მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525001.
ბიოლოგია | თავი XVI
დღეს სკოლის მოსწავლეებმაც იციან დნმ -ის შესახებ, ხოლო მეცნიერები რუტინულად მანიპულირებენ დნმ-ით ლაბორატორიებში და მათი საშუალებით ცვლიან უჯრედების მემკვიდრეობით მახასიათებლებს.
Today, even schoolchildren have heard of DNA, and scientists routinely manipulate DNA in the laboratory and use it to change the heritable characteristics of cells.
525002.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში მემკვიდრეობითობის მოლეკულების იდენტიფიკაცია ბიოლოგების უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენდა.
Early in the 20th century, however, the identification of the molecules of inheritance loomed as a major challenge to biologists.
525003.
ბიოლოგია | თავი XVI
გენეტიკური მასალის ძიება: მეცნიერული კვლევა.
The Search for the Genetic Material: Scientific Inquiry.
525004.
ბიოლოგია | თავი XVI
მას შემდეგ, რაც თ. ჰ. მორგანის ჯგუფმა გვიჩვენა, რომ გენები ლოკალიზებულია ქრომოსომებზე, ქრომოსომების ორი ქიმიური კომპონენტი - დნმ და ცილა - გენეტიკური მასალისთვის კანდიდატები გახდა.
Once T. H. Morgan's group showed that genes are located on chromosomes, the two chemical components of chromosomes-DNA and protein-became the candidates for the genetic material.
525005.
ბიოლოგია | თავი XVI
1940-იან წლებამდე მონაცემები უფრო ცილების სასარგებლოდ მეტყველებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიოქიმიკოსებმა განსაზღვრეს ისინი, როგორც მაკრომოლეკულების კლასი, ფუნქციების უდიდესი ჰეტეროგენულობითა და სპეციფიკურობით.
Until the 1940s, the case for proteins seemed stronger, especially since biochemists had identified them as a class of macromolecules with great heterogeneity and specificity of function.
525006.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს კი მემკვიდრეობითობის მასალისათვის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენდა.
Essential requirements for the hereditary material.
525007.
ბიოლოგია | თავი XVI
ამასთან ერთად, ძალიან ცოტა იყო ცნობილი ნუკლეინის მჟავებზე, რომელთა ფიზიკური და ქიმიური თვისებები მეტად ერთგვაროვანი ჩანდა ყოველი ორგანიზმის მიერ გამოვლენილი სპეციფიკური მემკვიდრეობით გადაცემადი თვისებების უზარმაზარი რიცხვის ასახსნელად.
Moreover, little was known about nucleic acids, whose physical and chemical properties seemed far too uniform to account for the multitude of specific inherited traits exhibited by every organism.
525008.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს შეხედულება თანდათანობით შეიცვალა, რადგანაც ექსპერიმენტებმა მიკროორგანიზმებზე მოულოდნელი შედეგები აჩვენა.
This view gradually changed as experiments with microorganisms yielded unexpected results.
525009.
ბიოლოგია | თავი XVI
ისევე როგორც მენდელისა და მორგანის შრომების შემთხვევაში, გენეტიკური მასალის იდენტურობის დადგენისათვის განმსაზღვრელი ფაქტორი იყო შესაფერისი ექსპერიმენტული ორგანიზმების არჩევა.
As with the work of Mendel and Morgan, a key factor in determining the identity of the genetic material was the choice of appropriate experimental organisms.
525010.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის როლი მემკვიდრეობითობაში პირველად გამოიკვეთა ბაქტერიებისა და იმ ვირუსების შესწავლისას, რომლებიც აინფიცირებდნენ ამ ბაქტერიებს, რომლებიც გაცილებით მარტივია, ვიდრე ბარდა, დროზოფილი ან ადამიანი.
The role of DNA in heredity was first worked out by studying bacteria and the viruses that infect them, which are far simpler than pea plants, fruit flies, or humans.
525011.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ სექციაში ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვიხილავთ გენეტიკური მასალის მოსაპოვებლად ჩატარებულ კვლევებს, როგორც მეცნიერულ ძიებას.
In this section, we will trace the search for the genetic material in some detail as a case study in scientific inquiry.
525012.
ბიოლოგია | თავი XVI
მონაცემები, რომ დნმ-ს შეუძლია ბაქტერიის ტრანსფორმირება.
Evidence That DNA Can Transform Bacteria.
525013.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ დნმ-ის გენეტიკური როლის აღმოჩენის კვალს უკან 1928 წლამდე.
We can trace the discovery of the genetic role of DNA back to 1928.
525014.
ბიოლოგია | თავი XVI
გრიფიტს ჰქონდა ბაქტერიის ორი შტამი (ნაირსახეობა) - პათოგენური (დაავადების გამომწვევი) და არაპათოგენური (უვნებელი) შტამი.
Griffith had two strains (varieties) of the bacterium - a pathogenic (disease-causing) and a nonpathogenic (harmless) strain.
525015.
ბიოლოგია | თავი XVI
მისთვის მოულოდნელი იყო აღმოჩენა, რომ, როდესაც პათოგენურ ბაქტერიებს კლავდა გაცხელებით და შემდეგ ურევდა მათ ნარჩენებს ცოცხალი, არაპათოგენური შტამის ბაქტერიებთან, ცოცხალი უჯრედებიდან ზოგიერთი პათოგენური ხდებოდა.
He was surprised to find that when he killed the pathogenic bacteria with heat and then mixed the cell remains with living bacteria of the nonpathogenic strain, some of the living cells became pathogenic.
525016.
ბიოლოგია | თავი XVI
ამასთან ერთად, პათოგენურობის ეს ახალი თვისება მემკვიდრეობით გადადიოდა ტრანსფორმირებული ბაქტერიის ყველა შთამომავალზე.
Furthermore, this new trait of pathogenicity was inherited by all the descendants of the transformed bacteria.
525017.
ბიოლოგია | თავი XVI
ნათელი იყო, რომ მკვდარი პათოგენური უჯრედების გარკვეულმა ქიმიურმა კომპონენტმა გამოიწვია აღნიშნული მემკვიდრეობითი ცვლილება, თუმცა ამ სუბსტანციის იდენტურობა უცნობი იყო.
Clearly, some chemical component of the dead pathogenic cells caused this heritable change, although the identity of the substance was not known.
525018.
ბიოლოგია | თავი XVI
გრიფიტმა აღწერილ ფენომენს ტრანსფორმაცია უწოდა, რაც დღეს განიმარტება, როგორც გარეგანი დნმ-ის უჯრედთან ასიმილაციის შედეგად გამოწვეული გენოტიპისა და ფენოტიპის ცვლილება.
Griffith called the phenomenon transformation, now defined as a change in genotype and phenotype due to the assimilation of external DNA by a cell.
525019.
ბიოლოგია | თავი XVI
სიტყვის "ტრანსფორმაციის" გამოყენება არ უნდა ავურიოთ ნორმალური ცხოველური უჯრედის გარდაქმნაში სიმსივნურ უჯრედად, რაც განხილულია თავ 12-ში.
This use of the word "transformation" should not be confused with the conversion of a normal animal cell to a cancerous one, discussed in Chapter 12.
525020.
ბიოლოგია | თავი XVI
გრიფიტის ნაშრომმა საფუძველი დაუდო ამერიკელი ბაქტერიოლოგის ოსვალდ ევერის 14-წლიან ძიებას ტრანსფორმირებული სუბსტანციის იდენტურობის დასადგენად.
Griffith's work set the stage for a 14-year search for the identity of the transforming substance by American bacteriologist Oswald Avery.