მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525981.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზისური ციკლისგან განსხვავებით, რომლის დროსაც მასპინძელი უჯრედი იღუპება, ლიზოგენურ ციკლში ფაგის გენომი რეპლიცირდება მასპინძლის სიკვდილის გარეშე.
In contrast to the lytic cycle, which kills the host cell, the lysogenic cycle replicates the phage genome without destroying the host.
525982.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგებს, რომელთაც ბაქტერიაში რეპროდუცირების ორივე მოდელის გამოყენება შეუძლიათ, ზომიერი ფაგები ეწოდებათ.
Phages capable of using both modes of reproducing within a bacterium are called temperate phages.
525983.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზომიერი ფაგი, სახელწოდებით ლამბდა, ჩაწერილი ბერძნული ასო λ-თი, ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიურ კვლევებში.
A temperate phage called lambda, written with the Greek letter λ, is widely used in biological research.
525984.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფაგი λ ჰგავს T4-ს, მაგრამ მის კუდს მხოლოდ ერთი მოკლე კუდის ბოჭკო აქვს.
Phage à resembles T4, but its tail has only one short tail fiber.
525985.
ბიოლოგია | თავი XVIII
E. ცოლი-ის უჯრედის ინფიცირება ფაგი λ-თი იწყება, როდესაც ფაგი უკავშირდება უჯრედის ზედაპირს და ახდენს თავისი დნმ-ის შეყვანას უჯრედში.
Infection of an E. coli cell by phage A begins when the phage binds to the surface of the cell and injects its DNA.
525986.
ბიოლოგია | თავი XVIII
მასპინძელ უჯრედში, λ-ს დნმ-ის მოლეკულა წრიული ხდება.
Within the host, the λ DNA molecule forms a circle.
525987.
ბიოლოგია | თავი XVIII
რა მოხდება შემდგომ, დამოკიდებულია რეპროდუქციის მოდელზე: ლიზისური ციკლი იქნება თუ ლიზოგენური.
What happens next depends on the reproductive mode: lytic cycle or lysogenic cycle.
525988.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზისური ციკლის დროს, ვირუსული გენები მყისვე გადააქცევენ მასპინძელ უჯრედს λ-ს მწარმოებელ ფაბრიკად, უჯრედი სწრაფად განიცდის ლიზისს და გამოათავისუფლებს თავის ვირუსულ პროდუქციას.
During a lytic cycle, the viral genes immediately turn the host cell into a λ-producing factory, and the cell soon lyses and releases its viral products.
525989.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზოგენური ციკლის დროს კი, λ დნმ-ის მოლეკულა გენეტიკური რეკომბინაციის (კროსინგოვერის) საშუალებით ჩაერთვება მასპინძელი უჯრედის ქრომოსომაში სპეციფიკურ საიტში.
During a lysogenic cycle, however, the X DNA molecule is incorporated by genetic recombination (crossing over) into a specific site on the host cell's chromosome.
525990.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიულ ქრომოსომაში ამ გზით ჩართული ვირუსული დნმ ცნობილია პროფაგის სახელით.
When integrated into the bacterial chromosome in this way, the viral DNA is known as a prophage.
525991.
ბიოლოგია | თავი XVIII
პროფაგის ერთი გენი კოდირებს ცილას, რომელიც აფერხებს პროფაგის სხვა გენების უმეტესობის ტრანსკრიფციას.
One prophage gene codes for a protein that prevents transcription of most of the other prophage genes.
525992.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამრიგად, ფაგის გენომი ბაქტერიის შიგნით მეტწილად „გაჩუმებულია“.
Thus, the phage genome is mostly silent within the bacterium.
525993.
ბიოლოგია | თავი XVIII
ყოველთვის, როდესაც E. ცოლი გასაყოფად ემზადება, საკუთარ დნმ-თან ერთად ფაგის დნმ-ის რეპლიკაციასაც ახორციელებს და ასლებს შვილეულ უჯრედებს გადასცემს.
Every time the E. coli cell prepares to divide, it replicates the phage DNA along with its own and passes the copies on to daughter cells.
525994.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთ ინფიცირებულ უჯრედს შეუძლია, სწრაფად წარმოქმნას პროფაგის ფორმით არსებული ვირუსის მატარებელი ბაქტერიების დიდი პოპულაცია.
A single infected cell can quickly give rise to a large population of bacteria carrying the virus in prophage form.
525995.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს ვირუსებს, გავრცელდნენ და გამრავლდნენ იმ მასპინძელი უჯრედების დაზიანების გარეშე, რომელზედაც თვითონ არიან დამოკიდებული.
This mechanism enables viruses to propagate without killing the host cells on which they depend.
525996.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტერმინი ლიზოგენური მიუთითებს, რომ პროფაგებს აქვთ უნარი, წარმოქმნან მასპინძელი უჯრედების ლიზისის გამომწვევი აქტიური ფაგები.
The term lysogenic implies that prophages are capable of giving rise to active phages that lyse their host cells.
525997.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ხდება, როდესაც λ გენომი გამოდის ბაქტერიული ქრომოსომიდან და ლიზისური ციკლის ინიციირებას ახდენს.
This occurs when the λ genome exits the bacterial chromosome and initiates a lytic cycle.
525998.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლიზოგენური ციკლის „გადართვას“ ლიზისურ ციკლზე, ჩვეულებრივ, იწვევს გარემო სიგნალი, როგორიცაა რადიაცია ან გარკვეული ქიმიური ნაერთის არსებობა.
What triggers the switchover from the lysogenic to the lytic mode is usually an environmental signal, such as radiation or the presence of certain chemicals.
525999.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსკრიფციის შემაფერხებელი ცილის გენთან ერთად, ლიზოგენური ციკლის პროცესში პროფაგის რამდენიმე სხვა გენიც შეიძლება ექსპრესირდებოდეს.
In addition to the gene for the transcription-preventing protein, a few other prophage genes may also be expressed during lysogenic cycles.
526000.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ გენების ექსპრესიამ, შესაძლოა, შეცვალოს მასპინძლის ფენოტიპი.
Expression of these genes may alter the host's phenotype.