მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526301.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ტიპის რეზისტენტობის შემცველი გენები ძირითადად პლაზმიდებშია მოთავსებული, რომელთაც R პლაზმიდებს უწოდებენ (R რეზისტენტობას აღნიშნავს).
Genes conferring this type of resistance are generally carried by plasmids known as R plasmids (R for resistance).
526302.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბუნებრივი გადარჩევის თეორიის თანახმად უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ პირობებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გენების მატარებელი ბაქტერიული პოპულაციების რიცხვი გაიზრდება; სწორედ ასეც ხდება.
The theory of natural selection predicts that under these circumstances, the fraction of the bacterial population carrying genes for antibiotic resistance will increase, and that is exactly what happens.
526303.
ბიოლოგია | თავი XVIII
Aამ მოვლენების სამედიცინო შედეგების წინასწარ განჭვრეტა ასევე მარტივია: პათოგენების რეზისტენტული ხაზები სულ უფრო მეტად ვრცელდება, რაც სულ უფრო აძნელებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას.
The medical consequences are also predictable: Resistant strains of pathogens are becoming more common, making the treatment of certain bacterial infections more difficult.
526304.
ბიოლოგია | თავი XVIII
პრობლემას ის ფაქტიც ემატება, რომ მრავალ R პლაზმიდას, F პლაზმიდების მსგავსად, აქვთ გენები, რომლებიც სასქესო შოლტს კოდირებენ და საშუალებას აძლევენ პლაზმიდას, კონიუგაციის საშუალებით ერთი ბაქტერიული უჯრედიდან მეორეს გადაეცეს.
The problem is compounded by the fact that many R plasmids, like F plasmids, have genes that encode sex pili and enable plasmid transfer from one bacterial cell to another by conjugation.
526305.
ბიოლოგია | თავი XVIII
კიდევ უფრო ართულებს პრობლემას ის, რომ ზოგიერთი R პლაზმიდა შეიცავს ათამდე გენს, ამდენივე ანტიბიოტიკისადმი მდგრადობით.
Making the problem still worse, some R plasmids carry as many as ten genes for resistance to that many antibiotics.
526306.
ბიოლოგია | თავი XVIII
როგორ ხდება ამდენი ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობის გენი ერთი პლაზმიდის ნაწილი?
How do so many antibiotic resistance genes become part of a single plasmid?
526307.
ბიოლოგია | თავი XVIII
პასუხი შეიცავს მობილური გენეტიკური ელემენტების სხვა ტიპს, რომელსაც ქვემოთ გავეცნობით.
The answer involves another type of mobile genetic element, which we investigate next.
526308.
ბიოლოგია | თავი XVIII
გენეტიკური ელემენტების ტრანსპოზიცია.
Transposition of Genetic Elements.
526309.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზემოთ თქვენ გაეცანით, როგორ შეიძლება დნმ ერთი ბაქტერიული უჯრედიდან მეორეში გადავიდეს და რეკომბინირდეს რეციპიენტის გენომში.
In the previous section, you learned how DNA from one bacterial cell can be transferred to another cell and recombined into the genome of the recipient.
526310.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცალკეული უჯრედის დნმ-მა ასევე შესაძლოა, განიცადოს რეკომბინაცია, რაც გამოწვეულია ეგრეთ წოდებული ტრანსპოზირებადი გენეტიკური ელემენტების, ან უბრალოდ ტრანსპოზირებადი ელემენტების მოძრაობით უჯრედის გენომის შიგნით.
The DNA of a single cell can also undergo recombination owing to movement of so-called transposable genetic elements, or simply transposable elements, within the cell's genome.
526311.
ბიოლოგია | თავი XVIII
Pპლაზმიდისა თუ პროფაგისაგან განსხვავებით, ტრანსპოზირებადი ელემენტები დამოუკიდებლად არასოდეს არსებობენ, ისინი ყოველთვის ქრომოსომური ან პლაზმიდური დნმ-ის ნაწილს წარმოადგენენ.
Unlike a plasmid or prophage, transposable elements never exist independently but are always part of chromosomal or plasmid DNA.
526312.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ელემენტების გადაადგილებისას, რასაც ტრანსპოზიცია ეწოდება, ტრანსპოზირებადი ელემენტი გადაინაცვლებს უჯრედის დნმ-ის ერთი საიტიდან მეორე - სამიზნე საიტზე, გარკვეული ტიპის რეკომბინაციის პროცესის მეშვეობით.
During the movement of these elements, called transposition, the transposable element moves from one site in a cell's DNA to another site-a target site-by a type of recombination process.
526313.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიულ უჯრედში, ტრანსპოზირებად ელემენტს შეუძლია იმოძრაოს ქრომოსომის შიგნით, პლაზმიდიდან ქრომოსომაზე (ან პირიქით), ან ერთი პლაზმიდიდან მეორეზე.
In a bacterial cell, a transposable element may move within the chromosome, from a plasmid to the chromosome (or vice versa), or from one plasmid to another.
526314.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოზირებად ელემენტებს ხანდახან „მხტუნავ გენებს“ უწოდებენ, მაგრამ ეს ფრაზა სინამდვილეს არ ასახავს, რადგანაც ისინი უჯრედის დნმ-ს მთლიანად არასდროს შორდებიან.
Transposable elements are sometimes called "jumping genes," but the phrase is misleading because they never completely detach from the cell's DNA.
526315.
ბიოლოგია | თავი XVIII
ხდება დნმ-ის საწყისი და ახალი საიტების ერთმანეთთან მიტანა დნმ-ის დაკეცვის შედეგად.
The original and new DNA sites are brought together by DNA folding.
526316.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთი ტრანსპოზირებადი ელემენტის გადასვლა დნმ-ზე ერთი მდებარეობიდან მეორეში ხორციელდება “cut-and-paste” მექანიზმით.
Some transposable elements move from one DNA location to another by a "cut-and-paste" mechanism.
526317.
ბიოლოგია | თავი XVIII
სხვები კი გადაინაცვლებენ “copy-and-paste” მექანიზმით, რომელშიც ტრანსპოზირებადი ელემენტები რეპლიცირდება თავის საწყის საიტთან და ასლი სადმე სხვაგან ჩაერთვება.
Others move by a "copy-and-paste" mechanism, in which the transposable element replicates at its original site, and a copy inserts elsewhere.
526318.
ბიოლოგია | თავი XVIII
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსპოზირებადი ელემენტი ახალ საიტს ემატება, ძველი საიტის დატოვების გარეშე.
In other words, the transposable element is added at a new site without being lost from the old site.
526319.
ბიოლოგია | თავი XVIII
მართალია, ტრანსპოზირებადი ელემენტები განსხვავდებიან სამიზნე საიტების შერჩევის მიხედვით, მაგრამ მათ უმეტესობას შეუძლია მრავალ ალტერნატიულ საიტზე გადანაცვლება დნმ-ში.
Although transposable elements vary in their selectivity for target sites, most can move to many alternative locations in the DNA.
526320.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს უნარი, რომ მოახდინოს გარკვეული გენების „მიმობნევა“ მთელ გენომში, ფუნდამენტურად განასხვავებს ტრანსპოზიციას გენეტიკური არევის (აქ ცვლილებების) სხვა მექანიზმებისაგან.
This ability to scatter certain genes throughout the genome makes transposition fundamentally different from other mechanisms of genetic shuffling.