მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525161.
ბიოლოგია | თავი XVI
ბევრად უფრო მეტია ცნობილი ამ „რეპლიკაციური მანქანის“ მუშაობაზე ბაქტერიებში, ვიდრე ევკარიოტებში და ჩვენ ამ პროცესის ძირითად საფეხურებს აღვწერთ E.coli–ს მაგალითზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სპეციალურად იქნება მითითებული.
Much more is known about how this "replication machine" works in bacteria than in eukaryotes, and we will describe the basic steps of the process for E. coli, except where otherwise noted.
525162.
ბიოლოგია | თავი XVI
იმის მიხედვით, რაც მეცნიერებმა ევკარიოტული დნმ-ის შესახებ გაარკვიეს, უნდა ვიფიქროთ, რომ პროკარიოტებსა და ევკარიოტებში პროცესი ძირითადად მსგავსად მიმდინარეობს.
What scientists have learned about eukaryotic DNA replication suggests, however, that most of the process is fundamentally similar for prokaryotes and eukaryotes.
525163.
ბიოლოგია | თავი XVI
დაწყება: რეპლიკაციის საწყისები.
Getting Started: Origins of Replication.
525164.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის მოლეკულის რეპლიკაცია სპეციფიკურ საიტებთან იწყება, რომელთაც რეპლიკაციის საწყისებს უწოდებენ.
The replication of a DNA molecule begins at special sites called origins of replication.
525165.
ბიოლოგია | თავი XVI
ბაქტერიული ქრომოსომა წრიულია და აქვს მხოლოდ ერთი საწყისი, დნმ-ის უბანი ნუკლეოტიდების სპეციფიკური თანამიმდევრობით.
The bacterial chromosome, which is circular, has a single origin, a stretch of DNA having a specific sequence of nucleotides.
525166.
ბიოლოგია | თავი XVI
ცილები, რომლებიც აინიციირებენ დნმ-ის რეპლიკაციას, ამოიცნობენ ამ თანამიმდევრობას და უკავშირდებიან დნმ-ს.
Proteins that initiate DNA replication recognize this sequence and attach to the DNA.
525167.
ბიოლოგია | თავი XVI
შედეგად დნმ-ის ორი ჯაჭვი შორდება ერთმანეთს და წარმოიქმნება რეპლიკაციური „ბუშტი“.
As a result, separating the two strands and opening up a replication "bubble."
525168.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაცია შემდგომ ორივე მიმართულებით მიმდინარეობს, სანამ მთელი მოლეკულა არ გაორმაგდება.
Replication of DNA then proceeds in both directions until the entire molecule is copied.
525169.
ბიოლოგია | თავი XVI
ბაქტერიული ქრომოსომისაგან განსხვავებით, ევკარიოტულ ქრომოსომას შეიძლება ჰქონდეს ასობით, ან ათასობითაც კი, რეპლიკაციის საწყისი.
In contrast to a bacterial chromosome, a eukaryotic chromosome may have hundreds or even thousands of replication origins.
525170.
ბიოლოგია | თავი XVI
მრავალი რეპლიკაციური ბუშტი წარმოიქმნება და საბოლოოდ ერთმანეთს ერწყმის, რაც აჩქარებს დნმ-ის ძალიან გრძელი მოლეკულის კოპირების პროცესს.
Multiple replication bubbles form and eventually fuse, thus speeding up the copying of the very long DNA molecules.
525171.
ბიოლოგია | თავი XVI
ბაქტერიების მსგავსად, ევკარიოტული დნმ-ის რეპლიკაციაც თითოეული საწყისიდან ორივე მიმართულებით მიმდინარეობს.
As in bacteria, eukaryotic DNA replication proceeds in both directions from each origin.
525172.
ბიოლოგია | თავი XVI
თითოეული რეპლიკაციური ბუშტის ბოლოსთან არის რეპლიკაციური ჩანგალი, Y-ფორმის უბანი, სადაც ხდება დნმ-ის ახალი ჯაჭვების ელონგაცია.
At each end of a replication bubble is a replication fork, a Y-shaped region where the new strands of DNA are elongating.
525173.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის ახალი ჯაჭვის ელონგაცია.
Elongating a New DNA Strand.
525174.
ბიოლოგია | თავი XVI
ახალი დნმ-ის ელონგაცია რეპლიკაციურ ჩანგალთან კატალიზდება ფერმენტებით, რომელთაც დნმ პოლიმერაზებს უწოდებენ.
Elongation of new DNA at a replication fork is catalyzed by enzymes called DNA polymerases.
525175.
ბიოლოგია | თავი XVI
ცალკეული ნუკლეოტიდები ეწყობიან თავის კომპლემენტარულ ნუკლეოტიდებთან დნმ-ის საყალიბო ჯაჭვის გასწვრივ, დნმ პოლიმერაზა კი რიგ-რიგობით უერთებს მათ დნმ-ის ახალი ჯაჭვის მზარდ ბოლოს.
As individual nucleotides align with complementary nucleotides along a template strand of DNA, DNA polymerase adds them, one by one, to the growing end of the new DNA strand.
525176.
ბიოლოგია | თავი XVI
ელონგაციის სიჩქარე დაახლოებით 500 ნუკლეოტიდია წამში ბაქტერიებში და 50 წამში - ადამიანის უჯრედებში.
The rate of elongation is about 500 nucleotides per second in bacteria and 50 per second in human cells.
525177.
ბიოლოგია | თავი XVI
E.coli-ში რეპლიკაციაში მონაწილეობს ორი სხვადასხვა დნმ პოლიმერაზა: დნმ პოლიმერაზა III და დნმ პოლიმერაზა I.
In E. coli, two different DNA polymerases are involved in replication: DNA polymerase III and DNA polymerase I.
525178.
ბიოლოგია | თავი XVI
ევკარიოტებში სიტუაცია უფრო რთულადაა, რადგანაც უკვე აღმოჩენილია სულ მცირე 11 განსხვავებული დნმ პოლიმერაზა.
The situation in eukaryotes is more complicated, with at least 11 different DNA polymerases discovered so far.
525179.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა, ძირითადი პრინციპები ორივე შემთხვევაში ერთნაირია.
However, the general principles are the same.
525180.
ბიოლოგია | თავი XVI
მზარდი დნმ-ის ჯაჭვზე დამატებული თითოეული ნუკლეოტიდი, ფაქტობრივად, ნუკლეოზიდ ტრიფოსფატია, კერძოდ ნუკლეოზიდი (შაქარი და ფუძე) ფოსფატის სამი ჯგუფით.
Each nucleotide that is added to a growing DNA strand is actually a nucleoside triphosphate, which is a nucleoside (a sugar and a base) with three phosphate groups.