მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525321.
ბიოლოგია | თავი XVII
რიბოსომა არის ტრანსლაციის - პოლიპეპტიდის სინთეზის - წარმმართველი უჯრედული მანქანის ნაწილი.
Ribosome, is part of the cellular machinery for translation-polypeptide synthesis.
525322.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ თავში დეტალურადაა აღწერილი ინფორმაციის დინება გენიდან ცილამდე.
This chapter describes the flow of information from gene to protein in detail.
525323.
ბიოლოგია | თავი XVII
დასასრულ, თქვენ გაეცნობით როგორ ახდენენ გენეტიკური მუტაციები, როგორიცაა, მაგალითად, ბარდის მცენარეში ჯუჯობის გამომწვევი მუტაცია, ორგანიზმებზე ზემოქმედებას თავისი ცილების მეშვეობით.
By the end, you will understand how genetic mutations, such as the one causing the dwarf trait in pea plants, affect organisms through their proteins.
525324.
ბიოლოგია | თავი XVII
გენები განსაზღვრავენ ცილებს ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის საშუალებით.
Genes specify proteins via transcription and translation.
525325.
ბიოლოგია | თავი XVII
სანამ დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ განსაზღვრავენ გენები ცილის სინთეზს, ცოტა უკან დავიხიოთ და ვნახოთ, როგორ მოხდა გენებსა და ცილებს შორის ფუნდამენტური კავშირის აღმოჩენა.
Before going into the details of how genes direct protein synthesis, let's step back and examine how the fundamental relationship between genes and proteins was discovered.
525326.
ბიოლოგია | თავი XVII
მეტაბოლური დეფექტების კვლევიდან მიღებული მტკიცებულება.
Evidence from the Study of Metabolic Defects.
525327.
ბიოლოგია | თავი XVII
909 წელს, ბრიტანელმა ექიმმა არჩიბალდ გაროდმა პირველმა ივარაუდა, რომ გენები განაპირობებს ფენოტიპებს იმ ფერმენტების საშუალებით, რომლებიც სპეციფიკურ ქიმიურ რეაქციებს აკატალიზებენ უჯრედში.
In 1909, British physician Archibald Garrod was the first to suggest that genes dictate phenotypes through enzymes that catalyze specific chemical reactions in the cell.
525328.
ბიოლოგია | თავი XVII
გაროდის აზრით, მემკვიდრეობითი დაავადების სიმპტომები ასახავს ინდივიდის უუნარობას, მოახდინოს გარკვეული ფერმენტის სინთეზი.
Garrod postulated that the symptoms of an inherited disease reflect a person's inability to make a particular enzyme.
525329.
ბიოლოგია | თავი XVII
ის საუბრობდა ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა „მეტაბოლიზმის თანდაყოლილი შეცდომები“.
He referred to such diseases as "inborn errors of metabolism."
525330.
ბიოლოგია | თავი XVII
გაროდმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა მემკვიდრეობითი მდგომარეობა, სახელად ალკაპტონურია.
Garrod gave as one example the hereditary condition called alkaptonuria.
525331.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ დროს შარდი შავი ფერისაა, რადგანაც შეიცავს ალკაპტონს, რომელიც ჰაერზე მუქდება.
In which the urine is black because it contains the chemical alkapton, which darkens upon exposure to air.
525332.
ბიოლოგია | თავი XVII
გაროდი თვლიდა, რომ ადამიანების უმეტესობას აქვს ალკაპტონის დამშლელი ფერმენტი, ხოლო ალკაპტონურიით დაავადებულებმა მემკვიდრეობით მიიღეს აღნიშნული ფერმენტის სინთეზის უუნარობა.
Garrod reasoned that most people have an enzyme that breaks down alkapton, whereas people with alkaptonuria have inherited an inability to make the enzyme that metabolizes alkapton.
525333.
ბიოლოგია | თავი XVII
გაროდის იდეა წინ უსწრებდა დროს, მაგრამ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა მისი ჰიპოთეზა, რომ გენი კარნახობს სპეციფიკური ფერმენტის წარმოქმნას.
Garrod's idea was ahead of its time, but research conducted several decades later supported his hypothesis that a gene dictates the production of a specific enzyme.
525334.
ბიოლოგია | თავი XVII
ბიოქიმიკოსებმა დიდი რაოდენობით დააგროვეს მტკიცებულებანი, რომ უჯრედები ორგანულ მოლეკულათა უმრავლესობის სინთეზსა და დაშლას მეტაბოლური გზების საშუალებით ახორციელებენ.
Biochemists accumulated much evidence that cells synthesize and degrade most organic molecules via metabolic pathways.
525335.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ გზების შემადგენელი თითოეული თანამიმდევარი ქიმიური რეაქცია კი სპეციფიკური ფერმენტის მიერ კატალიზდება.
In which each chemical reaction in a sequence is catalyzed by a specific enzyme.
525336.
ბიოლოგია | თავი XVII
ასეთ მეტაბოლურ გზებს მივყავართ იმ პიგმენტების სინთეზისაკენ, რომლებიც განაპირობებენ ხილის ბუზის თვალის ფერს.
Such metabolic pathways lead, for instance, to the synthesis of the pigments that give fruit flies their eye color.
525337.
ბიოლოგია | თავი XVII
1930-იან წლებში ჯორჯ ბიდლმა და ბორის ეფრასიმ წამოაყენეს მოსაზრება, რომ Drosophila-ში, თვალის ფერზე მოქმედი თითოეული მუტაცია პიგმენტის სინთეზს სპეციფიკურ საფეხურზე ბლოკავს, ამ საფეხურის მაკატალიზებელი ფერმენტის წარმოქმნის შეფერხების მეშვეობით.
In the 1930s, George Beadle and Boris Ephrussi speculated that in Drosophila, each of the various mutations affecting eye color blocks pigment synthesis at a specific step by preventing production of the enzyme that catalyzes that step.
525338.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა იმ დროისათვის ცნობილი არ იყო არც ქიმიური რეაქციები და არც ფერმენტები, რომლებიც მათ აკატალიზებდნენ.
However, neither the chemical reactions, nor the enzymes that catalyze them were known at the time.
525339.
ბიოლოგია | თავი XVII
მუტანტები კვებითი მოთხოვნილების მიხედვით Neurospora-ში: მეცნიერული კვლევა.
Nutritional Mutants in Neurospora: Scientific Inquiry.
525340.
ბიოლოგია | თავი XVII
გენებსა და ფერმენტებს შორის კავშირის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი აღმოჩენა რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა, როდესაც ბიდლმა და ედუარდ ტატუმმა დაიწყეს მუშაობა პურის ობის სოკოზე, Neurospora crassa-ზე.
A breakthrough in demonstrating the relationship between genes and enzymes came a few years later, when Beadle and Edward Tatum began working with a bread mold, Neurospora crassa.