მოლეკულისგან შედგება, რომელიც ასოცირებულია სხვადასხვა ცილებთან და გულმოდგინედ დახვეულია სპირალად.
Each chromosome consists of a single long DNA molecule elaborately coiled in association with various proteins.
523998.
ბიოლოგია | თავი XIII
ერთი ქრომოსომა რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე გენს შეიცავს, თითოეული გენის დნმ-ის მოლეკულაში ნუკლეოტიდების სპეციფიკური თანმიმდევრობაა.
One chromosome includes several hundred to a few thousand genes, each of which is a specific sequence of nucleotides within the DNA molecule.
523999.
ბიოლოგია | თავი XIII
ქრომოსომაზე გენის სპეციფიკურ ადგილმდებარეობას ლოკუსი ეწოდება.
A gene's specific location along the length of a chromosome is called the gene's locus (plural, loci).
524000.
ბიოლოგია | თავი XIII
ჩვენი გენეტიკური მარაგი იმ გენებისგან შედგება, რომლებიც მოთავსებულია მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქრომოსომებში.
Our genetic endowment consists of the genes carried on the chromosomes we inherited from our parents.