მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524761.
ბიოლოგია | თავი XV
სტარტევანტმა შეიმუშავა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, მე-15.5 და მე-15.6 სურათებზე გამოსახული ექსპერიმენტების მსგავსი ცდების საფუძველზე გამოთვლილ რეკომბინაციათა სიხშირის მაჩვენებლები დამოკიდებულია ქრომოსომაში გენებს შორის მანძილზე.
Sturtevant hypothesized that recombination frequencies calculated from experiments like the one in Figures 15.5 and 15.6 depend on the distances between genes on a chromosome.
524762.
ბიოლოგია | თავი XV
მან დაუშვა, რომ კროსინგოვერი შემთხვევითი მოვლენაა და, ამდენად, მისი ხდომილების ალბათობა თითქმის თანაბარია ქრომოსომის ყველა წერტილში.
He assumed that crossing over is a random event, and thus the chance of crossing over is approximately equal at all points along a chromosome.
524763.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი დაშვების საფუძველზე, სტარტევანტმა ივარაუდა, რომ რაც უფრო დაცილებულია ორი გენი ერთმანეთისგან, მით მეტია მათ შორის კროსინგოვერის ხდომილების ალბათობა და, შესაბამისად, რეკომბინაციის სიხშირეც.
Based on these assumptions, Sturtevant predicted that the farther apart two genes are, the higher the probability that a crossover will occur between them and therefore the higher the recombination frequency.
524764.
ბიოლოგია | თავი XV
მისი მსჯელობა მარტივი იყო: რაც მეტია ორ გენს შორის მანძილი, მით უფრო დიდია იმ წერტილების რიცხვი, რომლებშიც შესაძლებელია მოხდეს კროსინგოვერი.
His reasoning was simple: The greater the distance between two genes, the more points there are between them where crossing over can occur.
524765.
ბიოლოგია | თავი XV
ხილის ბუზების შეჯვარების ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით სტარტევანტმა განავითარა ერთ და იმავე ქრომოსომაში გენების ურთიერთმდებარეობის განსაზღვრის, იგივე გენების კარტირების მეთოდი.
Using recombination data from various fruit fly crosses, Sturtevant proceeded to assign relative positions to genes on the same chromosomes - that is, to map genes.
524766.
ბიოლოგია | თავი XV
Cinnabar ერთ-ერთია დროზოფილას იმ მრავალ გენთაგან, რომლებიც თვალის ფერზე მოქმედებს.
Cinnabar is one of many Drosophila genes affecting eye color.
524767.
ბიოლოგია | თავი XV
Cinnabar თვალები, მუტანტური ფენოტიპი, უფრო ღია წითელი ფერისაა, ვიდრე ველური ტიპის თვალები.
Cinnabar eyes, a mutant phenotype, are a brighter red than the wild-type color.
524768.
ბიოლოგია | თავი XV
რეკომბინაციის სიხშირე cn-სა და b-ს შორის 9%-ია; cn-სა და vg-ს შორის – 9,5%; ხოლო b-სა და vg-ს შორის – 17%.
The recombination frequency between cn and b is 9%; that between cn and vg, 9.5%; and that between b and vg, 17%.
524769.
ბიოლოგია | თავი XV
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კროსინგოვერის სიხშირე cn-სა და b-ს შორის და cn-სა და vg-ს შორის თითქმის ორჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე b-სა და vg-ს შორის.
In other words, crossovers between cn and b and between cn and vg are about half as frequent as crossovers between b and vg.
524770.
ბიოლოგია | თავი XV
სტარტევანტმა გენებს შორის მანძილი რუკის ერთეულებში გამოსახა და რუკის ერთეული განსაზღვრა როგორც 1%-ანი რეკომბინაციის სიხშირის ეკვივალენტური სიდიდე.
Sturtevant expressed the distances between genes in map units, defining one map unit as equivalent to a 1% recombination frequency.
524771.
ბიოლოგია | თავი XV
რუკის ერთეულს ზოგჯერ სენტიმორგანსაც უწოდებენ მორგანის პატივსაცემად.
Map units often are called centimorgans in honor of Morgan.
524772.
ბიოლოგია | თავი XV
რეკომბინაციის მონაცემების ინტერპრეტაცია პრაქტიკაში გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას განხილული მაგალითი გვთავაზობდა.
In practice, the interpretation of recombination data is more complicated than this example suggests.
524773.
ბიოლოგია | თავი XV
მაგალითად, ზოგიერთი გენები ქრომოსომაში იმდენად არიან დაცილებული ერთმანეთისგან, რომ მათ შორის კროსინგოვერის შესაძლებლობა ეჭვს არ იწვევს.
For example, some genes on a chromosome are so far from each other that a crossover between them is virtually certain.
524774.
ბიოლოგია | თავი XV
ორ ასეთ გენს შორის რეკომბინაციის სიხშირეს შეიძლება ჰქონდეს მაქსიმალური მნიშვნელობა – 50%, რაც ფაქტობრივად არც კი განირჩევა სხვადასხვა ქრომოსომაში ლოკალიზებულ გენებს შორის რეკომბინაციის მაჩვენებლისგან.
The observed frequency of recombination in crosses involving two such genes can have a maximum value of 50%, a result indistinguishable from that for genes on different chromosomes.
524775.
ბიოლოგია | თავი XV
ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე ქრომოსომაში ლოკალიზებულ გენებს შორის ფიზიკური კავშირი სრულიადაც არ აისახება შეჯვარების შედეგებზე.
In this case, the physical connection between genes on the same chromosome is not reflected in the results of genetic crosses.
524776.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი გენების ფიზიკური შეჭიდულობის მიუხედავად, ისინი გენეტიკურად არაშეჭიდულია. მათი ალელები დამოუკიდებლად ნაწილდებიან, თითქოს სხვადასხვა ქრომოსომაში იყვნენ მოთავსებული.
Despite being on the same chromosome and thus being physically linked, the genes are genetically unlinked; alleles of such genes assort independently as if they were on different chromosomes.
524777.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომაში ერთმანეთისგან ძლიერ დაცილებული გენების კარტირება ხდება იმ რეკომბინაციის სიხშირეთა მაჩვენებლების შეკრებით, რომლებიც აღირიცხება დაცილებულ გენებსა და მათ შორის ლოკალიზებულ ცალკეულ გენს შორის.
Genes located far apart on a chromosome are mapped by adding the recombination frequencies from crosses involving each of the distant genes and a number of genes lying between them.
524778.
ბიოლოგია | თავი XV
რეკომბინაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სტარტევანტმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს დროზოფილას მრავალრიცხოვან კარტირებულ გენთა მწკრივების შედგენა.
Using recombination data, Sturtevant and his colleagues were able to map numerous Drosophila genes in linear arrays.
524779.
ბიოლოგია | თავი XV
მათ ნახეს, რომ გენთა კლასტერები გენების ოთხ შეჭიდულ ჯგუფს ქმნიდა.
They found that the genes clustered into four groups of linked genes.
524780.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან მიკროსკოპული გამოკვლევით მეცნიერებმა აღმოაჩინეს დროზოფილაში ოთხი წყვილი ქრომოსომის არსებობა, გენთა ამგვარი კლასტერების გამოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებდა გენების ქრომოსომებში ლოკალიზაციის ფაქტს.
Because microscopists had found four pairs of chromosomes in Drosophila cells, this clustering of genes was additional evidence that genes are located on chromosomes.