მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525361.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილის ყოველი პოლიპეპტიდი ასევე მონომერებისაგან შედგება, რომლებიც განლაგებულია განსაკუთრებული ხაზობრივი რიგით (ცილის პირველადი სტრუქტურა), ხოლო მის მონომერებს 20 ამინომჟავა წარმოადგენს.
Each polypeptide of a protein also has monomers arranged in a particular linear order (the protein's primary structure), but its monomers are the 20 amino acids.
525362.
ბიოლოგია | თავი XVII
ამრიგად, ნუკლეინის მჟავებიცა და ცილებიც შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც ჩაწერილია ორ განსხვავებულ ქიმიურ ენაზე.
Thus, nucleic acids and proteins contain information written in two different chemical languages.
525363.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-იდან ცილამდე მისასვლელად საჭიროა ორი მთავარი საფეხური - ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია.
Getting from DNA to protein requires two major stages, transcription and translation.
525364.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფცია არის დნმ-ის კარნახით რნმ-ის სინთეზი.
Transcription is the synthesis of RNA under the direction of DNA.
525365.
ბიოლოგია | თავი XVII
ორივე ნუკლეინის მჟავა ერთი და იგივე ენას იყენებს, ამიტომ ინფორმაცია უბრალოდ ტრანსკრიბირდება, ანუ გადაიწერება, ერთი მოლეკულიდან მეორეზე.
Both nucleic acids use the same language, and the information is simply transcribed, or copied, from one molecule to the other.
525366.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც დნმ-ის ჯაჭვი ასრულებს ყალიბის როლს დნმ-ის რეპლიკაციის პროცესში ახალი კომპლემენტარული ჯაჭვის სინთეზისათვის, ზუსტად ასევე წარმოადგენს ის ყალიბს რნმ-ის ნუკლეოტიდების თანამიმდევრობის განსასაზღვრავად.
Just as a DNA strand provides a template for the synthesis of a new complementary strand during DNA replication, it provides a template for assembling a sequence of RNA nucleotides.
525367.
ბიოლოგია | თავი XVII
მიღებული რნმ-ის მოლეკულა გენის ცილის ასაშენებელი ინსტრუქციების ზუსტ ტრანსკრიპტად გვევლინება.
The resulting RNA molecule is a faithful transcript of the gene's protein-building instructions.
525368.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის ამ ტიპის მოლეკულას მესენჯერული რნმ (მრნმ) ეწოდება, რადგანაც მას გადააქვს გენეტიკური მესიჯი დნმ-იდან უჯრედის ცილის სინთეზის მანქანამდე.
In discussing proteincoding genes, this type of RNA molecule is called messenger RNA (mRNA), because it carries a genetic message from the DNA to the protein-synthesizing machinery of the cell.
525369.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფცია არის დნმ-ის ყალიბზე ნებისმიერი ტიპის რნმ-ის სინთეზის ამსახველი ზოგადი ტერმინი.
Transcription is the general term for the synthesis of any kind of RNA on a DNA template.
525370.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ თავში, მოგვიანებით, თქვენ შეიტყობთ სხვა ტიპის რნმ-ების შესახებ, რომლებიც ტრანსკრიფციით მიიღება.
Later in this chapter, you will learn about other types of RNA produced by transcription.
525371.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაცია არის პოლიპეპტიდის სინთეზი, რომელიც მიმდინარეობს მრნმ-ის „ხელმძღვანელობით“.
Translation is the actual synthesis of a polypeptide, which occurs under the direction of mRNA.
525372.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ სტადიის განმავლობაში ხდება ენის შეცვლა.
During this stage, there is a change in language.
525373.
ბიოლოგია | თავი XVII
უჯრედმა უნდა გადათარგმნოს მრნმ-ის მოლეკულის ფუძეთა თანამიმდევრობა პოლიპეპტიდის ამინომჟავურ თანამიმდევრობად.
The cell must translate the base sequence of an mRNA molecule into the amino acid sequence of a polypeptide.
525374.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსლაცია ხორციელდება რიბოსომებზე, კომპლექსურ ნაწილაკებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ამინომჟავების რიგის მიხედვით დაკავშირებას პოლიპეპტიდურ ჯაჭვებად.
The sites of translation are ribosomes, complex particles that facilitate the orderly linking of amino acids into polypeptide chains.
525375.
ბიოლოგია | თავი XVII
თქვენ შესაძლოა იკითხოთ, რატომ არ შეიძლება პირდაპირ დნმ-დან მოხდეს ცილების ტრანსლაცია.
You might wonder why proteins couldn't simply be translated directly from DNA.
525376.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის შუამავალ რგოლად გამოყენებისათვის ევოლუციური მიზეზები არსებობს.
There are evolutionary reasons for using an RNA intermediate.
525377.
ბიოლოგია | თავი XVII
პირველ რიგში, ეს დნმ-ისა და მისი გენეტიკური ინფორმაციის დაცვის საშუალებას წარმოადგენს.
First, it provides protection for the DNA and its genetic information.
525378.
ბიოლოგია | თავი XVII
ანალოგიისათვის რომ განვიხილოთ, მაგალითად, როდესაც არქიტექტორი აპროექტებს სახლს, მშენებლები ადგილზე არ იყენებენ ორიგინალურ პროექტს (დნმ-ის მსგავსად).
As an analogy, when an architect designs a house, the original specifications (analogous to DNA) are not what the construction workers use at the site.
525379.
ბიოლოგია | თავი XVII
ამის ნაცვლად, ისინი იყენებენ ორიგინალების ასლებს (მრნმ-ის ანალოგი), ხოლო ორიგინალები ინახება ხელუხლებლად და დაუზიანებლად.
Instead they use copies of the originals (analogous to mRNA), keeping the originals pristine and undamaged.
525380.
ბიოლოგია | თავი XVII
მეორე მხრივ, რნმ-ის შუამავლად გამოყენება საშუალებას იძლევა ცილის მრავალი ასლი გაკეთდეს ერთდროულად, რადგანაც ერთი გენიდან შესაძლებელია, რნმ-ის მრავალი ტრანსკრიპტი მივიღოთ.
Second, using an RNA intermediate allows more copies of a protein to be made simultaneously, since many RNA transcripts can be made from one gene.