მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525381.
ბიოლოგია | თავი XVII
გარდა ამისა, რნმ-ის ყოველი ტრანსკრიპტი შეიძლება განმეორებითად ტრანსლირდეს.
Also, each RNA transcript can be translated repeatedly.
525382.
ბიოლოგია | თავი XVII
სურათი 17.3 თუმცა ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის ძირითადი მექანიზმები მსგავსია პროკარიოტებისა და ევკარიოტებისათვის, უჯრედის შიგნით გენეტიკური ინფორმაციის დინებაში მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს.
Although the basic mechanics of transcription and translation are similar for prokaryotes and eukaryotes, there is an important difference in the flow of genetic information within the cells.
525383.
ბიოლოგია | თავი XVII
რადგანაც ბაქტერიებს ბირთვი არა აქვთ, მათი დნმ არ არის სეგრეგირებული რიბოსომებისა და ცილის მასინთეზებელი სხვა ორგანელებისაგან.
Because bacteria lack nuclei, their DNA is not segregated from ribosomes and the other protein-synthesizing equipment.
525384.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც ქვემოთ ნახავთ, ეს საშუალებას იძლევა, მრნმ-ის ტრანსლაცია დაიწყოს ჯერ კიდევ მისი ტრანსკრიფციის პროცესში.
As you will see later, this allows translation of an mRNA to begin while its transcription is still in progress.
525385.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტულ უჯრედში, პირიქით, ბირთვული გარსი აცალკევებს ტრანსკრიფციასა და ტრანსლაციას დროსა და სივრცეში.
In a eukaryotic cell, by contrast, the nuclear envelope separates transcription from translation in space and time.
525386.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფცია ბირთვში წარმოებს, ხოლო მრნმ ტრანსპორტირდება ციტოპლაზმაში, სადაც ხდება ტრანსლაცია.
Transcription occurs in the nucleus, and mRNA is transported to the cytoplasm, where translation occurs.
525387.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგრამ, ბირთვის დატოვებამდე, ევკარიოტული რნმ ტრანსკრიპტები განიცდიან სხვადასხვაგვარ მოდიფიკაციებს, რათა წარმოიქმნას საბოლოო, ფუნქციონალური მრნმ.
But before they can leave the nucleus, eukaryotic RNA transcripts are modified in various ways to produce the final, functional mRNA.
525388.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილის მაკოდირებელი ევკარიოტული გენების ტრანსკრიფციის შედეგად მიიღება პრე-მრნმ, მისი რნმ პროცესინგის შედეგად კი წარმოიქმნება დასრულებული მრნმ.
The transcription of a protein-coding eukaryotic gene results in pre-mRNA, and RNA processing yields the finished mRNA.
525389.
ბიოლოგია | თავი XVII
ნებისმიერი გენის (მათ შორის იმ რნმ-ების მაკოდირებელსაც, რომლებიც არ ტრანსლირდება ცილაში) საწყის რნმ ტრანსკრიპტს, ზოგადად, პირველად ტრანსკრიპტს უწოდებენ.
The initial RNA transcript from any gene, including those coding for RNA that is not translated into protein, is more generally called a primary transcript.
525390.
ბიოლოგია | თავი XVII
მოდით შევაჯამოთ: გენები აპროგრამებენ ცილის სინთეზს გენეტიკური მესიჯების საშუალებით, რომლებიც წარმოდგენილია მესენჯერული რნმ-ის სახით.
Let's summarize: Genes program protein synthesis via genetic messages in the form of messenger RNA.
525391.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვაგვარად თუ ვიტყვით, უჯრედები იმართება ბრძანებათა მოლეკულური ჯაჭვის მიერ: დნმ - რნმ - ცილა.
Put another way, cells are governed by a molecular chain of command: DNA - RNA - protein.
525392.
ბიოლოგია | თავი XVII
შემდეგ სექციაში, განვიხილავთ, როგორ არის ნუკლეინის მჟავებში კოდირებული ინსტრუქციები ამინომჟავების სპეციფიკური რიგით ასაწყობად.
In the next section, we discuss how the instructions for assembling amino acids into a specific order are encoded in nucleic acids.
525393.
ბიოლოგია | თავი XVII
გენეტიკური კოდი.
The Genetic Code.
525394.
ბიოლოგია | თავი XVII
როდესაც ბიოლოგებმა პირველად დაიწყეს ფიქრი, რომ ცილის სინთეზისათვის ინსტრუქციები კოდირებულია დნმ-ში, მათ წინაშე შემდეგი პრობლემა დადგა.
When biologists began to suspect that the instructions for protein synthesis were encoded in DNA, they recognized a problem.
525395.
ბიოლოგია | თავი XVII
არსებობს მხოლოდ ოთხი ნუკლეოტიდური ფუძე 20 ამინომჟავას განსასაზღვრავად.
There are only four nucleotide bases to specify 20 amino acids.
525396.
ბიოლოგია | თავი XVII
ამრიგად, გენეტიკური კოდი არ შეიძლება, იყოს ჩინურის მსგავსი ენა, სადაც ყოველი წერილობითი სიმბოლო ერთ სიტყვას შეესაბამება.
Thus, the genetic code cannot be a language like Chinese, where each written symbol corresponds to a single word.
525397.
ბიოლოგია | თავი XVII
მაშინ, რამდენი ფუძე უნდა შეესაბამებოდეს ერთ ამინომჟავას?
How many bases, then, correspond to an amino acid?
525398.
ბიოლოგია | თავი XVII
კოდონები: ფუძეთა ტრიპლეტები.
Codons: Triplets of Bases.
525399.
ბიოლოგია | თავი XVII
თუ თითოეული ნუკლეოტიდური ფუძე გადაითარგმნებოდა ამინომჟავად, 20-დან მხოლოდ 4 ამინომჟავა იქნებოდა განსაზღვრული.
If each nucleotide base were translated into an amino acid, only 4 of the 20 amino acids could be specified.
525400.
ბიოლოგია | თავი XVII
საკმარისი იქნება თუ არა ორასოიანი კოდით ჩაწერილი სიტყვების ენა?
Would a language of two-letter code words suffice?