მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526341.
ბიოლოგია | თავი XVIII
სხვა ბაქტერიულ ტრანსპოზონები არ შეიცავენ ჩამატებით თანამიმდევრობებს; მათ განსხვავებული შებრუნებული გამეორებები აქვთ თავიანთ ბოლოებზე.
Other bacterial transposons do not contain insertion sequences; these have different inverted repeats at their ends.
526342.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩამატებითი თანამიმდევრობებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არანაირი სპეციფიკური სარგებლობის მოტანა არ უნდა შეეძლოთ ბაქტერიებისათვის, ტრანსპოზონები ეხმარებიან ბაქტერიებს ახალ გარემოსთან ადაპტირებაში.
In contrast to insertion sequences, which are not known to benefit bacteria in any specific way, transposons may help bacteria adapt to new environments.
526343.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ერთი R პლაზმიდა შესაძლოა, რამდენიმე გენს შეიცავდეს სხვადასხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობისათვის.
We mentioned earlier that a single R plasmid can carry several genes for resistance to different antibiotics.
526344.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს აიხსნება ტრანსპოზონებით, რომელთაც შეუძლიათ ანტიბიოტიკისადმი მდგრადობის გენის დამატება პლაზმიდაზე, რომელიც უკვე შეიცავს სხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გენებს.
This is explained by transposons, which can add a gene for antibiotic resistance to a plasmid already carrying genes for resistance to other antibiotics.
526345.
ბიოლოგია | თავი XVIII
ასეთი შემადგენლობის მქონე პლაზმიდის გადაცემას სხვა ბაქტერიულ უჯრედებზე, უჯრედის დაყოფისა თუ კონიუგაციის საშუალებით, შეუძლია სხვადასხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა გაავრცელოს მთელს ბაქტერიულ პოპულაციაში.
The transmission of this composite plasmid to other bacterial cells by cell division or conjugation can then spread resistance to a variety of antibiotics throughout a bacterial population.
526346.
ბიოლოგია | თავი XVIII
ანტიბიოტიკებით მდიდარ გარემოში, ბუნებრივი გადარჩევა ხელს შეუწყობს ბაქტერიებს, რომელთაც ტრანსპოზიციების სერიის შედეგად წარმოექმნათ მრავალი ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობის გენების შემცველი R პლაზმიდები.
In an antibiotic-rich environment, natural selection favors bacteria that have built up R plasmids with multiple antibiotic resistance genes through a series of transpositions.
526347.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოზონები არ არიან უნიკალური ბაქტერიებისათვის და ასევე მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ ევკარიოტული გენომისათვის.
Transposons are not unique to bacteria and are important components of eukaryotic genomes as well.
526348.
ბიოლოგია | თავი XVIII
ევკარიოტებში ტრანსპოზირებადი ელემენტებს შეისწავლით მე-19 თავში.
You will learn about transposable elements in eukaryotes in Chapter 19.
526349.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცალკეული ბაქტერიები გარემო ცვლილებებს თავისი გენების ექსპრესიის რეგულირებით პასუხობენ.
Individual bacteria respond to environmental change by regulating their gene expression.
526350.
ბიოლოგია | თავი XVIII
მუტაციები და სხვადასხვა ტიპის გენთა გადატანა გენეტიკურ ნაირგვარობას წარმოქმნის, რაც შესაძლებელს ხდის ბუნებრივ გადარჩევას.
Mutations and various types of gene transfer generate the genetic variation that makes natural selection possible.
526351.
ბიოლოგია | თავი XVIII
მრავალი თაობის განმავლობაში მოქმედ ბუნებრივ გადარჩევას კი შეუძლია ბაქტერიულ პოპულაციაში იმ ინდივიდების პროპორციის გაზრდა, რომელნიც ადაპტირებული არიან გარკვეული ახალი გარემო პირობების მიმართ.
And natural selection, acting over many generations, can increase the proportion of individuals in a bacterial population that are adapted to some new environmental condition.
526352.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ როგორ შეუძლია ცალკეულ ბაქტერიას, რომელიც შეზღუდულია მემკვიდრეობით მიღებული თავისი გენომით, გაუმკლავდეს გარემოს ფლუქტუაციებს?
But how can an individual bacterium, locked into the genome it has inherited, cope with environmental fluctuation?
526353.
ბიოლოგია | თავი XVIII
წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ერთეული E.coli-ის უჯრედი, რომელიც ადამიანის ნაწლავის ცვალებად გარემოში ცხოვრობს და თავისი საკვები ნივთიერებებისათვის დამოკიდებულია მასპინძლის არასტაბილურ კვებით ჩვევებზე.
Consider, for instance, an individual E. coli cell living in the erratic environment of a human colon, dependent for its nutrients on the whimsical eating habits of its host.
526354.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ გარემოში არის ამინომჟავა ტრიპტოფანის ნაკლებობა, რომელიც აუცილებელია ბაქტერიის გადარჩენისათვის, ამ მოვლენას უჯრედი ტრიპტოფანის სხვა ნაერთიდან წარმომქმნელი მეტაბოლური გზის გააქტიურებით პასუხობს.
If the envi ronment is lacking in the amino acid tryptophan, which the bacterium needs to survive, the cell responds by activating a metabolic pathway that makes tryptophan from another compound.
526355.
ბიოლოგია | თავი XVIII
შემდგომ, თუ მასპინძელი ადამიანი მიიღებს ტრიპტოფანით მდიდარ საკვებს, ბაქტერიული უჯრედი წყვეტს ტრიპტოფანის წარმოქმნას, ზოგავს რა რესურსებს ფუჭად დახარჯვისაგან იმ ნაერთის მისაღებად, რომელიც ხელმისაწვდომია გარემომცველ ხსნარში ნახევარფაბრიკატის სახით.
Later, if the human host eats a tryptophan-rich meal the bacterial cell stops producing tryptophan, thus saving itself from squandering its resources to produce a substance that is available from the surrounding solution in prefabricated form.
526356.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი, თუ როგორ უსადაგებენ ბაქტერიები თავის მეტაბოლიზმს გარემო ცვლილებებს.
This is just one example of how bacteria tune their metabolism to changing environments.
526357.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეტაბოლური კონტროლი ორ დონეზე ხდება.
Metabolic control occurs on two levels.
526358.
ბიოლოგია | თავი XVIII
პირველი, უჯრედებს შეუძლიათ უკვე არსებული ფერმენტების აქტივობის რეგულირება.
First, cells can adjust the activity of enzymes already present.
526359.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს არის შედარებით სწრაფი პასუხი, რომელიც ეყრდნობა მრავალი ფერმენტის მგრძნობელობას ქიმიური სიგნალებისადმი, რაც ზრდის ან ამცირებს მათ კატალიზურ აქტივობას.
This is a fairly fast response, which relies on the sensitivity of many enzymes to chemical cues that increase or decrease their catalytic activity.
526360.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, ტრიპტოფანის სინთეზის გზაში პირველი ფერმენტი ინჰიბირდება გზის საბოლოო პროდუქტით.
For example, the activity of the first enzyme in the tryptophan synthesis pathway is inhibited by the pathway's end product.