მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524781.
ბიოლოგია | თავი XV
თითოეული ქრომოსომა სპეციფიკური გენის ხაზობრივად განლაგებულ ლოკუსთა მწკრივებს შეიცავდა.
Each chromosome has a linear array of specific gene loci.
524782.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდულობის რუკა რეკომბინაციის სიხშირეების საფუძველზეა შემუშავებული; ამიტომ ის ქრომოსომის მხოლოდ მიახლოებით სურათს იძლევა.
Because a linkage map is based on recombination frequencies, it gives only an approximate picture of a chromosome.
524783.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც ეს სტარტევანტმა ივარაუდა, კროსინგოვერის სიხშირის მაჩვენებლები განსხვავებულია ქრომოსომის გასწვრივ და შესაბამისად, რუკის ერთეულები არ შეესაბამება ფაქტობრივ ფიზიკურ მანძილებს (მაგალითად, ნანომეტრებში გამოსახულ სიდიდეებს).
The frequency of crossing over is not actually uniform over the length of a chromosome, as Sturtevant assumed, and therefore map units do not correspond to actual physical distances (in nanometers, for instance).
524784.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდულობის რუკაზე გამოსახულია გენების მიმდევრობა ქრომოსომაში, მაგრამ არ არის ნაჩვენები ამ გენების ზუსტი ლოკალიზაცია.
A linkage map portray the order of genes along a chromosome, but it does not accurately portray the precise locations of those genes.
524785.
ბიოლოგია | თავი XV
სხვა მეთოდები საშუალებას იძლევა, აიგოს ქრომოსომათა ციტოგენეტიკური რუკები, სადაც გენების ლოკალიზაციას ქრომოსომური ნიშნები, მაგალითად, მათი ზოლიანობა განსაზღვრავს, რაც კარგად განირჩევა მიკროსკოპში.
Other methods enable geneticists to construct cytogenetic maps chromosomes, which locate genes with respect to chromosomal features, such as stained bands, that can be seen in the microscope.
524786.
ბიოლოგია | თავი XV
დასრულებული რუკები, რომელთაც ჩვენ მე-20 თავში განვიხილავთ, გენის ლოკუსებს შორის ფიზიკურ მანძილს დნმ-ის ნუკლეოტიდთა რაოდენობით გამოსახავს.
The ultimate maps, which we will discuss in Chapter 20, show the physical distances between gene loci in DNA nucleotides.
524787.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდულობის რუკისა და ამგვარი ფიზიკური რუკის ან იმავე ქრომოსომის ციტოგენეტიკური რუკის ურთიერთშედარებისას ირკვევა, რომ გენების ხაზობრივი განლაგება ყველა რუკისთვის საერთოა, განსხვავებულია მხოლოდ გენებს შორის მანძილი.
Comparing a linkage map with such a physical map or with a cytogenetic map of the same chromosome, we find that the linear order of genes is identical in all the maps, but the spacing between genes is not.
524788.
ბიოლოგია | თავი XV
სქესთან შეჭიდული გენები უნიკალურ მემკვიდრულობას ავლენენ.
Sex-linked genes exhibit unique patterns of inheritance.
524789.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც უკვე შეიტყვეთ, ხილის ბუზ დროზოფილაში მორგანის მიერ თეთრთვალიანობის ნიშნის სქესზე დამოკიდებულების აღმოჩენა გადამწყვეტი ეპიზოდი იყო მემკვიდრულობის ქრომოსომური თეორიის განვითარების საქმეში.
As you learned earlier, Morgan's discovery of a trait (white eyes) that correlated with the sex of flies was a key episode in the development of the chromosome theory of inheritance.
524790.
ბიოლოგია | თავი XV
ამ პარაგრაფში ჩვენ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ სასქესო ქრომოსომების როლს მემკვიდრეობაში.
In this section, we consider the role of sex chromosomes in inheritance in more detail.
524791.
ბიოლოგია | თავი XV
თავდაპირველად მიმოვიხილავთ სქესის დეტერმინაციის ქრომოსომურ საფუძველს ადამიანში და ზოგიერთ ცხოველში.
We begin by reviewing the chromosomal basis of sex determination in humans and some other animals.
524792.
ბიოლოგია | თავი XV
სქესის ქრომოსომური საფუძველი.
The Chromosomal Basis of Sex.
524793.
ბიოლოგია | თავი XV
მამრობითი ან მდედრობითი სქესი ადამიანში ყველაზე უკეთ გამოხატული ფენოტიპური ნიშანია.
Whether we are male or female is one of our more obvious phenotypic characters.
524794.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს მრავალი ანატომიური თუ ფიზიოლოგიური განმასხვავებელი ნიშანი, სქესის დეტერმინაციის ქრომოსომური საფუძველი სრულიად მარტივია.
Although the anatomical and physiological differences between women and men are numerous, the chromosomal basis for determining sex is rather simple.
524795.
ბიოლოგია | თავი XV
ადამიანში და, ზოგადად, ძუძუმწოვრებში გვხვდება სასქესო ქრომოსომის ორი სახესხვაობა, რომლებსაც X- და Y-ით აღნიშნავენ.
In humans and other mammals, there are two varieties of sex chromosomes, designated X and Y.
524796.
ბიოლოგია | თავი XV
თუკი ინდივიდი მემკვიდრეობით მიიღებს ორ X ქრომოსომას, თითო-თითოს ორივე მშობლისგან, ჩვეულებრივ, იგი ვითარდება როგორც მდედრობითი სქესის ორგანიზმი.
A person who inherits two X chromosomes, one from each parent, usually develops as a female.
524797.
ბიოლოგია | თავი XV
მამრობითი სქესი ვითარდება ზიგოტიდან, რომელიც ერთ X და ერთ Y ქრომოსომას შეიცავს.
A male develops from a zygote containing one X chromosome and one Y chromosome.
524798.
ბიოლოგია | თავი XV
Y ქრომოსომა გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე X (იხ. მიკროსურათი მარცხნივ) და მხოლოდ ქრომოსომის ორივე ბოლოზე არსებული მცირე სეგმენტები არის X-ის შესაბამისი რაიონების ჰომოლოგიური.
The Y chromosome is much smaller than the X chromosome (see the micrograph to the left), and only relatively short segments at either end of the Y chromosome are homologous with corresponding regions of the X.
524799.
ბიოლოგია | თავი XV
სწორედ ეს ჰომოლოგიური უბნები განაპირობებენ მამაკაცში X და Y ქრომოსომების დაწყვილებას და ჰომოლოგიური ქრომოსომებისთვის დამახასიათებელ ქცევას სათესლეებში მიმდინარე მეიოზის პროცესში.
These homologous regions allow the X and Y chromosomes in males to pair and behave like homologous chromosomes during meiosis in the testes.
524800.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც სათესლეებში, ისე საკვერცხეებში, ორი სასქესო ქრომოსომა მეიოზის დროს სეგრეგირდება და თითოეული გამეტა იღებს ორიდან ერთ-ერთს.
In both testes and ovaries, the two sex chromosomes segregate during meiosis, and each gamete receives one.