მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525201.
ბიოლოგია | თავი XVI
როდესაც ბუშტი იზრდება, ანალოგიურად იქმნება ჩამორჩენილი ჯაჭვის შემდეგი სეგმენტი.
As the bubble grows, another segment of the lagging strand can be made in a similar way.
525202.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩამორჩენილი ჯაჭვის ამ სეგმენტებს ოკაზაკის ფრაგმენტებს უწოდებენ, მათი აღმომჩენი იაპონელი მეცნიერის პატივსაცემად.
These segments of the lagging strand end called Okazaki fragments, after the Japanese scientist who discovered them.
525203.
ბიოლოგია | თავი XVI
ფრაგმენტები 1,000-2,000 ნუკლეოტიდის სიგრძისაა E.coli-ში, ხოლო ევკარიოტებში 100-დან 200 ნუკლეოტიდამდე სიგრძის.
The fragments are about 1,000 to 2,000 nucleotides long in E. coli and 100 to 200 nucleotides long in eukaryotes.
525204.
ბიოლოგია | თავი XVI
კიდევ ერთი ფერმენტი, დნმ ლიგაზა, ახდენს ოკაზაკის ფრაგმენტების შაქარ-ფოსფატოვანი ჩონჩხების შემდგომ შეერთებას (ლიგაციას) და მიიღება დნმ-ის ერთი, უწყვეტი, ახალი ჯაჭვი.
Another enzyme, DNA ligase, eventually joins (ligates) the sugar-phosphate backbones of the Okazaki fragments, forming a single new DNA strand.
525205.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის სინთეზის პრაიმინგი.
Priming DNA Synthesis.
525206.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ პოლიმერაზებს არ შეუძლიათ პოლინუკლეოტიდების სინთეზის ინიციირება.
DNA polymerases cannot initiate the synthesis of a polynucleotide.
525207.
ბიოლოგია | თავი XVI
მათ შეუძლიათ მხოლოდ უკვე არსებული (საყალიბო ჯაჭვთან ფუძე-შეწყვილებული) ჯაჭვის 3’ ბოლოზე ნუკლეოტიდების დამატება.
They can only add nucleotides to the 3' end of an already existing chain that is base-paired with the template strand.
525208.
ბიოლოგია | თავი XVI
საწყისი ნუკლეოტიდური ჯაჭვი მოკლეა და მას პრაიმერს (ფალიას) უწოდებენ.
The initial nucleotide chain is a short one bite yor called a primer.
525209.
ბიოლოგია | თავი XVI
პრაიმერები შესაძლოა დნმ-ის ან რნმ-ისაგან (ნუკლეინის მჟავების სხვა კლასი) შედგებოდეს და უჯრედული დნმ-ის რეპლიკაციის მაინიციირებელი პრაიმერი არის რნმ-ის მოკლე უბანი თავისუფალი (ხელმისაწვდომი) 3’ ბოლოთი.
Primers may consist of either DNA or RNA (the other class of nucleic acid), and in initiating the replication of cellular DNA, the primer is a short stretch of RNA with an available 3' end.
525210.
ბიოლოგია | თავი XVI
ფერმენტს, სახელად პრაიმაზა, შეუძლია რნმ-ის ჯაჭვის სინთეზის დაწყება თავიდან (არაფრიდან).
An enzyme called primase can start an RNA chain from scratch.
525211.
ბიოლოგია | თავი XVI
პრაიმაზა აერთებს რნმ-ის ნუკლეოტიდებს, რიგ-რიგობით, და იმ ადგილას, საიდანაც ახალი დნმ-ის ჯაჭვის ინიციაცია უნდა მოხდეს, წარმოიქმნება საყალიბო ჯაჭვის კომპლემენტარული პრაიმერი.
Primase joins RNA nucleotides together one at a time, making a primer complementary to the template strand at the location where initiation of the new DNA strand will occur.
525212.
ბიოლოგია | თავი XVI
პრაიმერები, ძირითადად, 5-დან 10-მდე ნუკლეოტიდის სიგრძისაა.
Primers are generally 5 to 10 nucleotides long.
525213.
ბიოლოგია | თავი XVI
შემდგომ დნმ პოლ III ამატებს უკვე დნმ-ის ნუკლეოტიდს რნმ პრაიმერის 3’ ბოლოს და განაგრძობს დნმ ნუკლეოტიდების მიმატებას დნმ-ის მზარდ ჯაჭვზე ფუძეთა შეწყვილების წესების მიხედვით.
DNA pol III then adds a DNA nucleotide to the 3' end of the RNA primer and continues adding DNA nucleotides to the growing DNA strand according to the base-pairing rules.
525214.
ბიოლოგია | თავი XVI
მხოლოდ ერთი პრაიმერია საჭირო, რომ დნმ პოლ III-მა დაიწყოს მოწინავე ჯაჭვის სინთეზი.
Only one primer is required for DNA pol III to begin synthesizing the leading strand.
525215.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩამორჩენილი ჯაჭვის სინთეზისათვის კი, თითოეულ ოკაზაკის ფრაგმენტს ცალკე პრაიმინგი ესაჭიროება.
For synthesis of the lagging strand, however, each Okazaki fragment must be primed separately.
525216.
ბიოლოგია | თავი XVI
სხვა დნმ პოლიმერაზა, დნმ პოლიმერაზა I (დნმ პოლ I) ცვლის პრაიმერის რნმ ნუკლეოტიდებს მათი დნმ ვერსიებით, ამატებს რა მათ რიგ-რიგობით მოსაზღვრე ოკაზაკის ფრაგმენტის 3’ ბოლოზე.
Another DNA polymerase, DNA polymerase I (DNA pol I), replaces the RNA nucleotides of the primers with A3 DNA versions, adding them one by one onto the 3' end of the adjacent Okazaki fragment.
525217.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ დნმ პოლ I-ს არ შეუძლია შეაერთოს ამ შეცვლილი დნმ-ის სეგმენტის ბოლო ნუკლეოტიდი იმ ოკაზაკის ფრაგმენტის პირველ დნმ ნუკლეოტიდთან, რომლის პრაიმერის შეცვლაც ახლახან განხორციელდა.
But DNA pol I cannot join the final nucleotide of this replacement DNA segment to the first DNA nucleotide of the Okazaki fragment whose primer was just replaced.
525218.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ ამოცანას ასრულებს დნმ ლიგაზა, რომელიც აერთებს ოკაზაკის ყველა ფრაგმენტის შაქარ-ფოსფატოვან ჩონჩხს დნმ-ის ერთ მთლიან უწყვეტ ჯაჭვად.
DNA ligase accomplishes this task, joining the sugarphosphate backbones of all the Okazaki fragments into a continuous DNA strand.
525219.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციაში მონაწილე სხვა ცილები.
Other Proteins That Assist DNA Replication.
525220.
ბიოლოგია | თავი XVI
თქვენ გაეცანით სამი ტიპის ცილებს, რომლებიც ფუნქციონირებენ დნმ-ის სინთეზში: დნმ პოლიმერაზები, ლიგაზა და პრაიმაზა.
You have learned about three kinds of proteins that function in DNA synthesis: DNA polymerases, ligase, and primase.