მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524361.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ვისარგებლებთ იმ ცოდნით, რომელიც უკვე გვაქვს მონოჰიბრიდული შეჯვარების საკითხთა ირგვლივ, შევძლებთ პენეტის ცხრილის გამოუყენებლადაც კი განვსაზღვროთ F2 თაობაში წარმოქმნილი სპეციფიკური გენოტიპების შეხვედრის ალბათობა.
By applying what we have learned about monohybrid crosses, we can determine the probability of specific genotypes occurring in the F2 generation without having to construct unwieldy Punnett squares.
524362.
ბიოლოგია | თავი XIV
განვიხილოთ სურათ 14.8-ზე მოცემული დიჰიბრიდული შეჯვარება YyRr ჰეტეროზიგოტებს შორის.
Consider the dihybrid cross between YyRr heterozygotes shown in Figure 14.8.
524363.
ბიოლოგია | თავი XIV
თავდაპირველად ყურადღებას გავამახვილებთ თესლის შეფერილობის ნიშანზე.
We will focus first on the seed-color character.
524364.
ბიოლოგია | თავი XIV
Yy მცენარეების მონოჰიბრიდული შეჯვარებისას შთამომავლობაში Y გენოტიპის ალბათობა 1/4-ს უტოლდება, Yy გენოტიპის – 1/2-ს, ხოლო yy გენოტიპის ალბათობა 1/4-ია.
For a monohybrid cross of Yy plants, the probabilities of the offspring genotypes are 4 for YY, 2 for Yy, and 1/4 for yy.
524365.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ სურათ 14.8 -ზე ყურადღებით დააკვირდებით პენეტის ცხრილის მარჯვენა მხარეს, ნახავთ, რომ მე-2 და მე-16 უჯრები შეესაბამება YyRR გენოტიპს.
If you look closely at the Punnett square on the right in Figure 14.8, you will see that 2 of the 16 boxes correspond to the YyRR genotype.
524366.
ბიოლოგია | თავი XIV
ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება გამრავლების და დაჯამების წესების კომბინირებით გადავჭრათ მენდელისეული გენეტიკის შედარებით რთული ამოცანები.
Now let's see how we can combine the multiplication and addition rules to solve even more complex problems in Mendelian genetics.
524367.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, დავუშვათ, რომ აჯვარებთ სამი ნიშნით განსხვავებული ბარდის ორ მშობლიურ ფორმას.
For instance, imagine a cross of two pea varieties in which we track the inheritance of three characters.
524368.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, ატარებთ ტრიჰიბრიდულ შეჯვარებას: მეწამული ყვავილის და ყვითელი, მრგვალი თესლის მქონე მცენარეს (სამივე ნიშნით ჰეტეროზიგოტს) აჯვარებთ მეწამული ყვავილის, მწვანე და დანაოჭებული თესლის მქონე ბარდასთან (ჰეტეროზიგოტთან ყვავილის ფერის მიხედვით, მაგრამ დანარჩენი ორი ნიშნის მიხედვით ჰომოზიგოტურ რეცესივთან).
Suppose we cross a trihybrid with purple flowers and yellow, round seeds (heterozygous for all three genes) with a plant with purple flowers and green, wrinkled seeds (heterozygous for flower color but homozygous recessive for the other two characters).
524369.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ მენდელისეული სიმბოლოებით ვისარგებლებთ, ამ შეჯვარების ფორმულა იქნება PpYyRr X Ppyyrr.
Using Mendelian symbols, our cross is PpYyRr X Ppyyrr.
524370.
ბიოლოგია | თავი XIV
სავარაუდოდ, შთამომავალთა რამდენი ნაწილი გამოავლენს რეცესიულ ფენოტიპს, სულ მცირე, სამიდან ორი ნიშნის მიხედვით?
What fraction of offspring from this cross would be predicted to exhibit the recessive phenotypes for at least two of the three characters?
