მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524341.
ბიოლოგია | თავი XIV
მონოჰიბრიდულ შეჯვარებაში გამოყენებული გამრავლებისა და დაჯამების წესები.
The Multiplication and Addition Rules Applied to Monohybrid Crosses.
524342.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორ განვსაზღვროთ იმის ალბათობა, რომ ორი ან მეტი დამოუკიდებელი მოვლენა ერთდროულად მოხდება სპეციფიკური კომბინაციით?
How do we determine the probability that two or more independent events will occur together in some specific combination?
524343.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, როგორია ალბათობა იმისა, რომ ერთდროულად აგდებული ორივე მონეტა ისე დაეცემა, რომ ორივე მათგანზე გამოჩნდება შუბლი.
For example, what is the chance that two coins tossed simultaneously will both land heads up?
524344.
ბიოლოგია | თავი XIV
იგივე შეიძლება დავუშვათ მონოჰიბრიდული შეჯვარების შემთხვევაშიც.
We can apply the same reasoning to an F, monohybrid cross.
524345.
ბიოლოგია | თავი XIV
მცენარე ბარდაში თესლის ფორმა მემკვიდრული მახასიათებელი ნიშანია და F1 თაობის მცენარეთა გენოტიპი არის Rr.
With seed shape in pea plants as the heritable character, the genotype of F, plants is Rr.
524346.
ბიოლოგია | თავი XIV
ჰეტეროზიგოტულ მცენარეში ალელების განაწილება მონეტის აგდების მაგალითის მსგავსია: თითოეული კვერცხუჯრედისთვის ალბათობა იმისა, რომ მას ექნება დომინანტური ალელი 1/2-ის ტოლია და ასევე 1/2-ის ტოლია იმის ალბათობაც, რომ კვერცხუჯრედს ექნება რეცესიული ალელი.
Segregation in a heterozygous plant is like flipping a coin: Each egg produced has a 1/2 chance of carrying the dominant allele (R) and a 2 chance of carrying the recessive allele (r).
524347.
ბიოლოგია | თავი XIV
იგივე ითქმის სპერმიებზეც.
The same odds apply to each sperm cell produced.
524348.
ბიოლოგია | თავი XIV
იმისთვის, რომ F2 თაობის მცენარეს ჰქონდეს დანაოჭებული თესლი (რეცესიული ნიშანი), კვერცხუჯრედიც და სპერმაც, რომლებიც შეერწყმებიან ერთმანეთს, უნდა ფლობდნენ რეცესიულ ალელს – r-ს.
For a particular F2 plant to have wrinkled seeds, the recessive trait, both the egg and the sperm that come together must carry the r allele.
524349.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის მსგავსად, ალბათობა, რომ F2 მცენარეს თესლის ფორმის განმსაზღვრელი ორივე ალელი იქნება დომინანტური ასევე 1/4-ის ტოლია.
Likewise, the probability of an F2 plant carrying both dominant alleles for seed shape is 1/4.
524350.
ბიოლოგია | თავი XIV
იმისთვის, რომ ციფრებით გამოვსახოთ, რამდენად მეტია ალბათობა იმისა, რომ მონოჰიბრიდული შეჯვარებისას F2 მცენარე იქნება ჰეტეროზიგოტული და არა ჰომოზიგოტური, ჩვენ დაგვჭირდება მეორე წესის (დაჯამების წესის) გამოყენება.
To figure out the probability that an F2 plant from a monohybrid cross will be heterozygous rather than homozygous, we need to invoke a second rule.
524351.
ბიოლოგია | თავი XIV
სურათ 14.9-ზე ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ დომინანტური ალელი შეიძლება „შეიტანოს“ კვერცხუჯრედმა, ხოლო რეცესიული ალელი შემოვიდეს სპერმიიდან. დასაშვებია შებრუნებული ვარიანტიც.
Notice in Figure 14.9 that the dominant allele can come from the egg and the recessive allele from the sperm, or vice versa.
524352.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს ნიშნავს, რომ F1 გამეტები კომბინირებენ და გადასცემენ ახალ თაობას Rr ალელებს ორი დამოუკიდებელი და ურთიერთგამომრიცხავი გზით: ყველა ჰეტეროზიგოტ F2 ჰიბრიდს დომინანტური ალელი მიღებული ექნება კვერცხუჯრედიდან ან სპერმიიდან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ორივედან.
That is, F1 gametes can combine to produce Rr offspring in two independent and mutually exclusive ways: For any particular heterozygous F2 plant, the dominant allele can come from the egg or the sperm, but not from both.
524353.
ბიოლოგია | თავი XIV
დაჯამების წესის მიხედვით, ორი ან მეტი ურთიერთგამომრიცხავი მოვლენის ხდომილების ალბათობა გამოითვლება ცალკეული მოვლენის ხდომილების ალბათობათა დაჯამების გზით.
According to the addition rule, the probability that any one of two or more mutually exclusive events will occur is calculated by adding together their individual probabilities.
524354.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორც ზემოთ ვნახეთ, გამრავლების წესი გვაწვდის ინდივიდუალური ალბათობების მნიშვნელობებს, რომლებიც შემდეგ უნდა დაჯამდეს.
As we have just seen, the multiplication rule gives us the individual probabilities to add together.
524355.
ბიოლოგია | თავი XIV
მეორე ვარიანტის ალბათობაც, რომ მცენარე რეცესიულ ალელს მიიღებს კვერცხუჯრედიდან, ხოლო დომინანტურს სპერმიდან – აგრეთვე 1/4-ია.
The probability for the other possible way-the recessive allele from the egg and the dominant allele from the sperm - is also 1/4.
524356.
ბიოლოგია | თავი XIV
დაჯამების წესის გამოყენებით ჩვენ დავიანგარიშებთ F2 ჰეტეროზიგოტის ალბათობას: 1/4 + 1/4 = 1/2.
Using the rule of addition, then, we can calculate the probability of an F2 heterozygote as 1/4 + 1/4 = 1/2.
524357.
ბიოლოგია | თავი XIV
კომპლექსური გენეტიკური ამოცანების გადაწყვეტა ალბათობის კანონებით.
Solving Complex Genetics Problems with the Rules of Probability.
524358.
ბიოლოგია | თავი XIV
ალბათობის კანონთა გამოყენებით ასევე შესაძლებელია მრავლობითი ნიშნების მომცველ შეჯვარებათა შედეგების წინასწარი განსაზღვრაც.
We can also apply the rules of probability to predict the outcome of crosses involving multiple characters.
524359.
ბიოლოგია | თავი XIV
გაიხსენეთ, რომ თითოეული ალელური წყვილი გამეტების ფორმირების პროცესში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ითიშება (დამოუკიდებლად განაწილების კანონი).
Recall that each allelic pair segregates independently during gamete formation (the law of independent assortment).
524360.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, დიჰიბრიდული ან პოლიჰიბრიდული შეჯვარება ორი ან მეტი დამოუკიდებელი და ერთდროულად მიმდინარე მონოჰიბრიდული შეჯვარების ეკვივალენტურია.
Thus, a dihybrid or other multi-character cross is equivalent to two or more independent monohybrid crosses occurring simultaneously.