მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524801.
ბიოლოგია | თავი XV
ყოველი კვერცხუჯრედი შეიცავს ერთ X ქრომოსომას.
Each ovum contains one X chromosome.
524802.
ბიოლოგია | თავი XV
კვერცხუჯრედისგან განსხვავებით, მამაკაცის სპერმატოზოიდები ორი ტიპისაა: პროდუცირებული სპერმატოზოიდების ნახევარი ატარებს X, ნახევარი კი – Y ქრომოსომას.
In contrast, sperm fall into two categories: Half the sperm cells a male produces contain an X chromosome, and half contain a Y chromosome.
524803.
ბიოლოგია | თავი XV
თვალი მივადევნოთ განაყოფიერების მსვლელობას. თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება X ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდით, ზიგოტას ექნება XX ქრომოსომები და იქნება მდედრობითი სქესის. თუკი Y ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, ზიგოტას ექნება XY ქრომოსომები და იქნება მამრობითი სქესის.
We can trace the sex of each offspring to the moment of conception: If a sperm cell bearing an X chromosome happens to fertilize an ovum, the zygote is XX, a female; if a sperm cell containing a Y chromosome fertilizes an ovum, the zygote is XY, a male.
524804.
ბიოლოგია | თავი XV
ამრიგად, სქესის დეტერმინაციას შემთხვევითი ხასიათი აქვს – 50 : 50.
Thus sex determination is a matter of chance-a fifty-fifty chance.
524805.
ბიოლოგია | თავი XV
ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი X-Y სისტემის გარდა, არსებობს სქესის დეტერმინაციის სამი სხვა ქრომოსომური სისტემაც, რომელიც სურათ 15.9-ზეა გამოსახული (ბ-დ ნაწილები).
Besides the mammalian X-Y system, three other chromosomal systems for determining sex are shown in Figure 15.9, in parts b-d.
524806.
ბიოლოგია | თავი XV
ადამიანში სქესის ანატომიური ნიშნები დაახლოებით ორი თვის ჩანასახში ჩნდება.
In humans, the anatomical signs of sex begin to emerge when the embryo is about two months old.
524807.
ბიოლოგია | თავი XV
ამ დრომდე ჩანასახოვანი გონადები არ განირჩევა ერთმანეთისგან – ისინი შეიძლება ჩამოყალიბდნენ საკვერცხეებად ან სათესლე ჯირკვლებად, რაც დამოკიდებულია ჩანასახის ჰორმონულ მდგომარეობაზე.
Before then, the rudiments of the gonads are generic-they can develop into either ovaries or testes, depending on hormonal conditions within the embryo.
524808.
ბიოლოგია | თავი XV
შესაძლო სქესს Y ქრომოსომის არსებობა-არარსებობა განსაზღვრავს.
Which of these two possibilities occurs depends on whether or not a Y chromosome is present.
524809.
ბიოლოგია | თავი XV
1990 წელს ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფმა შეძლო სათესლე ჯირკვლების განვითარებისთვის აუცილებელი გენის იდენტიფიცირება Y ქრომოსომაში და მას SRY (sex-determining region of Y) უწოდა.
In 1990, a British research team identified a gene on the Y chromosome required for the development of testes. They named the gene SRY, for sex-determining region of Y.
524810.
ბიოლოგია | თავი XV
SRY გენის არარსებობის პირობებში, გონადები საკვერცხეებად ყალიბდება.
In the absence of SRY, the gonads develop into ovaries.
524811.
ბიოლოგია | თავი XV
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ SRY-ის არსებობა (ან არარსებობა) მხოლოდ გამშვები მექანიზმია, ხოლო ქალისა და მამაკაცის განმასხვავებელი ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური თუ ანატომიური ნიშნები კომპლექსურია და მათ განვითარებაში მრავალი გენი მონაწილეობს.
The researchers emphasized that the presence (or absence) of SRY is just a trigger. The biochemical, physiological, and anatomical features that distinguish males and females are complex, and many genes are involved in their development.
524812.
ბიოლოგია | თავი XV
SRY კოდირებს სხვა გენების მოქმედების მარეგულირებელ ცილას.
SRY codes for a protein that regulates other genes.
524813.
ბიოლოგია | თავი XV
მეცნიერებმა თანდათანობით შეძლეს Y ქრომოსომის რიგი სხვა გენების იდენტიფიცირებაც, რომლებიც სათესლე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.
Researchers have subsequently identified a number of additional genes on the Y chromosome that are required for normal testis functioning.
524814.
ბიოლოგია | თავი XV
ამ გენთა არარსებობის შემთხვევაში ინდივიდი მამრობითი სქესისაა, თუმცა ნორმალურად ვერ გამოიმუშავებს სპერმატოზოიდებს.
In the absence of these genes, an XY individual is male but does not produce normal sperm.
524815.
ბიოლოგია | თავი XV
სქესთან შეჭიდული გენების მემკვიდრულობა.
Inheritance of Sex-Linked Genes.
524816.
ბიოლოგია | თავი XV
სქესის დეტერმინაციასთან ერთად, სასქესო ქრომოსომები (განსაკუთრებით კი X ქრომოსომა) ისეთ გენებსაც შეიცავენ, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სქესთან.
In addition to their role in determining sex, the sex chromosomes, especially X chromosomes, have genes for many characters unrelated to sex.
524817.
ბიოლოგია | თავი XV
გენს, რომელიც რომელიმე სასქესო ქრომოსომაშია ლოკალიზებული, სქესთან შეჭიდული გენი ეწოდება, თუმცა ადამიანის შემთხვევაში ამ სახელწოდების ქვეშ ისტორიულად X ქრომოსომის გენებს გულისხმობდნენ.
A gene located on either sex chromosome is called a sex-linked gene, although in humans the term has historically referred specifically to a gene on the X chromosome.
524818.
ბიოლოგია | თავი XV
ყურადღება მიაქციეთ განსხვავებას შემდეგ ცნებებს შორის – სქესთან შეჭიდული გენი (რომელიც შეეხება სასქესო ქრომოსომაში მოთავსებულ გენს) და ჭდომილი გენი (რომელიც ერთ ქრომოსომაში მოთავსებული გენების ჯგუფს აღნიშნავს, რომლებიც მემკვიდრეობით ერთად გადაეცემიან შთამომავლობას).
Note the distinction between the terms sex-linked gene, referring to a gene on a sex chromosome, and linked genes, referring to genes on the same chromosome that tend to be inherited together.
524819.
ბიოლოგია | თავი XV
ადამიანში სქესთან შეჭიდული გენები იმეორებენ მემკვიდრეობის იმ სურათს, რომელიც მორგანმა აღწერა დროზოფილაში თვალის ფერის განმსაზღვრელ ლოკუსზე დაკვირვებისას.
Sex-linked genes in humans follow the same pattern of inheritance that Morgan observed for the eye-color locus in Drosophila.
524820.
ბიოლოგია | თავი XV
მამრები სქესთან შეჭიდულ ალელებს გადასცემენ ყველა მდედრობითი სქესის, მაგრამ არცერთ მამრობითი სქესის შთამომავალს.
Fathers pass sex-linked alleles to all of their daughters but to none of their sons.