მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52421.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსნებმა ბანაკი გაშალეს იერუსალიმის ჩრდილოეთით ზეთისხილის ხეივანში.
They pitched their camp on the mount of olives, to the north of the city.
52422.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
აქ გაიშალა გოტფრიდ ბულონელის, რობერტ ნორმანდიელის და რობერტ ფლანდრიელის კარვები.
Here were the tents of Godfrey of Bouillon, Robert of Normandy and Robert of Flanders.
52423.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
რაიმონდ ტულუზელისა და მის თანმხლებთა კარვები წმინდა გიორგის ბორცვზე დაიდგა.
The tents of Raymond of Toulouse and his entourage were pitched on the hill of St. George.
52424.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ერთი ნაწილი ტულუზის გრაფის მოლაშქრეებისა სიონის მთაზე განლაგდა.
Part of the soldiers of the Count of Toulouse were deployed on Mount Sion.
52425.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსნების მიერ გარშემორტყმულ იერუსალიმზე 1099 წლის 14 ივლისს, განთიადისას, შეტევა დაიწყო.
The offensive against Jerusalem, besieged by the crusaders, began at dawn, 14 July 1099.
52426.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
მიუხედავად იმისა, რომ შეტევა სასტიკი იყო, ბრძოლის ბედი მაინც ვერ გადაწყდა.
Although the assault was heavy, the outcome was inconclusive.
52427.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
მეორე დღეს, 15 ივლისს, შეტევა განახლდა.
The assault was renewed on the following day, 15 July.
52428.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
სისხლისმღვრელი მძაფრი ბრძოლის შემდეგ ჯვაროსნები შევიდნენ იერუსალიმში.
Following a stiff and bloody fight the crusaders entered Jerusalem.
52429.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა პარასკევს, ნაშუადღევის სამ საათზე - სწორედ მაცხოვრის ჯვარცმის დღესა და საათზე.
Significantly enough, this happened precisely on the day and hour of the Crucifixion of the Lord.
52430.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსნები, რომელთაც სისხლი დაღვარეს და სამოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, გატაცებით გაემართნენ აღდგომის ტაძრისაკენ, რათა თაყვანი ეცათ ქრისტეს საფლავისათვის.
The crusaders who spilt blood, claiming the lives of seventy thousand persons, buoyantly went to the temple of the Resurrection to worship the Holy Sepulcher.
52431.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
დაარსდა იერუსალიმის სამეფო, რომელშიც შედიოდა პალესტინისა და სამხრეთ სირიის მიწები.
The kingdom of Jerusalem was founded, comprising lands of Palestine and Syria.
52432.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსნებმა შემდეგ ქ. ტრიპოლი აიღეს და აქაც საგრაფო დააფუძნეს.
Later the crusaders took the town of Tripoli, setting up a county here too.
52433.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ჯვაროსნებმა ჩაიგდეს ხელში.
The eastern Mediterranean shores were in the hands of the crusaders.
52434.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
პაპის ურბან II-ის მიერ ინსპირირებული ექსპედიცია სასარგებლო აღმოჩნდა ბარონებისა და რაინდებისათვის, რომლებმაც დიდძალი ქონება და მიწები ჩაიგდეს ხელთ.
The expedition inspired by Pope Urban II proved useful for the barons and knights who seized great riches and lands.
52435.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ბიზანტიის კეისარმა ალექსი I კომნენოსმა ჯვაროსანთა მეოხებით დაიბრუნა შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც თურქ-სელჩუკებს ჰქონდათ მიტაცებული.
The Byzantine Emperor Alexius I Comnenus retrieved – through the crusaders – the territories adjoining the Black sea, that had been seized by the Seljuks.
52436.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
დაბალი ფენის მოსახლეობის ათასეულები შეეწირა ამ ბრძოლასა და გადარჩენილებმაც ვერაფერი მიიღეს.
Thousands of the lower strata lost their lives in this struggle, and the survivors got nothing.
52437.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ჯვაროსანთა მიერ შექმნილ სახელმწიფოთა შორის იერუსალიმის სამეფო პირველობდა.
The kingdom of Jerusalem was predominant among the states set up by the crusaders.
52438.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
თვით სახელმწიფოთა სისტემა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ანალოგიური იყო.
The system of these states was analogous to that of West European countries.
52439.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
ადგილობრივ მოსახლეობას, მუსლიმები იყვნენ თუ ქრისტიანები, ჯვაროსნები გულზე არ ეხატებოდა, მათ საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილი და ხშირად უჯანყდებოდნენ კიდეც.
The local population - be they Muslim or Christian – had not much liking for the crusaders, often rising against them.
52440.
ჯვაროსნული ომები და საქართველოს სამეფო | ჯვაროსნული ომები
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი დარტყმებით დაზარალებული თურქ-სელჩუკები თანდათან იკრებდნენ ძალას და რევანშისათვის ემზადებოდნენ.
It should be noted also that after the initial reverses the Seljuks began to rally gradually and were preparing for revenge.