მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525341.
ბიოლოგია | თავი XVII
ისინი რენტგენის სხივებით ასხივებდნენ Neurospora-ს და შემდეგ გადარჩენილებს შორის ეძებდნენ მუტანტებს, რომლებიც საკვების საჭიროების მიხედვით განსხვავდებოდნენ ველური ტიპის სოკოსაგან.
They bombarded Neurospora with X-rays and then looked among the survivors for mutants that differed in their nutritional needs from the wild-type mold.
525342.
ბიოლოგია | თავი XVII
ველური ტიპის Neurospora-ს საკვებში ზომიერი მოთხოვნილებები აქვს.
Wild-type Neurospora has modest food requirements.
525343.
ბიოლოგია | თავი XVII
მას ლაბორატორიაში შეუძლია იარსებოს აგარზე (ნოტიო საარსებო არე), რომელშიც შერეულია მხოლოდ არაორგანული მარილები, გლუკოზა და ვიტამინი ბიოტინი.
It can survive in the laboratory on agar (a moist support medium) mixed only with inorganic salts, glucose, and the vitamin biotin.
525344.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ მინიმალური არიდან, ობის სოკო საკუთარი მეტაბოლური გზების საშუალებით წარმოქმნის მისთვის საჭირო ყველა სხვა მოლეკულას.
From this minimal medium, the mold uses its metabolic pathways to produce all the other molecules it needs.
525345.
ბიოლოგია | თავი XVII
ბიდლმა და ტატუმმა მოახდინეს იმ მუტანტების იდენტიფიცირება, რომელთაც არ შეუძლიათ არსებობა მინიმალურ არეზე, ალბათ იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებენ მინიმალური ინგრედიენტებისაგან გარკვეული აუცილებელი მოლეკულების სინთეზს.
Beadle and Tatum identified mutants that could not survive on minimal medium, apparently because they were unable to synthesize certain essential molecules from the minimal ingredients.
525346.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა, ასეთი კვებითი მუტანტების უმეტესობა გადარჩება, თუ მოვათავსებთ სრული ზრდის არეზე, რასაც წარმოადგენს მინიმალურ არეს დამატებული 20-ვე ამინომჟავა და ზოგიერთი სხვა საკვები ნივთიერება.
However, most such nutritional mutants can survive on a complete growth medium, minimal medium supplemented with all 20 amino acids and a few other nutrients.
525347.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეულ კვებით მუტანტში არსებული მეტაბოლური დეფექტის დასახასიათებლად, ბიდლმა და ტატუმმა აიღეს ნიმუშები სრულ არეზე გაზრდილი მუტანტებიდან და გაანაწილეს ისინი რიგ სხვადასხვა ჭურჭელში.
To characterize the metabolic defect in each nutritional mutant, Beadle and Tatum took samples from the mutant growing on complete medium and distributed them to a number of different vials.
525348.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეული ჭურჭელი შეიცავდა მინიმალურ არეს პლუს ერთი დამატებითი საკვები ნივთიერება.
Each vial contained minimal medium plus a single additional nutrient.
525349.
ბიოლოგია | თავი XVII
განსაზღვრული დანამატი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ზრდას, მიუთითებდა ამ შემთხვევაში არსებულ მეტაბოლურ დეფექტზე.
The particular supplement that allowed growth indicated the metabolic defect.
525350.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, თუ ერთადერთი დანამატიანი ჭურჭელი, რომელშიც მუტანტი გაიზარდა, ამინომჟავა არგინინით იყო გამდიდრებული, მეცნიერებს შეეძლოთ დაესკვნათ, რომ აღნიშნულ მუტანტში დეფექტური იყო ბიოქიმიური გზა, რომელსაც ველური ტიპის უჯრედები არგინინის სინთეზისათვის იყენებენ.
For example, if the only supplemented vial that supported growth of the mutant was the one fortified with the amino acid arginine, the researchers could conclude that the mutant was defective in the biochemical pathway that wild-type cells use to synthesize arginine.
525351.