524371.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის შემდეგ გამოვითვლით ალბათობის მნიშვნელობებს თითოეული გენოტიპისთვის, რომლის მოცემაც შეუძლია PpYyRr xPpyyrr შეჯვარებას. ამისთვის, თითოეული ალელური წყვილისთვის გამოთვლილ ინდივიდუალურ ალბათობებს გადავამრავლებთ ერთმანეთზე, როგორც ეს გავაკეთეთ დიჰიბრიდული შეჯვარების შემთხვევაში.
Next, we calculate the probability for each of these genotypes resulting from our PpYyRr X Ppyyrr cross by multiplying together the individual probabilities for the allele pairs, just as we did in our dihybrid and example.
524372.
ბიოლოგია | თავი XIV
ბოლო ეტაპზე ვისარგებლებთ დაჯამების წესით და შევკრებთ ყველა იმ გენოტიპის ალბათობებს, რომლებიც გვაძლევს ამოცანის პირობაში ჩადებულ ფენოტიპურ სურათს (სულ მცირე, ორ რეცესიულ ნიშანს), როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.
Finally, we use the addition rule to add together the probabilities for all the different genotypes that fulfill the condition of at least two recessive traits, as shown below.
524373.
ბიოლოგია | თავი XIV
პენეტის ცხრილით სარგებლობისგან განსხვავებით, პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ნახავთ, თუ რამდენად უფრო სწრაფად შეიძლება გენეტიკური ამოცანის გადაჭრა ალბათობის კანონების გამოყენებით.
With practice, you'll be able to solve genetics problems faster by using the rules of probability than by filling in Punnett squares.
524374.
ბიოლოგია | თავი XIV
მხოლოდ გენეტიკური შეჯვარების მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შთამომავლობაში სხვადასხვა გენოტიპის მქონე ინდივიდთა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა, მაგრამ ალბათობის კანონების გამოყენება შედეგების პროგნოზირების შესაძლებლობას გვაძლევს.
We cannot predict with certainty the exact numbers of progeny of different genotypes resulting from a genetic cross. But the rules of probability give us the chance of various outcomes.
524375.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვეულებრივ, რაც უფრო დიდია ექსპერიმენტული მასალა, მით მეტია პრაქტიკული შედეგებისა და წინასწარ ნავარაუდევი მაჩვენებლების თანხვედრა.
Usually, the larger the sample size, the closer the results will conform to our predictions.
524376.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში ინდივიდთა ესოდენ დიდი რიცხვის გამოკვლევისა და აღრიცხვის მიზეზი გახლავთ ის, რომ მეცნიერი კარგად ფლობდა ალბათობის თეორიას და აცნობიერებდა მემკვიდრული ნიშნების სტატისტიკურ ხასიათს.
The reason Mendel counted so many offspring from his crosses is that he understood this statistical feature of inheritance and had a keen sense of the rules of chance.
524377.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრულობის სურათი ხშირად გაცილებით რთულია, ვიდრე ამას მარტივი მენდელისეული გენეტიკა გულისხმობდა.
Inheritance patterns are often more complex than predicted by simple Mendelian genetics.
524378.
ბიოლოგია | თავი XIV
მე-20 საუკუნეში გენეტიკოსებმა მენდელისეული კანონები არა მარტო მრავალგვარ ორგანიზმებზე, არამედ მემკვიდრულობის უფრო რთულ შემთხვევებზეც განავრცეს, ვიდრე ეს მენდელს ჰქონდა აღწერილი.
In the 20th century, geneticists extended Mendelian principles not only to diverse organisms, but also to patterns of inheritance more complex than Mendel actually described.
524379.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგრამ ყველა მემკვიდრული ნიშანი, თვით ბაღის ბარდაშიც კი, არ აკმაყოფილებს ამ პირობებს.
But these conditions are not met by all heritable characters, even in garden peas.
524380.
ბიოლოგია | თავი XIV
გენოტიპი-ფენოტიპის ურთიერთდამოკიდებულება იშვიათად არის ესოდენ მარტივი.
The relationship between genotype and phenotype is rarely so simple.