მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525041.
ბიოლოგია | თავი XVI
ექსპერიმენტის მომზადებისას, ფაგის დნმ-ისა და ცილების მოსანიშნად ისინი სხვადასხვა რადიოაქტიურ იზოტოპებს იყენებდნენ.
In preparation for their experiment, they used different radioactive isotopes to tag phage DNA and protein.
525042.
ბიოლოგია | თავი XVI
თავდაპირველად, T2 იზრდებოდა E.coli-თან ერთად რადიოაქტიური გოგირდის თანაობისას.
First, they grew T2 with E. coli in the presence of radioactive sulfur.
525043.
ბიოლოგია | თავი XVI
რადგანაც გოგირდს შეიცავს ცილა, მაგრამ არა დნმ, რადიოაქტიური ატომები მხოლოდ ფაგის ცილაში ჩაერთვება.
Because protein, but not DNA, contains sulfur, the radioactive atoms were incorporated only into the protein of the phage.
525044.
ბიოლოგია | თავი XVI
შემდეგ, ანალოგიურად, მოხდა სხვა ჯგუფის T2 -ის დნმ-ის მონიშვნა რადიოაქტიური ფოსფორის ატომებით.
Next, in a similar way, the DNA of a separate batch of T2 was labeled with atoms of radioactive phosphorus;
525045.
ბიოლოგია | თავი XVI
რადგანაც ფაგის ფოსფორის უდიდესი ნაწილი სწორედ მის დნმ-შია, ამ პროცედურის შედეგად ფაგის ცილა მოუნიშნავი რჩება.
Because nearly all the phage's phosphorus is in its DNA, this procedure left the phage protein unlabeled.
525046.
ბიოლოგია | თავი XVI
ექსპერიმენტის დროს, T2 -ის ცილა-მონიშნული და დნმ-მონიშნული ჯგუფები ცალ-ცალკე აინფიცირებდნენ არარადიოაქტიური E.coli-ის უჯრედების სხვადასხვა ნიმუშებს.
In the experiment, the proteinlabeled and DNA-labeled batches of T2 were each allowed to infect separate samples of nonradioactive E. coli cells.
525047.
ბიოლოგია | თავი XVI
ინფექციის დასაწყისიდან მცირე დროის შემდეგ, კულტურებს ურევდნენ ბლენდერით, რათა დაეცალკევებინათ ბაქტერიული უჯრედების გარეთ დარჩენილი ფაგის ნაწილები.
Shortly after the onset of infection, the cultures were whirled in a blender to shake loose any parts of the phages that remained outside the bacterial cells.
525048.
ბიოლოგია | თავი XVI
შემდეგ ნარევს აცენტრიფუგებდნენ, რის შედეგადაც ბაქტერიული უჯრედები წარმოქმნიდნენ ნალექს ცენტრიფუგის სინჯარების ფსკერზე, ხოლო უფრო მსუბუქი თავისუფალი ფაგები და ფაგების ნაწილები ხსნარში სუსპენდირებული, ანუ სუპერნატანტში, რჩებოდნენ.
The mixtures were then spun centrifuge, forcing the bacterial cells to form a pellet at the bottom of the centrifuge tubes, but allowing free phages and parts of phages, which are lighter, to remain suspended in the liquid, or supernatant.
525049.
ბიოლოგია | თავი XVI
მეცნიერები შემდეგ ზომავდნენ რადიოაქტივობას ნალექსა და სუპერნატანტში.
The scientists then measured the radioactivity in the pellet and in the supernatant.
525050.
ბიოლოგია | თავი XVI
ჰერშიმ და ჩეიზმა ნახეს, რომ, როდესაც ბაქტერიის ინფიცირება ხდებოდა რადიოაქტიურად მონიშნული ცილების შემცველი T2 ფაგებით, რადიოაქტივობის დიდი ნაწილი სუპერნატანტში იყო კონცენტრირებული, რომელიც შეიცავს ფაგის ნაწილებს (მაგრამ არა ბაქტერიას).
