მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526041.
ბიოლოგია | თავი XVIII
აივ და სხვა რეტროვირუსები გარსიან ვირუსებს წარმოადგენენ, რომელნიც შეიცავენ ერთჯაჭვიანი რნმ-ის ორ იდენტურ მოლეკულას და ასევე ორ მოლეკულა უკუტრანსკრიპტაზას.
HIV and other retroviruses are enveloped viruses that contain two identical molecules of single-stranded RNA and two molecules of reverse transcriptase.
526042.
ბიოლოგია | თავი XVIII
აივ-ის მასპინძელ უჯრედში შესვლის შემდეგ, მისი უკუტრანსკრიპტაზას მოლეკულები გამოიყოფიან ციტოპლაზმაში და აკატალიზებენ ვირუსული დნმ-ის სინთეზს.
After HIV enters a host cell, its reverse transcriptase molecules are released into the cytoplasm and catalyze synthesis of viral DNA.
526043.
ბიოლოგია | თავი XVIII
ახლად შექმნილი ვირუსული დნმ შემდგომ შედის უჯრედის ბირთვში და ინტეგრირდება ქრომოსომის დნმ-ში.
The newly made viral DNA then enters the cell's nucleus and integrates into the DNA of a chromosome.
526044.
ბიოლოგია | თავი XVIII
ინტეგრირებული ვირუსული დნმ, სახელწოდებით პროვირუსი, არასოდეს ტოვებს მასპინძლის გენომს და ამდენად, უჯრედის მუდმივ რეზიდენტად რჩება.
The integrated viral DNA, called a provirus, never leaves the host's genome, remaining a permanent resident of the cell.
526045.
ბიოლოგია | თავი XVIII
პროფაგისაგან განსხვავებით, პროვირუსი არასოდეს გამოდის უჯრედიდან.
Unlike a prophage, a provirus never leaves.
526046.
ბიოლოგია | თავი XVIII
მასპინძლის რნმ-პოლიმერაზა ახდენს პროვირუსული დნმ-ის ტრანსკრიფციას რნმ მოლეკულებში, რომელთაც შეუძლიათ ფუნქციონირება, როგორც მრნმ-ად ვირუსული ცილების სინთეზისათვის, ასევე უჯრედიდან გამოყოფილი ახალი ვირუსული ნაწილაკების გენომებად.
The host's RNA polymerase transcribes the proviral DNA into RNA molecules, which can function both as mRNA for the synthesis of viral proteins and as genomes for new virus particles released from the cell.
526047.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათი 18.10 ასახავს აივ-ის რეპროდუქციულ ციკლს, რომელიც ტიპურია რეტროვირუსებისათვის.
Figure 18.10 traces the HIV reproductive cycle, which is typical of a retrovirus.
526048.
ბიოლოგია | თავი XVIII
43-ე თავში ჩვენ აღვწერთ, როგორ იწვევს აივ იმუნური სისტემის მოშლას, რაც შიდს-ით დაავადებისათვისაა დამახასიათებელი.
In Chapter 43, we will describe how HIV causes the deterioration of the immune system that occurs in AIDS.
526049.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების ევოლუცია.
Evolution of Viruses.
526050.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსები რეალურად არ შეესაბამებიან ცოცხალი ორგანიზმების ჩვენეულ განსაზღვრებას.
Viruses do not really fit our definition of living organisms.
526051.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცალკეული, იზოლირებული ვირუსი ბიოლოგიურად ინერტულია, არა აქვს თავისი გენების რეპლიკაციისა და ატფ-ის საკუთარი წყაროს რეგენერაციის უნარი.
An isolated virus is biologically inert, unable to replicate its genes or regenerate its own supply of ATP.
526052.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ მაინც, მას აქვს გენეტიკური პროგრამა, რომელიც ჩაწერილია სიცოცხლის უნივერსალურ ენაზე.
Yet it has a genetic program written in the universal language of life.
526053.
ბიოლოგია | თავი XVIII
რად უნდა მივიჩნიოთ ვირუსები: ბუნების ყველაზე რთულ მოლეკულებად, თუ სიცოცხლის უმარტივეს ფორმად?
Do we think of viruses as nature's most complex molecules or as the simplest forms of life?
526054.
ბიოლოგია | თავი XVIII
ორივე შემთხვევაში, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვეულ დეფინიციებს.
Either way, we must bend our usual definitions.
526055.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუმცა ვირუსები წარმოადგენენ იძულებით უჯრედშიდა პარაზიტებს, რომელთაც დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლიათ, მათ მიერ გენეტიკური კოდის გამოყენება ართულებს ცოცხალ სამყაროსთან მათი ევოლუციური კავშირის უარყოფას.
Although viruses are obligate intracellular parasites that cannot reproduce independently, their use of the genetic code makes it hard to deny their evolutionary connection to the living world.
526056.
ბიოლოგია | თავი XVIII
როგორ წარმოიქმნა ვირუსები?
How did viruses originate?
526057.
ბიოლოგია | თავი XVIII
რადგანაც მათი გამრავლება დამოკიდებულია უჯრედებზე, ვირუსები, ალბათ, არ უნდა იყვნენ სიცოცხლის წინაუჯრედული ფორმების შთამომავალნი.
Because they depend on cells for their own propagation, viruses most likely are not the descendants of precellular forms of life.
526058.
ბიოლოგია | თავი XVIII
ისინი უნდა განვითარებულიყვნენ პირველი უჯრედების გაჩენის შემდეგ, შესაძლოა, მრავალჯერადაც.
They should have evolved after the first cells appeared, possibly multiple times.
526059.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოლეკულურ ბიოლოგთა უმეტესობა იმ ჰიპოთეზის მომხრეა, რომ ვირუსები წარმოიშვნენ უჯრედული ნუკლეინის მჟავების ფრაგმენტებიდან, რომელთაც შეეძლოთ გადასვლა ერთი უჯრედიდან მეორეში.
Most molecular biologists favor the hypothesis that viruses originated from fragments of cellular nucleic acids that could move from one cell to another.
526060.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ იდეას ეთანხმება დაკვირვება, რომ ვირუსულ გენომს, ჩვეულებრივ, უფრო მეტი აქვს საერთო საკუთარი მასპინძლის გენომთან, ვიდრე სხვა მასპინძლების დამაინფიცირებელი ვირუსების გენომებთან.
Consistent with this idea is the observation that a viral genome usually has more in common with the genome of its host than with the genomes of viruses infecting other hosts.