მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526361.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარად, თუ უჯრედში ხდება ტრიპტოფანის აკუმულირება, ის წყვეტს ახალი ტრიპტოფანის სინთეზს ფერმენტული აქტივობის ინჰიბირების საშუალებით.
Thus, if tryptophan accumulates in a cell, it shuts down the synthesis of more tryptophan by inhibiting enzyme activity.
526362.
ბიოლოგია | თავი XVIII
ასეთი უკუკავშირის ინჰიბიცია ტიპურია ანაბოლური (ბიოსინთეზური) გზებისათვის და საშუალებას აძლევს უჯრედს, შეეგუოს მისთვის საჭირო ნაერთების მოწოდებაში წარმოქმნილ ხანმოკლე ფლუქტუაციებს.
Such feedback inhibition, typical of anabolic (biosynthetic) pathways, allows a cell to adapt to short-term fluctuations in the supply of a substance it needs.
526363.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეორე, უჯრედებს შეუძლიათ გარკვეული ფერმენტების წარმოქმნის რაოდენობის რეგულირება; ანუ, მათ შეუძლიათ ფერმენტების მაკოდირებელი გენების ექსპრესიის რეგულირება.
Second, cells can adjust the amount being made of certain enzymes; that is, they can regulate the expression of the genes encoding the enzymes.
526364.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუკი, ჩვენს მაგალითში, გარემო აგრძელებს უჯრედისათვის საჭირო მთელი ტრიპტოფანის მიწოდებას, უჯრედი წყვეტს ტრიპტოფანის გზაში დაკავებული ფერმენტების სინთეზს.
If, in our example, the environment continues to provide all the tryptophan the cell needs, the cell stops making the enzymes that work in the tryptophan pathway.
526365.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფერმენტის წარმოქმნის ეს კონტროლი ტრანსკრიფციის დონეზე ხდება, ანუ ამ ფერმენტების მაკოდირებელი მესენჯერული რნმ-ის სინთეზისას.
This control of enzyme production occurs at the level of transcription, the synthesis of messenger RNA coding for these enzymes.
526366.
ბიოლოგია | თავი XVIII
უფრო ზოგადად, ბაქტერიული გენომის მრავალი გენი ირთვება და ითიშება უჯრედის მეტაბოლური სტატუსის ცვლილებების მიერ.
More generally, many genes of the bacterial genome are switched on or off by changes in the metabolic status of the cell.
526367.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიებში გენის ექსპრესიის ამგვარი კონტროლის ძირითადი მექანიზმი, რომელსაც ოპერონის მოდელი ეწოდება, 1961 წელს იქნა აღმოჩენილი ფრანსუა ჟაკობისა და ჟაკ მონოს მიერ პასტერის ინსტიტუტში, პარიზში.
The basic mechanism for this control of gene expression in bacteria, described as the operon model, was discovered in 1961 by François Jacob and Jacques Monod at the Pasteur Institute in Paris.
526368.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოდით ვნახოთ, რა არის ოპერონი და როგორ მუშაობს იგი, ტრიპტოფანის სინთეზის კონტროლის საშუალებით, როგორც ჩვენი პირველი მაგალითისა.
Let's see what an operon is and how it works, using the control of tryptophan synthesis as our first example.
526369.
ბიოლოგია | თავი XVIII
ოპერონები: ძირითადი კონცეფცია.
Operons: The Basic Concept.
526370.
ბიოლოგია | თავი XVIII
E.coli ასინთეზებს ტრიპტოფანს წინამორბედი მოლეკულისაგან საფეხურების მთელი რიგის გავლით, თითოეული რეაქცია კი სპეციფიკური ფერმენტით კატალიზდება.
E. coli synthesizes tryptophan from a precursor molecule in a series of steps, each reaction catalyzed by a specific enzyme.
526371.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ფერმენტების მაკოდირებელი ხუთი გენი ერთადაა მოთავსებული ბაქტერიულ ქრომოსომაზე.
The five genes coding for these enzymes are clustered together on the bacterial chromosome.
526372.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთი პრომოტორი ემსახურება ხუთივე გენს, რომლებიც შეადგენენ ტრანსკრიფციის ერთეულს.
A single promoter serves all five genes, which constitute a transcription unit.
526373.
ბიოლოგია | თავი XVIII
მე-17 თავიდან გაიხსენეთ, რომ პრომოტორი წარმოადგენს საიტს, რომელთანაც რნმ-პოლიმერაზა შეიძლება დაუკავშირდეს დნმ-ს და დაიწყოს ტრანსკრიფცია.
Recall from Chapter 17 that a promoter is a site where RNA polymerase can bind to DNA and begin transcription.
526374.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამრიგად, ტრანსკრიფციის შედეგად მიიღება ერთი გრძელი მრნმ-ის მოლეკულა, რომელიც ტრიპტოფანის გზის ხუთივე ფერმენტს კოდირებს.
Thus, transcription gives rise to one long mRNA molecule that codes for all five enzymes in the tryptophan pathway.
526375.
ბიოლოგია | თავი XVIII
უჯრედს შეუძლია ამ მრნმ-ის ტრანსლირება ხუთ დამოუკიდებელ პოლიპეპტიდში, რადგანაც მრნმ დაყოფილია სტარტ და სტოპ კოდონებით, რომლებიც თითოეული პოლიპეპტიდის მაკოდირებელი თანამიმდევრობის დაწყებისა და დამთავრების სიგნალებს წარმოადგენენ.
The cell can translate this mRNA into five separate polypeptides because the mRNA is punctuated with start and stop codons that signal where the coding sequence for each polypeptide begins and ends.
526376.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთმანეთთან დაკავშირებული ფუნქციების მქონე გენების ერთ ტრანსკრიფციის ერთეულში დაჯგუფების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ერთმა ჩართვა-გამორთვის “გადამრთველმა“ შეიძლება გააკონტროლოს ფუნქციონალურად დაკავშირებული გენების მთელი ჯგუფი (კლასტერი).
A key advantage of grouping genes of related function into one transcription unit is that a single on-off "switch" can control the whole cluster of functionally related genes.
526377.
ბიოლოგია | თავი XVIII
როდესაც E.coli-ის უჯრედმა თვითონ უნდა წარმოქმნას ტრიპტოფანი, რადგანაც საკვებ არეში ეს ამინომჟავა არ არის, მეტაბოლური გზის ყველა ფერმენტის ერთდროულად დასინთეზება ხდება.
When an E. coli cell must make tryptophan for itself because the nutrient medium lacks this amino acid, all the enzymes for the metabolic pathway are synthesized at one time.
526378.
ბიოლოგია | თავი XVIII
გადამრთველი არის დნმ-ის სეგმენტი, რომელსაც ოპერატორი ეწოდება.
The switch is a segment of DNA called an operator.
526379.
ბიოლოგია | თავი XVIII
მისი მდებარეობაც და სახელიც შეესაბამება მის ფუნქციას.
Both its location and name suit its function.
526380.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოთავსებულია რა პრომოტორში ან პრომოტორსა და ფერმენტის მაკოდირებელ გენებს შორის, ოპერატორი აკონტროლებს რნმ-პოლიმერაზას გენებთან მიღწევას.
Positioned within the promoter or between the promoter and the enzyme-coding genes, the operator controls the access of RNA polymerase to the genes.