მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524721.
ბიოლოგია | თავი XV
გენებს, რომლებიც ერთსა და იმავე ქრომოსომაში არიან ლოკალიზებული და ავლენენ თაობებში ერთად გადაცემის ტენდენციას, შეჭიდულ გენებს უწოდებენ.
Genes located on the same chromosome that tend to be inherited together in genetic crosses are said to be linked genes.
524722.
ბიოლოგია | თავი XV
როდესაც გენეტიკოსები აკვირდებიან შეჭიდული გენების მემკვიდრულობას თაობებში, შენიშნავენ, რომ შედეგები ერთგვარად გადახრილია მენდელისეული დამოუკიდებლად განაწილების კანონიდან.
When geneticists follow linked genes in breeding experiments, the results deviate from those expected from Mendel's law of independent assortment.
524723.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდულობის გავლენა მემკვიდრულობაზე: სამეცნიერო გამოკვლევა.
How Linkage Affects Inheritance: Scientific Inquiry.
524724.
ბიოლოგია | თავი XV
იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, თუ რა გავლენას ახდენს გენებს შორის შეჭიდულობა ორი განსხვავებული ნიშნის მემკვიდრულობის ხასიათზე, განვიხილოთ დროზოფილაზე ჩატარებული კიდევ ერთი მორგანისეული ექსპერიმენტი.
To see how linkage between genes affects the inheritance of two different characters, let's examine another of Morgan's Drosophila experiments.
524725.
ბიოლოგია | თავი XV
ამ შემთხვევაში თვალი მივადევნოთ სხეულის შეფერილობისა და ფრთის ზომის ორ სხვადასხვა ფენოტიპს.
In this case, the characters are body color and wing size, each with two different phenotypes.
524726.
ბიოლოგია | თავი XV
ველური ტიპის ბუზებს აქვთ რუხი სხეული და ნორმალური ზომის ფრთები.
Wildtype flies have gray bodies and normal-sized wings.
524727.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი ნიშნების მქონე დროზოფილების გარდა მორგანი იკვლევდა შავი სხეულისა და ჩანასახოვანი ფრთების მქონე ორმაგ მუტანტებს (მათი ფრთები ზომით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ნორმალურს).
In addition to these flies, Morgan had doubly mutant flies with black bodies and vestigial wings (much smaller than normal wings).
524728.
ბიოლოგია | თავი XV
მუტანტური ალელი ველური ტიპის ალელის მიმართ რეცესიულია და არცერთი მათგანი არ არის მოთავსებული სასქესო ქრომოსომებში.
The mutant alleles are recessive to the wild-type alleles, and neither gene is on a sex chromosome.
524729.
ბიოლოგია | თავი XV
აღნიშნული ორი გენის კვლევისას მორგანი ატარებდა შეჯვარებებს სურათ 15.5-ზე გამოსახული სქემით.
In studying these two genes, Morgan carried out the crosses shown in Figure 15.5.
524730.
ბიოლოგია | თავი XV
შემდეგ მან მდედრი დიჰიბრიდები შეუჯვარა ორმაგი მუტანტური ფენოტიპის წმინდა ხაზის მამრებს.
He then crossed female dihybrids with true-breeding males of the double-mutant phenotype.
524731.
ბიოლოგია | თავი XV
ამასთანავე, არ არის ცნობილი, ეს ორი გენი ერთ და იმავე თუ სხვადასხვა ქრომოსომაშია ლოკალიზებული.
We don't know, however, whether the two genes are located on the same or different chromosomes.
524732.
ბიოლოგია | თავი XV
გამაანალიზებელი შეჯვარებისას ყოველ სპერმატოზოიდს „მოაქვს“ რეცესიული ალელები; ამდენად, შთამომავლობის ფენოტიპები დამოკიდებულია კვერცხუჯრედის ალელებზე.
In the testcross, all the sperm will donate recessive alleles; so the phenotypes of the offspring will depend on the ova's alleles.
524733.
ბიოლოგია | თავი XV
როდესაც მორგანი „აჯგუფებდა“ (ანუ ფენოტიპის მიხედვით ახარისხებდა) გამაანალიზებელი შეჯვარების შედეგად მიღებულ 2300-მდე დროზოფილას, მან შენიშნა, რომ მშობლისეული ფენოტიპის მქონე მწერები უფრო ხშირად ხვდებოდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო ორი გენის დამოუკიდებლად მემკვიდრეობის შემთხვევაში.
When Morgan "scored" (classified according to phenotype) 2,300 offspring from the testcross matings, he observed a much higher proportion of parental phenotypes than would be expected if the two genes assorted independently.
524734.
ბიოლოგია | თავი XV
გენეტიკური რეკომბინაცია და შეჭიდულობა.
Genetic Recombination and Linkage.
524735.
ბიოლოგია | თავი XV
მე-13 თავში თქვენ შეიტყვეთ, რომ მეიოზი და განაყოფიერების შემთხვევითი ხასიათი განაპირობებს გენეტიკურ მრავალფეროვნებას იმ ორგანიზმთა შთამომავლობაში, რომლებიც სქესობრივი გზით მრავლდებიან.
In Chapter 13, you learned that meiosis and random fertilization generate genetic variation among offspring of sexually reproducing organisms.
524736.
ბიოლოგია | თავი XV
ამ თავში განვიხილავთ მენდელისა და მორგანის მიერ გამოვლენილი გენეტიკური რეკომბინაციის ქრომოსომურ საფუძვლებს.
Here we will examine the chromosomal basis of recombination in relation to the genetic findings of Mendel and Morgan.
524737.
ბიოლოგია | თავი XV
არაშეჭიდული გენების რეკომბინაცია: ქრომოსომების დამოუკიდებლად განაწილება.
Recombination of Unlinked Genes: Independent Assortment of Chromosomes.
524738.
ბიოლოგია | თავი XV
ორი ნიშნით განსხვავებული ორგანიზმების შეჯვარებიდან მენდელმა შეიტყო, რომ შთამომავლობაში ზოგიერთი ფორმა ორივე მშობლის ნიშანთა კომბინაციებისგან განსხვავებულ კომბინაციებს ატარებდა.
Mendel learned from crosses in which he followed two characters that some offspring have combinations of traits that do not match either parent in the parental generation.
524739.
ბიოლოგია | თავი XV
შევადგინოთ პენეტის ცხრილი: შენიშნეთ, რომ ამ ცხრილის მიხედვით მოსალოდნელია, რომ შთამომავლობის ნახევარი მემკვიდრეობით ერთ-ერთი მშობლის ფენოტიპს მიიღებს.
Notice in this Punnett square that one-half of the offspring are expected to inherit a phenotype that matches one of the parental phenotypes.
524740.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთ შთამომავლებს მშობლისეულ ტიპებს უწოდებენ.
These offspring are called parental types.