მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524741.
ბიოლოგია | თავი XV
მაგრამ აქვე გვხვდება ორგვარი, მშობლისგან განსხვავებული ფენოტიპიც.
But two nonparental phenotypes are also found among the offspring.
524742.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან ასეთ ფენოტიპებს აქვთ თესლის ფორმის და ფერის ახალი კომბინაციები, მათ რეკომბინანტულ ტიპებს, ან შემოკლებით, რეკომბინანტებს უწოდებენ.
Because these offspring have new combinations of seed shape and color, they are called recombinant types, or recombinants for short.
524743.
ბიოლოგია | თავი XV
როდესაც შთამომავლობის 50% რეკომბინანტულია, როგორც ამას განხილულ მაგალითში აქვს ადგილი, გენეტიკოსები ამბობენ, რომ რეკომბინაციის სიხშირე 50%-ის ტოლია.
When 50% of all offspring are recombinants, as in this example, geneticists say that there is a 50% frequency of recombination.
524744.
ბიოლოგია | თავი XV
შთამომავლობაში სავარაუდო ფენოტიპური თანაფარდობა ისეთივეა, როგორიც მენდელმა YyRr X yyrr შეჯვარებისას დაადგინა.
The predicted phenotypic ratios among the offspring are similar to what Mendel actually found in YyRr X yyrr crosses.
524745.
ბიოლოგია | თავი XV
რეკომბინაციის 50%-იანი სიხშირე გვხვდება სხვადასხვა ქრომოსომაში ლოკალიზებულ ორ ნებისმიერ გენს შორის.
A 50% frequency of recombination is observed for any two genes that are located on different chromosomes.
524746.
ბიოლოგია | თავი XV
არაშეჭიდულ გენებს შორის რეკომბინაციის ფიზიკურ საფუძველს მეიოზის I მეტაფაზაში ჰომოლოგიური ქრომოსომების ორიენტაციის შემთხვევითი ხასიათი წარმოადგენს, რასაც შედეგად ალელების დამოუკიდებელი განაწილება მოსდევს.
The physical basis of recombination between unlinked genes is the random orientation of homologous chromosomes at metaphase I of meiosis, which leads to the independent assortment of alleles.
524747.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდული გენების რეკომბინაცია: კროსინგოვერი.
Recombination of Linked Genes: Crossing Over.
524748.
ბიოლოგია | თავი XV
ახლა კვლავ მორგანისეულ ექსპერიმენტს დავუბრუნდეთ და შევეცადოთ ავხსნათ სურათ 15.5-ზე გამოსახული დროზოფილების შეჯვარების შედეგები.
Now let's return to Morgan's fly room to see how we can explain the results of the Drosophila testcross illustrated in Figure 15.5.
524749.
ბიოლოგია | თავი XV
გავიხსენოთ, რომ შთამომავლობაში უმეტესობას აქვს მშობლიური ფორმების მსგავსი სხეულის შეფერილობა და ფრთის ზომა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორივე გენი ერთ და იმავე ქრომოსომაშია ლოკალიზებული; მაგრამ შთამომავლობაში მცირე რაოდენობით მაინც ჩნდება რეკომბინანტული ფორმები.
Recall that most of the offspring from the testcross for body color and wing size had parental phenotypes, suggesting that the two genes were on the same chromosome, but a small number of offspring were recombinants.
524750.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად ნიშნების შეჭიდულობისა, ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, მაინც არასრულია.
Although there was linkage, it appeared to be incomplete.
524751.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი შედეგების საფუძველზე მორგანმა დაუშვა რაღაც მექანიზმის არსებობა, რომელსაც ერთ და იმავე ქრომოსომაში ლოკალიზებულ გენებს შორის ფიზიკური კავშირის შემთხვევითი გაწყვეტა უნდა გამოეწვია.
Faced with these results, Morgan proposed that some process must occasionally break the physical connection between genes on the same chromosome.
524752.
