მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525081.
ბიოლოგია | თავი XVI
რენტგენული კრისტალოგრაფიით მიღებული გამოსახულებები არ წარმოადგენს მოლეკულების რეალურ სურათს.
Images produced by X-ray crystallography are not actually pictures of molecules.
525082.
ბიოლოგია | თავი XVI
სურათ 16.6 ბ-ზე არსებული ლაქები მიიღება რენტგენის სხივების დიფრაქციით (გარდატეხით), რაც გამოიწვია სხივების გავლამ გასუფთავებული დნმ-ის ბოჭკოებში.
The spots in Figure 16.6b were produced by X-rays that were diffracted (deflected) as they passed through aligned fibers of purified DNA.
525083.
ბიოლოგია | თავი XVI
კრისტალოგრაფები მათემატიკურ ფორმულებს იყენებენ ასეთი სურათების მოლეკულების სამგანზომილებიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაციაში „გადასათარგმნად“.
Crystallographers use mathematical equations to translate such patterns into information about the three-dimensional shapes of molecules.
525084.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონმა კარგად იცოდა, რა ტიპის მოდელები მიიღება სპირალური მოლეკულებისაგან.
Watson was familiar with the types of patterns that helical molecules produce.
525085.
ბიოლოგია | თავი XVI
ფრანკლინის დნმ-ის რენტგენული დიფრაქციის ფოტოს ერთმა ნახვამ არა მხოლოდ უთხრა მას, რომ დნმ სპირალური ფორმის იყო, არამედ შესაძლებლობა მისცა გამოეთვალა სპირალის სიგანე და მის გასწვრივ განლაგებულ აზოტოვან ფუძეებს შორის მანძილიც.
Just a glance at Franklin's X-ray diffraction photo of DNA not only told him that DNA was helical in shape, but also enabled him to deduce the width of the helix and the spacing of the nitrogenous bases along it.
525086.
ბიოლოგია | თავი XVI
სპირალის სიგანემ აფიქრებინათ, რომ ის აგებულია ორი ჯაჭვისაგან, ლაინუს პოლინგის იმავდროულად ნავარაუდები სამ-ჯაჭვიანი მოლეკულისაგან განსხვავებით.
The width of the helix suggested that it was made up of two strands, contrary to a three-stranded model that Linus Pauling had recently proposed.
525087.
ბიოლოგია | თავი XVI
ორი ჯაჭვის არსებობა განმარტავს დღეს ყველასათვის ნაცნობი ტერმინს - ორმაგი სპირალი.
The presence of two strands accounts for the now-familiar term double helix.
525088.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონმა და კრიკმა დაიწყეს ორმაგი სპირალის მოდელების აგება, რენტგენით მიღებული გაზომვებისა და დნმ-ის ქიმიური შემადგენლობის შესახებ არსებული ცოდნის გათვალისწინებით.
Watson and Crick began building models of a double helix that would conform to the X-ray measurements and what was then known about the chemistry of DNA.
525089.
ბიოლოგია | თავი XVI
მათ წაიკითხეს ფრანკლინის წლიური შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც მკვლევარი ასკვნიდა, რომ შაქარ-ფოსფატოვანი ჩონჩხი ორმაგი სპირალის გარეთა მხარესაა.
They Have read an annual report summarizing Franklin's work, in where she had concluded that the sugar-phosphate backbones were on the outside of the double helix.
525090.
ბიოლოგია | თავი XVI
ასეთი განლაგება მეტად მომხიბლავი იყო, რამეთუ ამ შემთხვევაში, შედარებით ჰიდროფობური აზოტოვანი ფუძეები მოლეკულის შიდა ნაწილში თავსდება და, ამგვარად, მოცილებულია გარემომცველი წყლოვანი არისგან.
This arrangement was appealing because it put the relatively hydrophobic nitrogenous bases in the molecule's interior and thus away from the surrounding aqueous solution.
525091.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონმა ააშენა მოდელი, რომელშიც აზოტოვანი ფუძეები ორმაგი სპირალის შიდა მხარისკენ იყო მიმართული.
Watson constructed a model with the nitrogenous bases facing the interior of the double helix.
525092.
ბიოლოგია | თავი XVI
თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს კონსტრუქცია, როგორც თოკის კიბე მყარი საფეხურებით.
You can imagine this arrangement as a rope ladder with rigid rungs.
525093.
ბიოლოგია | თავი XVI
გვერდითი თოკები შაქარ-ფოსფატოვან ჩონჩხს შეესაბამება, ხოლო საფეხურები წარმოადგენს აზოტოვანი ფუძეების წყვილებს.
The side ropes are the equivalent of the sugar-phosphate backbones, and the rungs represent pairs of nitrogenous bases.
525094.
ბიოლოგია | თავი XVI
ახლა წარმოიდგინეთ, რომ კიბე სპირალურადაა გადაგრეხილი.
Now imagine the ladder twisted into a spiral.
525095.
ბიოლოგია | თავი XVI
ფრანკლინის რენტგენული სხივებით მიღებული მონაცემები მიუთითებდა, რომ სპირალი ერთ სრულ ბრუნს აკეთებს ყოველ 3.4 ნმ-ზე მისი სიგრძის გასწვრივ.
Franklin's X-ray data indicated that the helix makes one full turn every 3.4 nm along its length.
525096.
ბიოლოგია | თავი XVI
ფუძეებს შორის დაშორება 0.34 ნმ-ია და ამიტომ სპირალის ერთ ბრუნში თავსდება 10 შრე წყვილი ფუძისა, ანუ კიბის 10 საფეხური.
With the bases stacked just 0.34 nm apart, there are ten layers of base pairs, or rungs of the ladder, in each turn of the helix.
525097.
ბიოლოგია | თავი XVI
ორმაგი სპირალის აზოტოვანი ფუძეები შეწყვილებისას სპეციფიკურ კომბინაციებს წარმოქმნიან: ადენინი თიმინთან და გუანინი ციტოზინთან.
The nitrogenous bases of the double helix are paired in specific combinations: adenine (A) with thymine (T), and guanine (G) with cytosine (C).
525098.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონმა და კრიკმა დნმ-ის ეს უმნიშვნელოვანესი თვისება, ფაქტობრივად, ცდისა და შეცდომის მეთოდის საშუალებით აღმოაჩინეს.
It was mainly by trial and error that Watson and Crick arrived at this key feature of DNA.
525099.
ბიოლოგია | თავი XVI
თავიდან, უოტსონმა წარმოიდგინა, რომ ფუძეები წყვილდებოდა მსგავსი მსგავსთან პრინციპით, მაგალითად ა - ა-სთან და ც - ც-სთან.
At first, Watson imagined that the bases paired like with likefor example, A with A and C with C.
525100.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ ეს მოდელი არ შეესაბამებოდა რენტგენულ მონაცემებს, რომელთა მიხედვით ორმაგ სპირალს ერთგვაროვანი დიამეტრი აქვს.
But this model did not fit the X-ray data, which suggested that the double helix had a uniform diameter.