მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525241.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციის პროცესში, როგორც კი თითოეული ნუკლეოტიდი მიემატება მზარდ ჯაჭვს, დნმ პოლიმერაზები ამოწმებენ მის სისწორეს შესაბამის ყალიბთან მიმართებაში.
During DNA replication, DNA polymerases proofread each nucleotide against its template as soon as it is added to the growing strand.
525242.
ბიოლოგია | თავი XVI
აღმოაჩენს რა არასწორად შეწყვილებულ ნუკლეოტიდს, პოლიმერაზა მოაშორებს ამ ნუკლეოტიდს და შემდეგ განაგრძობს სინთეზს.
Upon finding an incorrectly paired nucleotide, the polymerase removes the nucleotide and then resumes synthesis.
525243.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს ქმედება ჰგავს ბეჭდვის შეცდომის დაფიქსირებას კლავიშ „“-ის გამოყენებით და შემდგომ სწორი ასოს დაბეჭდვას მის ადგილას.
This action is similar to fixing a typing error by using the "delete" key and then entering the correct letter.
525244.
ბიოლოგია | თავი XVI
არასწორად შეწყვილებული ნუკლეოტიდები ხანდახან მაინც „ეპარება“ დნმ პოლიმერაზას კორექტურას ან წარმოიქმნება უკვე დნმ-ის სინთეზის შემდეგ - მაგალითად, არსებული ნუკლეოტიდური ფუძის დაზიანების შედეგად.
Mismatched nucleotides sometimes evade proofreading by a DNA polymerase or arise after DNA synthesis is completed by damage to an existing nucleotide base, for instance.
525245.
ბიოლოგია | თავი XVI
არასწორად შეწყვილების რეპარაციისათვის, ანუ გასწორებისათვის, უჯრედები იყენებენ სპეციფიკურ ფერმენტებს, რომლებიც აფიქსირებს არასწორად შეწყვილებულ ნუკლეოტიდებს.
In mismatch repair, cells use special enzymes to fix incorrectly paired nucleotides.
525246.
ბიოლოგია | თავი XVI
მეცნიერებმა ამ ფერმენტების მნიშვნელობაზე მაშინ გაამახვილეს ყურადღება, როდესაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანში არსებული მემკვიდრული დეფექტი ასოცირებულია ნაწლავური სიმსივნის გარკვეულ ფორმასთან.
Researchers spotlighted the importance of such enzymes when they found that a hereditary defect in one of them is associated with a form of colon cancer.
525247.
ბიოლოგია | თავი XVI
ნათელია, რომ ამ დეფექტის შედეგად სიმსივნის გამომწვევი შეცდომები დნმ-ში აკუმულირდება უფრო მეტი სიხშირით, ნორმასთან შედარებით.
Apparently, this defect allows cancer-causing errors to accumulate in the DNA at a faster rate than normal.
525248.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ში კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის შენარჩუნება არსებულ დნმ-ში სხვადასხვა ტიპის დაზიანებების საკმაოდ ხშირ რეპარაციას მოითხოვს.
Maintenance of the genetic information encoded in DNA requires frequent repair of various kinds of damage to existing DNA.
525249.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის მოლეკულები მუდმივად განიცდიან პოტენციურად მავნე ქიმიური და ფიზიკური აგენტების მოქმედებას, რასაც მე-17 თავში განვიხილავთ.
DNA molecules are constantly subjected to potentially harmful chemical and physical agents, as we'll discuss in Chapter 17.
525250.
ბიოლოგია | თავი XVI
რეაქციულ ქიმიურ ნივთიერებებს (გარემოში არსებულსა და უჯრედებში ბუნებრივი გზით წარმოქმნილს), რადიოაქტიურ გამოსხივებებს, რენტგენის სხივებს, ულტრაიისფერ სინათლეს შეუძლიათ ნუკლეოტიდების იმგვარი შეცვლა, რაც მოქმედებს კოდირებულ გენეტიკურ ინფორმაციაზე, ჩვეულებრივ უარყოფითად.
Reactive chemicals (in the environment and occurring naturally in cells), radioactive emissions, X-rays, and ultraviolet light can change nucleotides in ways that can affect encoded genetic information, usually adversely.
525251.
ბიოლოგია | თავი XVI
გარდა ამისა, დნმ-ის ფუძეები ხშირად განიცდიან სპონტანურ ქიმიურ ცვლილებებს, უჯრედის ნორმული პირობების დროსაც.
In addition, DNA bases often undergo spontaneous chemical changes under normal cellular conditions.
525252.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა, დნმ-ის ცვლილებები, ჩვეულებრივ, მანამდე სწორდება, სანამ მუდმივ მუტაციებად გადაიქცევა.
Fortunately, changes in DNA are usually corrected before they become self-perpetuating mutations.
525253.
ბიოლოგია | თავი XVI
ყველა უჯრედი მუდმივად ამოწმებს და რეპარაციას უკეთებს თავის გენეტიკურ მასალას.
Each cell continuously monitors and repairs its genetic material.
525254.
ბიოლოგია | თავი XVI
რადგანაც დაზიანებული დნმ-ის რეპარაცია ასეთი მნიშვნელოვანია ორგანიზმის გადარჩენისათვის, გასაკვირი არ არის, რომ დნმ-ის რეპარაციის მრავალი სხვადასხვა ფერმენტი არის წარმოქმნილი.
Because repair of damaged DNA is so important to the survival of an organism, it is no surprise that many different DNA repair enzymes have evolved.
525255.
ბიოლოგია | თავი XVI
E.coli-ში თითქმის 100 ასეთი ფერმენტია ცნობილი, ხოლო ადამიანებში დღეისათვის უკვე 130-ია იდენტიფიცირებული.
Almost 100 are known in E. coli, and about 130 have been identified so far in humans.
525256.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის დაზიანებების რეპარაციის მექანიზმთა უმრავლესობა იყენებს დნმ-ისთვის დამახასიათებელ შეწყვილებული ფუძეების სტრუქტურას.
anoin Most mechanisms for repairing DNA damage take advantage of the base-paired structure of DNA.
525257.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩვეულებრივ, ჯაჭვის დაზიანების შემცველი სეგმენტი ამოიჭრება დნმ-ის დამჭრელი ფერმენტის - ნუკლეაზას მიერ და წარმოქმნილი ნაპრალი ამოივსება ნუკლეოტიდებით, რომლებიც უკვე სწორად უწყვილდება დაუზიანებელი ჯაჭვების ნუკლეოტიდებს.
Usually, a segment of the strand containing the damage is cut out (excised) by a DNA-cutting enzyme-a nuclease-and the resulting gap is filled in with nucleotides properly paired with the nucleotides in the undamaged strand.
525258.
ბიოლოგია | თავი XVI
ნაპრალის ამოვსებაში მონაწილეობენ ფერმენტები დნმ პოლიმერაზა და ლიგაზა.
The enzymes involved in filling the gap are a DNA polymerase and ligase.
525259.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის ამ ტიპის რეპარაციას ეწოდება რეპარაცია ნუკლეოტიდების ამოჭრით.
DNA repair of this type is called nucleotide excision repair.
525260.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩვენი კანის უჯრედებში დნმ-ის რეპარაციული ფერმენტების ერთი ფუნქცია არის მზის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული გენეტიკური დაზიანებების გასწორება.
One function of the DNA repair enzymes in our skin cells is to repair genetic damage caused by the ultraviolet rays of sunlight.