ბიოლოგია | თავი XV
შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სწორედ ამგვარი პროცესით, რომელსაც ამჟამად კროსინგოვერს უწოდებენ, აიხსნება შეჭიდულ გენებს შორის წარმოშობილი რეკომბინაცია.
Subsequent experiments demonstrated that this process, now called crossing over, accounts for the recombination of linked genes.
524753.
ბიოლოგია | თავი XV
კროსინგოვერის შემთხვევაში, რომელიც I მეიოზის პროფაზაში, რეპლიცირებული ჰომოლოგიური ქრომოსომების დაწყვილებისას ხდება, ერთი დედისეული და ერთი მამისეული ქრომატიდა ურთიერთშესაბამის წერტილებში წყდება და ერთმანეთის ფრაგმენტებს უკავშირდება.
In crossing over, which occurs while replicated homologous chromosomes are paired during prophase of meiosis I, one maternal and one paternal chromatid break at corresponding points and then are rejoined to each other.
524754.
ბიოლოგია | თავი XV
ფაქტობრივად, ორი არაშვილეული ქრომატიდა კროსინგოვერის ყოველი ხდომილებისას ბოლოებს უცვლის ერთმანეთს.
In effect, the end portions of two non-sister chromatids trade places each time a crossover occurs.
524755.
ბიოლოგია | თავი XV
კროსინგოვერის შედეგად წარმოშობილ რეკომბინანტულ ქრომოსომებში ალელებმა შესაძლოა ახალი კომბინაციები წარმოქმნან, ხოლო მეიოზის შემდგომი მსვლელობისას რეკომბინანტული ქრომოსომები გამეტებში გადანაწილდებიან.
The recombinant chromosomes resulting from crossing over may bring alleles together in new combinations, and the subsequent events of meiosis distribute the recombinant chromosomes to gametes.
524756.
ბიოლოგია | თავი XV
სურათზე 15.6 გამოსახულია დიჰიბრიდულ მდედრ დროზოფილაში კროსინგოვერის შედეგად მიღებული რეკომბინანტული კვერცხუჯრედები და რეკომბინანტი შთამომავლები მორგანის ექსპერიმენტებში.
Figure 15.6 shows how crossing over in a dihybrid female fly resulted in recombinant ova and ultimately recombinant offspring in Morgan's testcross.
524757.
ბიოლოგია | თავი XV
სხვადასხვა კლასის კვერცხუჯრედების განაყოფიერება რეცესივი ჰომოზიგოტი სპერმატოზოიდებით იძლევა შთამომავლობას, რომლის 17% ავლენს არამშობლიურ, რეკომბინანტულ ფენოტიპს.
Fertilization of these various classes of ova by homozygous recessive sperm produced an offspring population in which 17% exhibited a nonparental, recombinant phenotype.
524758.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც ქვემოთ ვნახავთ, რეკომბინანტი შთამომავლების პროცენტული მაჩვენებელი, ე.წ. რეკომბინაციის სიხშირე, დამოკიდებულია შეჭიდულ გენებს შორის მანძილზე.
As we discuss next, the percentage of recombinant offspring, the recombination frequency, is related to the distance between linked genes.
524759.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდულობის რუკების შედგენა რეკომბინაციის მონაცემების საფუძველზე: სამეცნიერო გამოკვლევა.
Linkage Mapping Using Recombination Data: Scientific Inquiry.
524760.
ბიოლოგია | თავი XV
შეჭიდული გენების და კროსინგოვერით განპირობებული რეკომბინაციის მოვლენის აღმოჩენამ მორგანის ერთ-ერთი სტუდენტი, ალფრედ სტარტევანტი, გენეტიკური რუკის – ქრომოსომის გასწვრივ გენეტიკური ლოკუსების მოწესრიგებული მიმდევრობის კონსტრუირების მეთოდის შემუშავებამდე მიიყვანა.
The discovery of linked genes and recombination due to crossing over led one of Morgan's students, Alfred H. Sturtevant, to a method for constructing a genetic map, an ordered list of the genetic loci along a particular chromosome.