მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525221.
ბიოლოგია | თავი XVI
სხვა ტიპის ცილებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, მათ შორის ჰელიკაზა, ტოპოიზომერაზა და ერთ ჯაჭვთან (ანუ ერთ ჯაჭვიან დნმ-თან) დაკავშირებადი ცილები.
Other kinds of proteins also participate, including helicase, topoisomerase, and single-strand binding proteins.
525222.
ბიოლოგია | თავი XVI
ჰელიკაზა არის ფერმენტი, რომელიც შლის ორმაგ სპირალს რეპლიკაციურ ჩანგალთან, აცალკევებს ორ მშობელ ჯაჭვს და ხელმისაწვდომს ხდის მათ საყალიბო ჯაჭვის ფუნქციის შესასრულებლად.
Helicase is an enzyme that untwists the double helix at the replication forks, separating the two parental strands and making them available as template strands.
525223.
ბიოლოგია | თავი XVI
სპირალის ეს გაშლა იწვევს რეპლიკაციური ჩანგლის წინ მდებარე უბნის უფრო მჭიდროდ დახვევასა და დაჭიმულობას.
This untwisting causes tighter twisting and strain ahead of the replication fork.
525224.
ბიოლოგია | თავი XVI
მას შემდეგ, რაც ჰელიკაზა დააცალკევებს ორ მშობელ ჯაჭვს, ერთ ჯაჭვთან დაკავშირებადი ცილების მოლეკულები უკავშირდება დნმ-ის დაუწყვილებელ ჯაჭვებს და ასტაბილიზებენ მათ მანამ, სანამ ამ საყალიბო ჯაჭვებიდან მოხდება ახალი კომპლემენტარული ჯაჭვების სინთეზი.
After helicase separates the two parental strands, molecules of single-strand binding protein then bind to the unpaired DNA strands, stabilizing them until they serve as templates for the synthesis of new complementary strands.
525225.
ბიოლოგია | თავი XVI
ტოპოიზომერაზა ამ დაჭიმულობას ამსუბუქებსა.
Topoisomerase helps relieve this strain
525226.
ბიოლოგია | თავი XVI
ცხრილ 16.1-სა და სურათ 16.16-ზე შეჯამებულია დნმ-ის რეპლიკაცია.
Table 16.1 and Figure 16.16, on the next page, summarize DNA replication.
525227.
ბიოლოგია | თავი XVI
კარგად შეისწავლეთ ისინი შემდგომ ეტაპზე გადასვლამდე.
Study them carefully before proceeding.
525228.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციის მანქანა, როგორც სტაციონარული კომპლექსი.
The DNA Replication Machine as a Stationary Complex.
525229.
ბიოლოგია | თავი XVI
მიღებულია, და მოსახერხებელიც, დნმ პოლიმერაზას მოლეკულის წარმოდგენა დნმ-ის „რელსებზე“ მოძრავი ლოკომოტივის სახით.
It is traditional-and convenient-to represent DNA polymerase molecules as locomotives moving along a DNA "railroad track."
525230.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ ასეთი მოდელი არაზუსტია ორ მნიშვნელოვან პუნქტში.
But such a model is inaccurate in two important ways.
525231.
ბიოლოგია | თავი XVI
ჯერ ერთი, დნმ-ის რეპლიკაციაში მონაწილე სხვადასხვა ცილა, ფაქტობრივად, ერთ დიდ კომპლექსს, დნმ-ის რეპლიკაციურ მანქანას, წარმოქმნის.
First, the various proteins that participate in DNA replication actually form a single large complex, a DNA replication "machine."
525232.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ მანქანის ეფექტურობას ხელს უწყობს მრავალი ცილა-ცილოვანი ურთიერთქმედებანი.
Many protein-protein interactions facilitate the efficiency of this machine.
525233.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგალითად, ჰელიკაზა ბევრად უფრო სწრაფად მოქმედებს, როდესაც პრაიმაზასთან იმყოფება კონტაქტში.
For example, helicase works much more rapidly when it is in contact with primase.
525234.
ბიოლოგია | თავი XVI
მეორეს მხრივ, დნმ-ის რეპლიკაციის მანქანა რეპლიკაციის პროცესში ალბათ სტაციონარული რჩება.
Second, the DNA replication machine is probably stationary during the replication process.
525235.
ბიოლოგია | თავი XVI
ევკარიოტულ უჯრედებში, მანქანის მრავალი ასლი, სავარაუდოდ, დაჯგუფებულია „ქარხნებად“ და ემაგრება ბირთვის მატრიქსს, რომელიც ბირთვის შიგნით ბოჭკოების ქსელს წარმოადგენს.
In eukaryotic cells, multiple copies of the machine, perhaps grouped into "factories," may anchor to the nuclear matrix, a framework of fibers extending through the interior of the nucleus.
525236.
ბიოლოგია | თავი XVI
უკანასკნელი კვლევები იმ მოდელს ადასტურებს, რომლის მიხედვითაც დნმ პოლიმერაზას მოლეკულები შემოეხვევა მშობელ დნმ-ს და შემდეგ გარეთ გამოდევნის დნმ-ის ახლად სინთეზირებულ შვილეულ მოლეკულებს.
Recent studies support a model in which DNA polymerase molecules "reel in" the parental DNA and extrude newly made daughter DNA molecules.
525237.
ბიოლოგია | თავი XVI
დამატებითი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ჩამორჩენილი ჯაჭვი მარყუჟისებურად თავსდება ამ კომპლექსში, ისე რომ, როდესაც დნმ პოლიმერაზა ამთავრებს ოკაზაკის ფრაგმენტის სინთეზსა და დისოცირდება, მას არ სჭირდება შორს წასვლა რეპლიკაციური ჩანგლის სიახლოვეს განლაგებული შემდეგი ფრაგმენტის პრაიმერთან მისაღწევად.
Additional evidence suggests that the lagging strand is looped through the complex, so that when a DNA polymerase completes synthesis of an Okazaki fragment and dissociates, it doesn't have far to travel to reach the primer for the next fragment, near the replication fork.
525238.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩამორჩენილი ჯაჭვის ასეთი განლაგება საშუალებას იძლევა ნაკლებ დროში მოხდეს უფრო მეტი ოკაზაკის ფრაგმენტის სინთეზი.
This looping of the lagging strand enables more Okazaki fragments to be synthesized in less time.
525239.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის კორექტირება და რეპარაცია.
Proofreading and Repairing DNA.
525240.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციის სიზუსტე არ შეიძლება მხოლოდ ფუძეთა შეწყვილების სპეციფიკურობას მივაწეროთ.
We cannot attribute the accuracy of DNA replication solely to the specificity of base pairing.