მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524041.
ბიოლოგია | თავი XIII
უჯრედში, სადაც დნმ-ის სინთეზი მოხდა, ყველა ქრომოსომა გაორმაგებულია და მისი თითოეული ნაწილი ორი იდენტური ქრომატიდისგან შედგება.
In a cell in which DNA synthesis has occurred, all the chromosomes are duplicated and thus each consists of two identical sister chromatids.
524042.
ბიოლოგია | თავი XIII
სურათი 13.4 გვეხმარება იმ ტერმინების აღქმაში, რომლებსაც დიპლოიდურ უჯრედებში გაორმაგებული (დუბლირებული) ჰომოლოგიური ქრომოსომების აღწერისას ვიყენებთ.
Figure 13.4 helps clarify the various terms that we use in describing duplicated chromosomes in a diploid cell.
524043.
ბიოლოგია | თავი XIII
შეისწავლეთ ეს სურათი და შეეცადეთ შეამჩნიოთ სხვაობა, რომელიც ჰომოლოგიურ ქრომოსომებს, ტყუპ ქრომატიდებს, არატყუპ ქრომატიდებსა და ქრომოსომების ნაკრებებს შორის არსებობს.
Study this figure so that you understand the differences between homologous chromosomes, sister chromatids, non-sister chromatids, and chromosome sets.
524044.
ბიოლოგია | თავი XIII
სომატური უჯრედებისგან განსხვავებით, გამეტები (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი) ქრომოსომების თითო ნაკრებს (კომპლექტს) შეიცავს.
Unlike somatic cells, gametes (sperm and egg cells) contain a single chromosome set.
524045.
ბიოლოგია | თავი XIII
ასეთ უჯრედებს ჰაპლოიდური უჯრედები ეწოდება. თითოეულ მათგანს ქრომოსომების ჰაპლოიდური რაოდენობა აქვს.
Such cells are called haploid cells, and each has a haploid number of chromosomes.
524046.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის შემთხვევაში ჰაპლოიდური რაოდენობაა 23, რაც გამეტებში ქრომოსომების რაოდენობის ტოლია.
For humans, the haploid number is 23, the number of chromosomes found in a gamete.
524047.
ბიოლოგია | თავი XIII
23 ქრომოსომიან ნაკრებში 22 ავტოსომა და ერთი სასქესო ქრომოსომაა.
The set of 23 consists of the 22 autosomes plus a single sex chromosome.
524048.
ბიოლოგია | თავი XIII
გაუნაყოფიერებელი (მომწიფებული) კვერცხუჯრედი X ქრომოსომას შეიცავს, სპერმატოზოიდი კი, შეიძლება ან X და ან Y ქრომოსომის მატარებელი იყოს.
An unfertilized egg cell (also called an ovum) contains an X chromosome, but a sperm cell contain an X or a Y chromosome.
524049.
ბიოლოგია | თავი XIII
ყურადღება მიაქციეთ, რომ ყოველ სახეობას სქესობრივი განაყოფიერების შედეგად კონკრეტული ჰაპლოიდური რიცხვი და დიპლოიდური რიცხვი ახასიათებს.
Note that each sexually reproducing species has a characteristic haploid number and diploid number.
524050.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს რიცხვი შეიძლება ადამიანის ქრომოსომების რიცხვზე დიდი, მცირე ან ტოლი იყოს.
These may be higher than, lower than, or the same as the values for humans.
524051.
ბიოლოგია | თავი XIII
ახლა კი გავარკვიოთ ჰაპლოიდური და დიპლოიდური ცნებები, რათა გავიგოთ ქრომოსომების ქცევა ადამიანის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
Now let's extend the concepts of haploid and diploid to understand chromosome behavior during the human life cycle.
524052.
ბიოლოგია | თავი XIII
ქრომოსომების ნაკრების ქცევა ადამიანის სასიცოცხლო ციკლში.
Behavior of Chromosome Sets in the Human Life Cycle.
524053.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის სასიცოცხლო ციკლი მაშინ იწყება, როცა მამის ჰაპლოიდური სპერმატოზოიდი დედის ჰაპლოიდურ კვერცხუჯრედს ერწყმის.
The human life cycle begins when a haploid sperm cell from the father fuses with a haploid ovum from the mother.
524054.
ბიოლოგია | თავი XIII
გამეტების შეერთებას, რომლის კულმინაცია ბირთვების შერწყმაა, განაყოფიერება ეწოდება.
This union of gametes, culminating in fusion of their nuclei, is called fertilization.
524055.
ბიოლოგია | თავი XIII
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ზიგოტა დიპლოიდურია, ვინაიდან ქრომოსომების ორ ჰაპლიოდურ ნაკრებს შეიცავს. ეს იმ გენების ნაკრებია, რომლებიც დედისა და მამის ოჯახურ ხაზებში არსებობს.
The resulting fertilized egg, or zygote, is diploid because it contains two haploid sets of chromosomes bearing genes representing the maternal and paternal family lines.
524056.
ბიოლოგია | თავი XIII
როცა ადამიანი ზიგოტიდან სქესმწიფე ზრდასრულ ორგანიზმამდე ვითარდება, სხეულის ყველა სომატური უჯრედი მიტოზის შედეგად წარმოიქმნება.
As a human develops from a zygote to a sexually mature adult, mitosis generates all the somatic cells of the body.
524057.
ბიოლოგია | თავი XIII
ზიგოტის ქრომოსომების ნაკრები და ყველა გენი, რომლებსაც ეს ქრომოსომები შეიცავს, სომატურ უჯრედებს ზუსტად გადაეცემა.
Both chromosome sets in the zygote and all the genes they carry are passed with precision to our somatic cells.
524058.
ბიოლოგია | თავი XIII
გამეტების გარდა, ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი მიტოზის შედეგად წარმოიქმნება. გამეტები ვითარდება გონადებში - ქალის საკვერცხეებსა და მამაკაცის სათესლეებში.
The only cells of the human body not produced by mitosis are the gametes, which develop in the gonads-ovaries in females and testes in males.
524059.
ბიოლოგია | თავი XIII
სომატური უჯრედების მსგავსად, ადამიანის გამეტები მიტოზური გაყოფის შედეგად რომ წარმოქმნილიყო, ისინიც დიპლოიდურნი იქნებოდნენ.
Imagine what would happen if human gametes were made by mitosis: They would be diploid like the somatic cells.
524060.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ შემთხვევაში განაყოფიერებისას - ორი გამეტის შერწყმისას, რომელთა ნორმალური რიცხვი 46-ია - მათი რაოდენობა გაორმაგდებოდა და 92 ქრომოსომას მივიღებდით. ქრომოსომების რიცხვი ყოველ შემდგომ თაობაშიც გაორმაგდებოდა და ასე უსასრულოდ გაგრძელდებოდა.
At the next round of fertilization, when two gametes fused, the normal chromosome number of 46 would double to 92, and each subsequent generation would double the number of chromosomes yet again.