ბიოლოგია | თავი XVII
ბიდლმა და ტატუმმა განაგრძეს კვლევა, რათა თითოეული მუტანტის დეფექტი უფრო სპეციფიკურად განესაზღვრათ.
Beadle and Tatum went on to pin down each mutant's defect more specifically.
525352.
ბიოლოგია | თავი XVII
განსაკუთრებულად სამაგალითოა მათ მიერ შესრულებული სამუშაო არგინინის მოთხოვნილების მქონე მუტანტებზე.
Their work with arginine-requiring mutants was especially instructive.
525353.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური შეჯვარების საშუალებით განისაზღვრა, რომ მათი მუტანტები სამ კლასად იყოფა, თითოეულში კი განსხვავებული გენია მუტირებული.
Using genetic crosses, they determined that their mutants fell into three classes, each mutated in a different gene.
525354.
ბიოლოგია | თავი XVII
მკვლევრებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ განასხვაონ ეს კლასები დამატებითი ტესტების საშუალებით, რაც დამყარებულია მათი ზრდისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებზე.
The researchers then showed that they could distinguish among the classes of mutants nutritionally by additional tests of their growth requirements.
525355.
ბიოლოგია | თავი XVII
არგინინის სინთეზის გზაზე, მათი ვარაუდით, წინამორბედი საკვები ნივთიერება გარდაიქმნება ორნითინად, რომელიც, თავის მხრივ, გარდაიქმნება ციტრულინად, ეს უკანასკნელი კი არგინინად.
In the synthetic pathway leading to arginine, they suspected, a precursor nutrient is converted to ornithine, which is converted to citrulline, which is converted to arginine.
525356.
ბიოლოგია | თავი XVII
როდესაც მათ გამოცადეს, არგინინული მუტანტები იზრდებოდნენ თუ არა ორნითინსა და ციტრულინზე, აღმოჩნდა, რომ ერთ კლასს შეუძლია ზრდა ორივე ნაერთზე (ან არგინინზე), მეორე კლასი მხოლოდ ციტრულინზე (ან არგინინზე) იზრდება, ხოლო მესამე კლასი ვერც ერთ ნაერთზე ვერ გაიზარდა - ის აუცილებლად საჭიროებდა არგინინს.
When they tested their arginine mutants for growth on ornithine and citrulline, they found that one class could grow on either compound (or arginine), the second class only on citrulline (or arginine), and the third on neither-it absolutely required arginine.
525357.
ბიოლოგია | თავი XVII
ამრიგად, მეცნიერთა დასაბუთებით, მუტანტების სამი კლასი ბლოკირებული უნდა იყოს არგინინის სინთეზის სხვადასხვა საფეხურებზე, ანუ მუტანტთა თითოეულ კლასს აკლია ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს ბლოკირებულ საფეხურს.
The three classes of mutants, the researchers reasoned, must be blocked at different steps in the pathway that synthesizes arginine, with each mutant class lacking the enzyme that catalyzes the blocked step.
525358.
ბიოლოგია | თავი XVII
რადგანაც ყოველი მუტანტი დეფექტური იყო ერთ გენში, ბიდლისა და ტატუმის მიერ მიღებულმა შედეგებმა გაამყარა, როგორც მათ უწოდეს, ერთი გენი - ერთი ფერმენტის ჰიპოთეზა.
Because each mutant was defective in a single gene, Beadle and Tatum's results provided strong support for the one gene-one enzyme hypothesis, as they dubbed it.
525359.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-სა თუ რნმ-ში მონომერებს წარმოადგენს ოთხი ტიპის ნუკლეოტიდი, რომლებიც ერთმანეთისაგან აზოტოვანი ფუძეებით განსხვავდებიან.
However, many proteins are constructed from two or more different polypeptide chains, and each polypeptide is specified by its own gene.
525360.
ბიოლოგია | თავი XVII
გენები, ჩვეულებრივ, ასეულობით ან ათასეულობით ნუკლეოტიდების სიგრძისაა და თითოეულ გენს ფუძეთა სპეციფიკური თანამიმდევრობა ახასიათებს.
Genes are typically hundreds or thousands of nucleotides long, each gene having a specific sequence of bases.