მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525181.
ბიოლოგია | თავი XVI
თქვენ უკვე გაეცანით ასეთ მოლეკულას - ატფ-ს (ადენოზინ ტრიფოსფატი).
You have already encountered such a molecule-ATP (adenosine triphosphate;).
525182.
ბიოლოგია | თავი XVI
ერთადერთი განსხვავება ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილე ატფ-სა და ნუკლეოზიდ ტრიფოსფატს შორის, რომელიც ამარაგებს დნმ-ს ადენინით, არის მათი შაქროვანი კომპონენტი, რომელთაგანაც დნმ-ის სამშენებლო მასალაში არის დეზოქსირიბოზა, ხოლო ატფ-ში - რიბოზა.
The only difference between the ATP of energy metabolism and the nucleoside triphosphate that supplies adenine to DNA is the sugar component, which is deoxyribose in the building block of DNA, but ribose in ATP.
525183.
ბიოლოგია | თავი XVI
ატფ-ის მსგავსად, დნმ-ის სინთეზში გამოყენებული ტრიფოსფატური მონომერებიც ქიმიურად რეაქციულებია.
Like ATP, the triphosphate monomers used for DNA synthesis are chemically reactive.
525184.
ბიოლოგია | თავი XVI
თითოეული მონომერი დნმ-ის ჯაჭვის მზარდ ბოლოსთან მიერთებისას კარგავს ფოსფატის ორ ჯგუფს პიროფოსფატის მოლეკულის, P - Pi, სახით.
As each monomer joins the growing end of a DNA strand, it loses two phosphate groups as a molecule of pyrophosphate P - Pi.
525185.
ბიოლოგია | თავი XVI
პიროფოსფატის შემდგომი ჰიდროლიზი, არაორგანული ფოსფატის Pi ორ მოლეკულამდე, წარმოადგენს ეგზერგონულ რეაქციას, რომელიც წარმართავს პოლიმერიზაციის რეაქციას.
Subsequent hydrolysis of the pyrophosphate to two molecules of inorganic phosphate is the exergonic reaction that drives the polymerization reaction.
525186.
ბიოლოგია | თავი XVI
ანტიპარალელური ელონგაცია.
Antiparallel Elongation.
525187.
ბიოლოგია | თავი XVI
როგორც მთელი ამ თავის განმავლობაში შეამჩნევდით, დნმ-ის ჯაჭვის ორი ბოლო განსხვავებულია.
As we have noted throughout this chapter, the two ends of a DNA strand are different.
525188.
ბიოლოგია | თავი XVI
ამასთან ერთად, ორმაგ სპირალში დნმ-ის ორი ჯაჭვი ანტიპარალელურებია, ანუ ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა ორიენტირებული.
In addition, the two strands of DNA in a double helix are antiparallel, meaning that they are oriented in opposite directions to each other.
525189.
ბიოლოგია | თავი XVI
ნათელია, რომ დნმ-ის რეპლიკაციის შედეგად წარმოქმნილი ორი ახალი ჯაჭვიც ანტიპარალელური უნდა იყოს თავისი საყალიბო ჯაჭვების მიმართ.
Clearly, the two new strands formed during DNA replication must also be antiparallel to their template strands.
525190.
ბიოლოგია | თავი XVI
როგორ მოქმედებს ორმაგი სპირალის ანტიპარალელური სტრუქტურა რეპლიკაციაზე?
How does the antiparallel structure of the double helix affect replication?
525191.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ პოლიმერაზა ნუკლეოტიდების დამატებას მზარდი დნმ-ის ჯაჭვზე მხოლოდ თავისუფალ 3’ ბოლოზე ახდენს და არასოდეს 5’ ბოლოზე.
DNA polymerases add nucleotides only to the free 3' end of a growing DNA strand, never to the 5' end.
525192.
ბიოლოგია | თავი XVI
ამრიგად, დნმ-ის ახალი ჯაჭვი იზრდება მხოლოდ 5’-3’ მიმართულებით.
Thus, a new DNA strand can elongate only in the 5'-3' direction.
525193.
ბიოლოგია | თავი XVI
ამის გათვალისწინებით, განვიხილოთ რეპლიკაციური ჩანგალი.
With this in mind, let's examine a replication fork.
525194.
ბიოლოგია | თავი XVI
ერთი საყალიბო ჯაჭვის გასწვრივ, დნმ პოლიმერაზა III-ს (აბრევიატურა დნმ პოლ III) შეუძლია კომპლემენტარული ჯაჭვის უწყვეტად სინთეზირება, ახდენს რა ახალი დნმ-ის ელონგაციას სავალდებულო 5’-3’ მიმართულებით.
Along one template strand, DNA polymerase III (abreviated DNA pol III) can synthesize a complementary strand continuously by elongating the new DNA in the mandatory 5'-3' direction.
525195.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ პოლ III უბრალოდ თავსდება საყალიბო ჯაჭვზე რეპლიკაციურ ჩანგალში და ჩანგლის წინ გადაადგილებასთან ერთად განუწყვეტლივ უმატებს ნუკლეოტიდებს კომპლემენტარულ ჯაჭვს.
DNA pol III simply nestles in the replication fork on that template strand and continuously adds nucleotides to the complementary strand as the fork progresses.
525196.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ მექანიზმით მიღებულ დნმ-ის ჯაჭვს წამყვან ჯაჭვს უწოდებენ.
The DNA strand made by this mechanism is called the leading strand.
525197.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის მეორე ახალი ჯაჭვის აუცილებელი, 5’-3’, მიმართულებით გასაზრდელად, დნმ პოლ III-მა უნდა იმუშაოს მეორე საყალიბო ჯაჭვზე რეპლიკაციური ჩანგლიდან უკუ მიმართულებით.
To elongate the other new strand of DNA in the mandatory 5'-3' direction, DNA pol III must work along the other template strand in the direction away from the replication fork.
525198.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ მიმართულებით სინთეზირებულ დნმ-ის ჯაჭვს ჩამორჩენილი ჯაჭვი ეწოდება.
The DNA strand synthesized in this direction is called the lagging strand.
525199.
ბიოლოგია | თავი XVI
წამყვანი ჯაჭვისაგან განსხვავებით, რომლის ელონგაცია უწყვეტად მიმდინარეობს, ჩამორჩენილი ჯაჭვი სინთეზდება სეგმენტების სერიის სახით.
In contrast to the leading strand, which elongates continuously, the lagging strand is synthesized as a series of segments.
525200.
ბიოლოგია | თავი XVI
როგორც კი რეპლიკაციური ბუშტი საკმაო მანძილით გაიხსნება, დნმ პოლ III-ის მოლეკულა უკავშირდება ჩამორჩენილი ჯაჭვის ყალიბს და მოძრაობს რა რეპლიკაციური ჩანგლის საწინააღმდეგო მიმართულებით, ასინთეზებს დნმ-ის მოკლე სეგმენტს.
Once a replication bubble opens far enough, a DNA pol III molecule attaches to the lagging strand's template and moves away from the replication fork, synthesizing a short segment of DNA.