მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524301.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა ბარდას განსხვავებული ჯიშის მცენარეთა შეჯვარებისა და მათი გამრავლების ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა დათიშვის კანონი. იგი ცალკეული წყვილი ნიშნის (მაგალითად, ყვავილის შეფერილობის) მემკვიდრეობას აკვირდებოდა.
Mendel derived the law of segregation by performing breeding experiments in which he followed only a single character, such as flower color.
524302.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრულობის მეორე კანონი მენდელმა ორ ნიშანზე ერთდროული დაკვირვების საფუძველზე დაადგინა.
Mendel identified his second law of inheritance by following two characters at the same time.
524303.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, მის მიერ შესწავლილი შვიდი ნიშან-თვისებიდან მენდელი ორს აკვირდებოდა – თესლის შეფერილობასა და ფორმას.
For instance, two of the seven characters Mendel studied were seed color and seed shape.
524304.
ბიოლოგია | თავი XIV
ბარდის თესლი შეიძლება იყოს ყვითელი ან მწვანე ფერის.
Seeds may be either yellow or green.
524305.
ბიოლოგია | თავი XIV
ამავდროულად, ის შეიძლება იყოს გლუვზედაპირიანი ან ნაოჭიანი.
They also may be either round (smooth) or wrinkled.
524306.
ბიოლოგია | თავი XIV
ერთეული ნიშნის მემკვიდრულობაზე დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, მენდელმა განსაზღვრა, რომ ყვითელი ფერის თესლის განმსაზღვრელი გენი დომინანტურია (Y), ხოლო თესლის მწვანე შეფერილობის ალელი – რეცესიული.
From single-character crosses, Mendel knew that the allele for yellow seeds is dominant (Y) and that the allele for green seeds is recessive (y).
524307.
ბიოლოგია | თავი XIV
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დარჩება თუ არა Y და R ალელები ყოველთვის ერთად და გადაეცემიან თუ არა ისინი თაობიდან თაობას შეჭიდულად?
But are these two characters, seed color and seed shape, transmitted from parents to offspring as a package?
524308.
ბიოლოგია | თავი XIV
სურათი 14.8 ილუსტრირებულ პასუხს გვაძლევს, თუ როგორაა შესაძლებელი დიჰიბრიდული შეჯვარებით (F1 თაობის დიჰიბრიდულ ფორმებს შორის შეჯვარებით) განისაზღვროს – რომელია სწორი ამ ორი ჰიპოთეზიდან.
Figure 14.8 illustrates how a dihybrid cross, a cross between F1 dihybrids, can determine which of these two hypotheses is correct.
524309.
ბიოლოგია | თავი XIV
YyRr გენოტიპის მქონე F1 თაობის მცენარეები ამჟღავნებენ ორივე დომინანტურ ფენოტიპს – თესლის ყვითელ შეფერილობასა და მრგვალ ფორმას, მიუხედავად იმისა, თუ როგორია პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე.
The F1 plants, of genotype YyRr, exhibit both dominant phenotypes, yellow seeds with round shapes, no matter which hypothesis is correct.
524310.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ექსპერიმენტში არსებითია პირველი თაობის ჰიბრიდების თვითდამტვერვით მეორე თაობის მიღება.
The key step in the experiment is to see what happens when F1 plants self-pollinate and produce F2 offspring.
524311.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ჰიბრიდებმა თავიანთი ალელები იმავე კომბინაციით უნდა გადასცენ შემდეგ თაობას, როგორი კომბინაციაც თვითონ მიიღეს მშობლებისგან მემკვიდრეობით, მაშინ მიიღება გამეტების მხოლოდ ორი კლასი: YR და yr.
If the hybrids must transmit their alleles in the same combinations in which they were inherited from the P generation, then there will only be two classes of gametes: YR and yr.
524312.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ დათიშვა F2 თაობაში იქნება თანაფარდობით 3 : 1, ისეთივე, როგორც მონოჰიბრიდული შეჯვარებისას იყო.
This hypothesis predicts that the phenotypic ratio of the F2 generation will be 3:1, just as in a monohybrid cross.
524313.
ბიოლოგია | თავი XIV
ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით, ალელთა ორივე წყვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაითიშება.
The alternative hypothesis is that the two pairs of alleles segregate independently of each other.
524314.
ბიოლოგია | თავი XIV
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენები გამეტებში ყველა შესაძლო ალელური კომბინაციითაა „ჩაწყობილი“ ისე, რომ თითოეული გამეტა ყოველი გენის თითო ალელს ფლობს.
In other words, genes are packaged into gametes in all possible allelic combinations, as long as each gamete has one allele for each gene.
524315.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში F1 თაობის მცენარეებს ერთნაირი თანაფარდობით შეუძლიათ წარმოქმნან ოთხი კლასის გამეტები: YR, Yr, yR და yr.
In our example, four classes of gametes would be produced by an F1 plant in equal quantities: YR, Yr, yR, and yr.
524316.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ოთხივე კლასის სპერმები და კვერცხუჯრედები ერთნაირი ალბათობით შეერწყმიან ერთმანეთს, მაშინ F2 თაობაში ალელთა კომბინაციების 16 თანაბრად შესაძლო ვარიანტი მიიღება, როგორც ეს სურათ 14.8-ის მარჯვენა მხარეს მოცემულ პენეტის ცხრილშია ნაჩვენები.
If sperm of the four classes are mixed with eggs of the four classes, there will be 16 equally probable ways in which the alleles can combine in the F2 generation, as shown in the Punnett square on the right in Figure 14.8.
524317.
ბიოლოგია | თავი XIV
კომბინაციათა ვარიანტები ოთხ ფენოტიპურ კატეგორიას ქმნის თანაფარდობით 9:3:3:1 (9 წილი ყვითელი-მრგვალი: 3 წილი მწვანე-მრგვალი: 3 წილი ყვითელი-დანაოჭებული: 1 წილი მწვანე-დანაოჭებული).
These combinations make up four phenotypic categories with a ratio of 9:3:3:1 (nine yellow-round to three green-round to three yellow-wrinkled to one green-wrinkled).
524318.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა ბარდაში შერჩეული შვიდივე საკვლევი ნიშანი სხვადასხვა დიჰიბრიდულ კომბინაციაში გამოიკვლია. მეორე თაობაში ყოველთვის იღებდა ფენოტიპურ დათიშვას თანაფარდობით 9:3:3:1.
Mendel tested his seven pea characters in various dihybrid combinations and always observed a 9:3:3:1 phenotypic ratio in the F2 generation.
524319.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, თითოეული წყვილი ნიშანი ისეთივე თანაფარდობით ითიშება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მონოჰიბრიდული შეჯვარების შემთხვევაში.
As far as a single character is concerned, the alleles segregate as if this were a monohybrid cross.
524320.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის მიერ ჩატარებული დიჰიბრიდული შეჯვარება გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონის სახელწოდებით ცნობილი კანონზომიერების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფორმირების პროცესში გამეტებში ალელთა კონკრეტული წყვილი სხვა წყვილებისგან დამოუკიდებლად ნაწილდება.
The results of Mendel's dihybrid experiments are the basis for what we now call the law of independent assortment, which states that each pair of alleles segregates independently of other pairs of alleles during gamete formation.