Hershey and Chase found that when the bacteria had been infected with the T2 phage containing radioactively labeled proteins, most of the radioactivity was found in the supernatant, which contained phage particles (but not bacteria).
525051.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს შედეგი გვაფიქრებინებს, რომ ფაგის ცილები არ შედის მასპინძელ უჯრედებში.
This result suggested that the protein of the phage did not enter the host cells.
525052.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ, როდესაც ბაქტერია ინფიცირდება რადიოაქტიურად მონიშნული დნმ-ის შემცველი T2 ფაგებით, რადიოაქტივობის უმეტესობა ნალექშია, რომელიც მასპინძელ უჯრედებს შეიცავს.
But when the bacteria had been infected with the T2 phage containing radioactively labeled DNA, most of the radioactivity was found in the pellet, which contained the host bacteria.
525053.
ბიოლოგია | თავი XVI
ამდენად, სწორედ ფაგის დნმ გადადის მასპინძელ უჯრედებში.
This result suggested that the phage DNA entered the host cells.
525054.
ბიოლოგია | თავი XVI
უფრო მეტიც, როდესაც ამ ბაქტერიებს აბრუნებენ საკვებ არეში, ინფექციის მიმდინარეობა გრძელდება და E.coli გამოყოფს ფაგებს, რომლებიც გარკვეულ რადიოაქტიურ ფოსფორს შეიცავს.
Moreover, when these bacteria were returned to a culture medium, the infection ran its course, and the E. coli released phages that contained some radioactive phosphorus.
525055.
ბიოლოგია | თავი XVI
ჰერშიმ და ჩეიზმა დაასკვნეს, რომ ინფექციის დროს ხდება ვირუსის დნმ-ის გადასვლა მასპინძლის უჯრედში. ხოლო ცილა გარეთ რჩება.
Hershey and Chase concluded that the DNA of the virus is injected into the host cell during infection, leaving the protein outside.
525056.
ბიოლოგია | თავი XVI
ინექცირებული დნმ შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც უჯრედებს აწარმოებინებს ახალ ვირუსულ დნმ-სა და ცილებს, რომელთაგანაც იქმნება ახალი ვირუსები.
The injected DNA provides genetic information that makes the cells produce new viral DNA and proteins, which assemble into new viruses.
525057.
ბიოლოგია | თავი XVI
ამრიგად, ჰერში-ჩეიზის ექსპერიმენტმა საფუძვლიანად დაამტკიცა, რომ სწორედ ნუკლეინის მჟავები, და არა ცილები, წარმოადგენენ მემკვიდრეობითობის მასალას, ყოველ შემთხვევაში, ვირუსებისთვის მაინც.
Thus, the Hershey-Chase experiment provided powerful evidence that nucleic acids, rather than proteins, are the hereditary material, at least for viruses.
525058.
ბიოლოგია | თავი XVI
დამატებითი მტკიცებულება, რომ დნმ არის გენეტიკური მასალა.
Additional Evidence That DNA Is the Genetic Material.
525059.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის გენეტიკური როლის შემდგომი დასაბუთება ბიოქიმიკოს ერვინ ჩარგაფის ლაბორატორიიდან იქნა მიღებული.
Further evidence that DNA is the genetic material came from the laboratory of biochemist Erwin Chargaff.
525060.
ბიოლოგია | თავი XVI
უკვე ცნობილი იყო, რომ დნმ წარმოადგენს ნუკლეოტიდებისაგან შემდგარ პოლიმერს. თითოეული კი სამი კომპონენტისაგან შედგება: აზოტოვანი (აზოტის შემცველი) ფუძე, პენტოზური შაქარი - დეზოქსირიბოზა და ფოსფატის ჯგუფი.
It was already known that DNA is a polymer of nucleotides, each consisting of three components: a nitrogenous (nitrogen-containing) base, a pentose sugar - deoxyribose, and a phosphate group.