მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526381.
ბიოლოგია | თავი XVIII
ყველაფერი ერთად, ოპერატორი, პრომოტორი, და მათ მიერ კონტროლირებადი გენები - დნმ-ის მთელი ნაწყვეტი, რომელიც საჭიროა ტრიპტოფანის გზის ფერმენტების წარმოქმნისათვის - შეადგენენ ოპერონს.
All together, the operator, the promoter, and the genes they control-the entire stretch of DNA required for enzyme production for the tryptophan pathway-constitute an operon.
526382.
ბიოლოგია | თავი XVIII
აქ ჩვენ განვიხილავთ ტრპ ოპერონს (ტრპ აღნიშნავს ტრიპტოფანს), E.coli-ის გენომის მრავალ ოპერონთაგან ერთ-ერთს.
Here we are dissecting the trp operon (trp for tryptophan), one of many operons in the E. coli genome.
526383.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ ოპერატორი წარმოადგენს გადამრთველს ტრანსკრიფციის კონტროლისათვის, საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს გადამრთველი?
If the operator is the switch for controlling transcription, how does this switch work?
526384.
ბიოლოგია | თავი XVIII
თავისთავად, ტრპ ოპერონი ჩართულია, ანუ რნმ-პოლიმერაზას შეუძლია დაუკავშირდეს პრომოტორს და მოახდინოს ოპერონის გენების ტრანსკრიბირება.
By itself, the trp operon is turned on; that is, RNA polymerase can bind to the promoter and transcribe the genes of the operon.
526385.
ბიოლოგია | თავი XVIII
ოპერონის გამორთვა შეუძლია ცილას, სახელწოდებით ტრპ რეპრესორი.
The operon can be switched off by a protein called the trp repressor.
526386.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეპრესორი უკავშირდება ოპერატორს და ხელს უშლის რნმ-პოლიმერაზას პრომოტორთან დაკავშირებას, ანუ ხელს უშლის გენების ტრანსკრიფციას.
The repressor binds to the operator and blocks attachment of RNA polymerase to the promoter, preventing transcription of the genes.
526387.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეპრესორის ცილა სპეციფიკურია; ის ამოიცნობს და უკავშირდება მხოლოდ განსაზღვრული ოპერონის ოპერატორს.
A repressor protein is specific; that is, it recognizes and binds only to the operator of a particular operon.
526388.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეპრესორს, რომელიც გამორთავს ტრპ ოპერონს ტრპ ოპერატორთან დაკავშირების საშუალებით, არავითარი ეფექტი არა აქვს E.coli-ის გენომის ყველა სხვა ოპერონზე.
The repressor that switches off the trp operon by binding to the trp operator has no effect on other operons in the E. coli genome.
526389.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრპ რეპრესორი წარმოადგენს რეგულატორული გენის პროდუქტს.
The trp repressor is the product of a regulatory gene called trpR.
526390.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ გენს trpR -ს უწოდებენ, ის გარკვეული დისტანციის მოშორებითაა განლაგებული მის მიერ კონტროლირებადი ოპერონისაგან და საკუთარი პრომოტორი გააჩნია.
The gene is located some distance away from the operon it controls and has its own promoter.
526391.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეგულატორული გენები მუდმივად ექსპრესირდებიან, თუმცა დაბალი სიხშირით და ტრპ რეპრესორის რამდენიმე მოლეკულა ყოველთვისაა წარმოდგენილი E.coli-ის უჯრედებში.
Regulatory genes are expressed continuously, although at a low rate, and a few trp repressor molecules are always present in E. coli cells.
526392.
ბიოლოგია | თავი XVIII
რატომ არ არის, მაშინ, ტრპ ოპერონი მუდმივად გამორთული?
Why, then, is the trp operon not switched off manently?
526393.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჯერ ერთი, რეპრესორების ოპერატორებთან დაკავშირება შექცევადი პროცესია.
First, the binding of repressors to operators is reversible.
526394.
ბიოლოგია | თავი XVIII
ოპერატორი ორ მდგომარეობას შორის მერყეობს: ერთი, რეპრესორთან დაკავშირების გარეშე და მეორე, მასთან დაკავშირებული რეპრესორით.
An operator vacillates between two states: one without the repressor bound and one with the repressor bound.
526395.
ბიოლოგია | თავი XVIII
თითოეული მდგომარეობის შედარებითი ხანგრძლივობა დამოკიდებულია გარშემო არსებული აქტიური რეპრესორის მოლეკულების რაოდენობაზე.
The relative duration of each state depends on the number of active repressor molecules around.
526396.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეორეც, ტრპ რეპრესორი, რეგულატორული ცილების უმეტესობის მსგავსად, ალოსტერულ ცილას წარმოადგენს, ორი ალტერნატიული კონფორმაციით, აქტიური და არააქტიური.
Second, the trp repressor, like most regulatory proteins, is an allosteric protein, with two alternative shapes, active and inactive.
526397.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრპ რეპრესორი სინთეზდება ინაქტიურ ფორმაში, ტრპ ოპერატორისადმი დაბალი თვისობით.
The trp repressor is synthesized in an inactive form with little affinity for the trp operator.
526398.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეპრესორული ცილა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადის აქტიურ ფორმაში, რომელსაც ოპერატორთან დაკავშირება შეუძლია, თუ ტრიპტოფანი ებმის ტრპ რეპრესორს ალოსტერულ საიტზე.
Only if tryptophan binds to the trp repressor at an allosteric site does the repressor protein change to the active form that can attach to the operator.
526399.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის შედეგად კი მოხდება ოპერონის გამორთვა.
After this there will be the turning the operon off.
526400.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ სისტემაში, ტრიპტოფანი მოქმედებს, როგორც კორეპრესორი, მცირე მოლეკულა, რომელიც რეპრესორულ ცილასთან “თანამშრომლობს“ ოპერონის გამოსართავად.
Tryptophan functions in this system as a corepressor, a small molecule that cooperates with a repressor protein to switch an operon off.