მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525061.
ბიოლოგია | თავი XVI
ფუძე შესაძლოა იყოს ადენინი, თიმინი, გუანინი ან ციტოზინი.
The base can be adenine, thymine, guanine, or cytosine.
525062.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩარგაფმა გაანალიზა რიგი სხვადასხვა ორგანიზმიდან მიღებული დნმ-ების ფუძე შემადგენლობები.
Chargaff analyzed the base composition of DNA from a number of different organisms.
525063.
ბიოლოგია | თავი XVI
1947 წელს მან განაცხადა, რომ დნმ-ის შემადგენლობა იცვლება სახეობების მიხედვით.
In 1947, he reported that DNA composition varies from one species to another.
525064.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგალითად, ადამიანის დნმ-ის ნუკლეოტიდების 30.3%-ს შეადგენს ფუძე ა, ხოლო ბაქტერია E.coli-ის დნმ-ში ა მხოლოდ 26.0%-ია.
For example, 30.3% of human DNA nucleotides have the base A, whereas DNA from the bacterium E. coli has only 26.0% A.
525065.
ბიოლოგია | თავი XVI
სახეობებს შორის მოლეკულური ნაირსახეობის არსებობამ უფრო სარწმუნო გახადა დნმ-ის შესაძლო კანდიდატობა გენეტიკური მასალისთვის.
This evidence of molecular diversity among species made DNA a more credible candidate for the genetic material.
525066.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩარგაფმა ასევე აღმოაჩინა ერთი სახეობის შიგნით ნუკლეოტიდების ფუძეების შეფარდებაში სპეციფიკური რეგულარობის არსებობა.
Chargaff also found a peculiar regularity in the ratios of nucleotide bases within a single species.
525067.
ბიოლოგია | თავი XVI
მის მიერ შესწავლილი თითოეული სახეობის დნმ-ში ადენინის რაოდენობა დაახლოებით ტოლი იყო თიმინის რაოდენობისა, ხოლო გუანინების რიცხვი ასევე უტოლდებოდა ციტოზინებს.
In the DNA of each species he studied, the number of adenines approximately equaled the number of thymines, and the number of guanines approximately equaled the number of cytosines.
525068.
ბიოლოგია | თავი XVI
ადამიანის დნმ-ში, მაგალითად, ოთხი ფუძე შემდეგი პროცენტებითაა წარმოდგენილი.
In human DNA, for example, the four bases are present in these percentages.
525069.
ბიოლოგია | თავი XVI
ნებისმიერი აღებული სახეობისათვის ა და თ ფუძეებისა და გ და ც ფუძეების რიცხვების ერთმანეთთან თანაფარდობები ცნობილი გახდა ჩარგაფის წესების სახელით.
The equivalences for any given species between the number of A and T bases and the number of G and C bases became known as Chargaff's rules.
525070.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ წესების საფუძველი აუხსნელი რჩებოდა ორმაგი სპირალის აღმოჩენამდე.
The basis for these rules remained unexplained until the discovery of the double helix.
525071.
ბიოლოგია | თავი XVI
დამატებითი მონაცემები ეთავსებოდა დნმ-ს, როგორც გენეტიკურ მასალას ევკარიოტებშიც.
Additional evidence was consistent with DNA being the genetic material in eukaryotes.
525072.
ბიოლოგია | თავი XVI
ევკარიოტული უჯრედი მიტოზის წინ აორმაგებს თავისი დნმ-ის შემცველობას და მიტოზის პროცესში ეს დნმ თანაბრად ნაწილდება ორ შვილეულ უჯრედში.
Prior to mitosis, a eukaryotic cell doubles its DNA content, and during mitosis, this DNA is distributed equally to the two daughter cells.
525073.
ბიოლოგია | თავი XVI
ასევე, მოცემულ სახეობებში, ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტი დნმ-ის ორმაგ რაოდენობას შეიცავს, ჰაპლოიდურთან შედარებით.
Also, in a given species, a diploid set of chromosomes has twice as much DNA as the haploid set.
525074.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის სტრუქტურული მოდელის აგება: მეცნიერული კვლევა.
Building a Structural Model of DNA: Scientific Inquiry.
525075.
ბიოლოგია | თავი XVI
მას შემდეგ, რაც ბიოლოგები დარწმუნდნენ, რომ დნმ არის გენეტიკური მასალა, მნიშვნელოვანი გახდა განსაზღვრულიყო, როგორ აპირობებს დნმ-ის სტრუქტურა მის როლს მემკვიდრეობითობაში.
Once most biologists were convinced that DNA was the genetic material, the challenge was to determine how the structure of DNA could account for its role in inheritance.
525076.
ბიოლოგია | თავი XVI
1950-იანი წლების დასაწყისში ცნობილი იყო ნუკლეინის მჟავის პოლიმერში კოვალენტური ბმების განლაგება და მკვლევარები ფოკუსირებულნი იყვნენ დნმ-ის სამ-განზომილებიანი სტრუქტურის დადგენაზე.
By the early 1950s, the arrangement of covalent bonds in a nucleic acid polymer was well known, and researchers focused on discovering the three-dimensional structure of DNA.
525077.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ პრობლემებზე მომუშავე მეცნიერთა შორის იყვნენ ლაინუს პოლინგი, კალიფორნიაში და მორის უილკინსი და როზალინ ფრანკლინი, ლონდონში.
Among the scientists working on the problem were Linus Pauling, in California, and Maurice Wilkins and Rosalind Franklin, in London.
525078.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა, სწორი პასუხი პირველმა წამოაყენა ორმა, იმ დროისათვის შედარებით უცნობმა მეცნიერმა - ამერიკელმა ჯეიმს უოტსონმა და ინგლისელმა ფრენსის კრიკმა.
First to come up with the correct answer, however, were two scientists who were relatively unknown at the time - the American James Watson and the Englishman Francis Crick.
525079.
ბიოლოგია | თავი XVI
ხანმოკლე, მაგრამ სახელგანთქმული თანამშრომლობა, რომელმაც დნმ-ის სტრუქტურის გამოცანა ახსნა, უოტსონის კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩასვლის შემდეგ დაიწყო, სადაც კრიკი ცილის სტრუქტურას იკვლევდა რენტგენული კრისტალოგრაფიის ტექნიკის საშუალებით.
The brief but celebrated partnership that solved the puzzle of DNA structure began after Watson journeyed to Cambridge University, where Crick was studying protein structure with a technique called X-ray crystallography.
525080.
ბიოლოგია | თავი XVI
ლონდონის სამეფო კოლეჯში, მორის უილკინსის ლაბორატორიაში სტუმრობისას, უოტსონმა უილკინსის კოლეგის, როზალინ ფრანკლინის მიერ შესრულებული დნმ-ის რენტგენული დიფრაქციული გამოსახულება ნახა.
While visiting the laboratory of Maurice Wilkins at King's College in London, Watson saw an X-ray diffraction image of DNA produced by Wilkins' colleague Rosalind Franklin.